სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო
შენდობის დღე

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნები 32

32:1 იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ, და წრფელთა შუენის ქებაჲ.
32:2 აუვარებდით უფალსა ბობღნითა და ათძალითა საფსალმუნისათა უგალობდით მას.
32:3 აქებდით მას ქებითა ახლითა, კეთილად უგალობდით მას ღაღადებითა.
32:4 რამეთუ წრფელ არს სიტყუაჲ უფლისაჲ და ყოველნი საქმენი მისნი სარწმუნოებით არიან;
32:5 უყუარს წყალობაჲ და მსჯავრი უფალსა და წყალობითა უფლისაჲთა სავსე არს ქუეყანაჲ.
32:6 სიტყჳთა უფლისაჲთა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირისა მისისათა - ყოველი ძალი მათი.
32:7 შეჰკრებს იგი, ვითარცა თხიერთა, წყალთა ზღჳსათა და დაასხამს საუნჯეთა შინა უფსკრულთა.
32:8 ეშინოდენ უფლისაჲ ქუეყანასა და მისგან შეიძრნედ ყოველნი დამკჳდრებულნი სოფლისანი.
32:9 რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, თავადმან ამცნო და დაებადნეს.
32:10 უფალმან განაქარვნის ზრახვანი წარმართთანი და შეურაცხ-ყვნის გულისსიტყუანი ერთანი და შეურაცხ-ყვნეს ზრახვანი მთავართანი;
32:11 ხოლო ზრახვა უფლისაჲ უკუნისამდე ჰგიეს და გულისსიტყუანი გულისა მისისანი - თესლითი თესლადმდე.
32:12 ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკჳდრებელად თჳსად.
32:13 ზეცით მოხედნა უფალმან და იხილნა ყოველნი ძენი კაცთანი;
32:14 განმზადებულით სამკჳდრებელით თჳსით მოხედნა ყოველთა ზედა სამკჳდრებულთა ქუეყანისათა,
32:15 რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი.
32:16 არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თჳსითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისაჲთა.
32:17 ტყუინ ცხენი განრინებად და დიდითა ძალითა თჳსითა არა განერეს.
32:18 აჰა, ესერა, თუალნი უფლისანი მოშიშთა მისთა ზედა და რომელნი ესვენ წყალობასა მისსა,
32:19 ჴსნად სიკუდილისაგან სულთა მათთა და გამოზრდად მათდა სიყმილსა.
32:20 ხოლო სულმან ჩემმან დაუთმენ უფალსა, რამეთუ მწე და მფარველ არს იგი ჩუენდა;
32:21 რამეთუ მისა მიმართ იხარებდეს გული ჩუენი და სახელსა წმიდასა მისსა ვესვიდეთ.
32:22 იყავნ, უფალო, წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ გესავთ შენ.
ფსალმუნები 33

33:1 ფსალმუნი დავითისი, რაჟამს-იგი იცვალა პირი თჳსი წინაშე აბიმელიქისა და განუტევა იგი და წარვიდა
33:2 ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა, მარადის ქებაჲ მისი პირსა ჩემსა.
33:3 უფლისა მიერ იქოს სული ჩემი, ესმოდის მშჳდთა და ახარებდენ.
33:4 განადიდეთ უფალი ჩემ თანა და აღვამაღლოთ სახელი მისი მის თანა.
33:5 გამოვიძიე უფალი და ისმინა ჩემი და ყოველთა ჭირთა ჩემთაგან მიჴსნა მე.
33:6 მოედით მისა და განათლდით და პირსა თქუენსა არა ჰრცხუნეს.
33:7 მან გლახაკმან ჴმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იჴსნა იგი.
33:8 დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იჴსნნეს იგინი.
33:9 განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას.
33:10 გეშინოდენ უფლისა ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაჲ მოშიშთა მისთა.
33:11 მდიდარნი დაგლახაკდეს და შეემშია, ხოლო რომელნი ეძიებენ უფალსა, არა ნაკლულევან იქმნენ ყოვლისაგან კეთილისა.
33:12 მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწავო თქუენ.
33:13 ვინ არს კაცი, რომელსა ჰნებავს ცხორებაჲ და უყუარან ხილვად დღენი კეთილნი?
33:14 დააცხრვე ენაჲ შენი ბოროტისაგან და ბაგენი ჩენნი ნუ იტყჳან ზაკვასა;
33:15 მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშჳდობაჲ და მისდევდი მას.
33:16 თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა;
33:17 პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ძჳრისათა მოსპოლვად ქუეყანით საჴსენებელი მათი.
33:18 ჴმობდეს მართალნი და უფალმან ისმინა მათი და ყოველთა ჭირთა მათთაგან იჴსნნა იგინი.
33:19 მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს.
33:20 მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იჴსნნეს იგინი უფალმან.
33:21 დაიცვნეს უფალმან ყოველნი ძუალნი მათნი და ერთიცა მათგანი არა შეიმუსროს.
33:22 სიკუდილი ცოდვილთა ბოროტ არს და, რომელთა სძულდეს მართალი, უსჯულოებენ.
33:23 იჴსნნეს უფალმან სულნი მონათა მისთანი და არა ცოდონ ყოველთა, რომელნი ესვენ მას. დიდება
ფსალმუნები 34

34:1 საჯენ, უფალო, მავნებელნი ჩემნი და ჰბრძოდე მბრძოლთა მათ ჩემთა;
34:2 აღიღე ჭური და ფარი და აღდეგ მწედ ჩემდა.
34:3 განჰფინე მახჳლი შენი და შეკრიბე წინა კერძო მდევართა ჩემთასა; არქუ სულსა ჩემსა: მჴსნელი შენი ვარი მე.
34:4 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ, რომელნი ეძიებენ სულსა ჩემსა; მართლუკუნიქცენ და სირცხჳლეულ იქმნენ, რომელნი ზრახვიდეს ჩემთჳს ძჳრსა.
34:5 იქმნენ იგინი ვითარცა მტუერი წინაშე ქარსა და ანგელოზმან აჭირვენ მათ;
34:6 იყვნენ გზანი მათნი ბნელ და საცთომელ და ანგელოზმან უფლისამან დევნნეს იგინი.
34:7 რამეთუ ცუდად დამირწყეს მე განსახრწნელი საბრჴისა მათისა და ამაოდ აყუედრებდეს სულსა ჩემსა.
34:8 ეწიენ მათ საბრჴე, რომელ არა უწყოდიან და სანადირო, რომელ დაარწყუეს, შეიპყრნედ იგინი და საბრჴესავე მათსა შეითხინედ.
34:9 ხოლო სული ჩემი იხარებდეს უფლისა მიმართ და იშუებდეს მაცხოვარებითა მისითა.
34:10 ყოველთა ძუალთა ჩემთა თქუან: უფალო, უფალო, ვინ გემსგავსოს შენ? რამეთუ იჴსენ გლახაკი ჴელთაგან უძლიერესთა მისთასა და გლახაკი და დავრდომილი - მიმოდამტაცებელთაგან მისთა.
34:11 რამეთუ აღდგეს ჩემ ზედა მოწამენი ცრუნი და, რა-იგი არა უწყოდე, მკითხვიდეს მე.
34:12 მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.
34:13 ხოლო რაჟამს იგინი მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძა და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი, და ლოცვა ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცეს.
34:14 ვითარცა ძმა და მეგობარი ჩუენი, ეგრეთ სათნო-ვიყავ; ვითარცა მგლოვარე და მწუხარე, ეგრე დავმდაბლდი.
34:15 და ჩემ ზედა იხარეს და შეკრბეს; შეკრბეს ჩემ ზედა გუემანი და მე არა ვაგრძენ,
34:16 განიყვნეს და არა შეინანეს. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და იღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი.
34:17 უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძჳრისსაქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდშობილება ჩემი.
34:18 აღგიარო შენ ეკლესიასა შინა დიდსა და კრებულსა შორის მრავალსა გაქებდე შენ.
34:19 ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა.
34:20 რამეთუ ჩემ თანა მშჳდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკვასა განიზრახვიდეს.
34:21 განავრცეს ჩემ ზედა პირი მათი და თქუეს: ვაშა, ვაშა! იხილეს თუალთა ჩუენთა.
34:22 იხილე, უფალო, ნუ დასდუმნები, უფალო, ნუ განმეშორები ჩემგან.
34:23 განიღჳძე, უფალო, და მოხედენ განკითხვასა ჩემსა, ღმერთო ჩემო და უფალო, შჯასა ჩემსა.
34:24 მისაჯე მე, უფალო, სიმართლითა ჩემითა, უფალო ღმერთო ჩემო და ნუმცა უხარის ჩემ ზედა.
34:25 ნუ იტყჳედ გულთა შინა მათთა: ვაშა, ვაშა, სულსა ჩემსა! ნუცა იტყჳედ, ვითარმედ: შთავნთქათ იგი.
34:26 ჰრცხუენოდენ და კდემებოდენ თანად, რომელთა უხაროდა ბოროტთა ჩემთათჳს; შთაიცუედ სირცხჳლი და კდემა, რომელნი მდიდრად იტყოდეს ჩემ ზედა.
34:27 იხარებდენ და იშუებდენ შენდამი ყოველნი, რომელთა ენება სიმართლე ჩემი და თქუედ მარადის: დიდ არს უფალი! რომელთა უნდა მშჳდობაჲ მონისა შენისა.
34:28 და ენაჲ ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა და მარადღე ქებასა შენსა.
ფსალმუნები 35

35:1 დასასრულსა, მონისა ღმრთისა ფსალმუნი დავითისი
35:2 თქჳს უსჯულომან ცოდვასა შინა გულსა თჳსსა, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მისთა.
35:3 რამეთუ ზაკვიდა იგი წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა თჳსისა და სიძულილისა.
35:4 სიტყუანი პირისა მისისანი - უსჯულოებაჲ და ზაკვა, არა ინება მან გულისჴმის-ყოფა კეთილისა.
35:5 უსჯულოებაჲ იზრახა საწოლსა ზედა თჳსსა, დადგა იგი ყოველსა გზასა არაკეთილსა და ბოროტი მას არა მოეწყინა.
35:6 უფალო, ზეცასა არს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ვიდრე ღრუბელთამდე;
35:7 სიმართლენი შენი, ვითარცა მთანი ღმრთისანი და განკითხვანი შენნი უფსკრულ მრავალ. კაცთა და საცხოვარსა აცხოვნებ შენ, უფალო,
35:8 ვითარცა განამრავლე წყალობაჲ შენი, ღმერთო. ხოლო ძენი კაცთანი საფარველსა ფრთეთა შენთასა ესვიდენ.
35:9 დაითვრნენ იგინი სიპოხითა სახლისა შენისათა და ღუარი საშუებელისა შენისა ასუა მათ.
35:10 რამეთუ შენგან არს წყარო ცხორებისა და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი.
35:11 მოჰფინე წყალობაჲ შენი, რომელთა გიციან შენ, და სიმართლე შენი წრფელთა გულითა.
35:12 ნუ მოვალნ ჩემ ზედა ფერჴი ამპარტავანებისა და ჴელი ცოდვილისა ნუ შემძრავნ მე.
35:13 მუნ დაეცნეს ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი; განვარდენ და ვერღარა უძლონ დადგომად. დიდება

წმიდა წინასწარმეტყ...
წმიდა მოწამენი: დე...
დიდი აიაზმა
მოციქულთასწორნი: კ...
ყოვლადწმიდა ღვთისმ...
წმიდა მოწამენი

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...