სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 1
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მათთვის, ვისაც სიცოცხლე ხანგრძლივი ჰგონია და მოქცევასა და სინანულს აყოვნებს
მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნი 28

28:1 შესწირევდით უფლისა შვილნი ღმრთისანი, შესწირევდით უფლისა შვილთა ვერძთასა,
28:2 შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა.
28:3 ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, ღმერთი დიდებისა ქუხდა, უფალი წყალთა ზედა მრავალთა.
28:4 ჴმაჲ უფლისაჲ ძლიერებით, ჴმაჲ უფლისაჲ დიდად შუენიერებით.
28:5 ჴმამან უფლისამან შემუსრნეს ნაძუნი და შემუსრნეს უფალმან ნაძუნი იგი ლიბანისანი.
28:6 და დააწულილნეს იგინი, ვითარცა ჴბო იგი ლიბანისა და საყუარელი იგი - ვითარცა შვილი მარტორქისა.
28:7 ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისა.
28:8 ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნო და შეაძრწუნოს უფალმან უდაბნო იგი კადისა.
28:9 ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი და განაცხადნის მაღნარნი; და ტაძარსა წმიდასა მისსა თქუას ყოველმან ვინ დიდებაჲ მისი.
28:10 უფალმან წყლითრღუნა დაამკჳდრის; და დაჯდეს უფალი მეუფედ უკუნისამდე.
28:11 უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თჳსი მშჳდობით.
ფსალმუნი 29

29:1 ფსალმუნი, გალობაჲ განახლებისა სახლისა დავითისი
29:2 აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა.
29:3 უფალო ღმერთო ჩემო, ღაღად-ვყავ შენდამი და განვიკურნო.
29:4 უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი და მიჴსენ მე მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა.
29:5 უგალობდით უფალსა ღირსნი მისნი და აუვარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა.
29:6 რამეთუ რისხვა არს გულისწყრომასა მისსა და ცხორებაჲ არს ნებითა მისითა; მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან.
29:7 ხოლო მე ვთქუ განგებულებასა ჩემსა: არა შევიძრა მე უკუნისამდე.
29:8 უფალო. ნებითა შენითა ეც სიკეთესა ჩემსა ძალი; გარემიაქციე პირი შენი ჩემგან და მე შევძრწუნდი.
29:9 მე შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო და ღმრთისა ჩემისა მიმართ ვილოცო.
29:10 რამე სარგებელ არს სისხლთა ჩემთაგან, შთა-თუ-ვიდე მე განსახრწნელსა? მიწამან ნუ აღგიაროსა შენ, ანუ უთხრასა ჭეშმარიტებაჲ შენი?
29:11 ესმა უფალსა და შემიწყალა მე და უფალი იქმნა მწე ჩემდა.
29:12 მოაქციე გლოვა ჩემი სიხარულად ჩემდა; განხეთქე ძაძა ჩემი და გარეშემარტყ მე სიხარული.
29:13 რათა გიგალობდეს შენ დიდებაჲ ჩემი და არა შევინანო. უფალო ღმერთო ჩემო, უკუნისამდე აღგიარო შენ.
ფსალმუნი 30

30:1 დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს
30:2 შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.
30:3 მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.
30:4 რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე.
30:5 და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,
30:6 რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.
30:7 მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.
30:8 ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;
30:9 და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.
30:10 მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
30:11 რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.
30:12 ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.
30:13 დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.
30:14 რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.
30:15 ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.
30:16 და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა.
30:17 გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.
30:18 უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.
30:19 უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.
30:20 ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.
30:21 დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.
30:22 კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.
30:23 ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.
30:24 შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა.
30:25 მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.
ფსალმუნი 31

31:1 ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი.
31:2 ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვაჲ, არცა არს პირსა მისსა ზაკუაჲ.
31:3 რამეთუ დავდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძუალნი ჩემნი ღაღადებითა ჩემითა მარადღე;
31:4 რამეთუ დღე და ღამრ დამიმძიმდა ჩემ ზედა ჴელი შენი; მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
31:5 ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა.
31:6 ამისთჳს ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდაჲ ჟამსა შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს.
31:7 შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარემომადგეს მე; სიხარულო ჩემო, მიჴსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე.
31:8 გონიერ-გყო შენ და გულისხმა-გიყო შენ გზასა მას, რომელსაცა ხჳდოდი; ვიგნე შენ ზედა თუალნი ჩემნი.
31:9 ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა; ჭიმითა და აღჳრითა უქცინე ღაწუნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნეს.
31:10 მრავალ გუემა არიან ცოდჳლთათჳს, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაჲ გარემოადგეს მათ.
31:11 იხარებდით უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა. დიდებაჲ

წმიდა მოწამე ანდრი...
დიდმოწამე ევსტათი-...
წმიდა მოწამენი: დე...
ღირსი მამაჲ ჩვენი ...
მღვდელმოწამე აბრაა...
ღირსი ბარსანოფი დი...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

ცხრა ნეტარება

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...