სარწმუნოება - უფალო შეგვიწყალენ
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მოძღვრება წმ. ნინოს დღეს
ქადაგება უძღები შვილის კვირას

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები



ფსალმუნი 13

13:1 თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. განირყუნნეს და ბილწ იქმნენ იგინი უსჯულოებითა; არავინ არს, რომელმანცა ქმნნა სიტკბოებაჲ.
13:2 უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთასა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისხმის-მყოფელ, ანუ გამომეძიებელ ღმრთისაჲ.
13:3 ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს, არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთამდე. სამარე ზე აღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკვიდეს, გესლი ასპიტისა ბაგეთა ქუეშე მათსა, რომელთანი პირნი წყევითა და სიმწარითა სავსე არიან, განმზადებულ არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრაჲ და სალმობაჲ არს გზანი მათნი, და გზანი მშჳდობისანი არ იცნეს, არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.
13:4 არა გულისხმა-ყონ ყოველთა, რომელნი იქმან უსჯულოებასა, რომელნი შესჭამენ ერსა ჩემსა საჭმელებრ, პურებრ,
13:5 უფალსა არა ხადეს. მუნ შეეშინა შიში, სადა-იგი არა იყო შიში,
13:6 რამეთუ ღმერთი არს თესლთა შორის მართალთასა. ზრახვასა გლახაკისასა არცხუენთ, ხოლო უფალი სასო მისსა არს.
13:7 ვინ მოსცეს სიონით ცხორებაჲ ისრაჱლსა? რაჟამს მოაქციოს უფალმან ტყუჱ ერისა თჳსისა, იხარებდეს იაკობ და იშუებდეს ისრაჱლი. დიდება
ფსალმუნი 14

14:1 უფალო, ვინ დაეშენოს კარავსა შენსა, ანუ ვინ დაემკჳდროს მთასა წმიდასა შენსა?
14:2 რომელი ვიდოდის უბიწოდ და იქმოდის სიმართლესა
14:3 და იტყოდის ჭეშმარიტებასა გულსა შინა თჳსსა; რომელმან არა ზაკვა ენითა თჳსითა და არცა უყო მოყუასსა თჳსსა ბოროტი
14:4 და ყუედრებაჲ მახლობელთა მისთა ზედა არა მოიღო. შეურაცხ არს მის წინაშე უკეთური, ხოლო მოშიშთა უფლისათა ადიდებს; რომელი ეფუცოს მოყუასსა თჳსსა და არა ეცრუოს;
14:5 ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინეგად და ქრთამი უბრალოსა ზედა არა მოიღო; რომელმან ყოს ესე, იგი არა იძრას უკუნისამდე.
ფსალმუნი 15

15:1 მიცევ, მე უფალო, რამეთუ შენ გესავ.
15:2 ვარქუ უფალსა: უფალი ჩემი ხარი შენ, რამეთუ კეთილთა ჩემთაგან არა გიჴმს.
15:3 წმიდათა რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკჳრველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაჲ მისი მათ შორის.
15:4 განმრავლდეს უძლურებანი მათნი, და ამისსა შემდგომად ისწრაფეს; არა შევკრიბო კრებულები მათი სისხლთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა.
15:5 უფალი ნაწილ არს მკჳდრობისა ჩემისა და სასუმელისა ჩემისა; შენ ხარ, რომელმან მომაგე მე მკჳდრობაჲ ჩემი ჩემდა.
15:6 საბელნი მხუდეს მე რჩეულთა ჩემთა თანა, და რამეთუ სამკჳდრებელი ჩემი მტკიცე არს ჩემდა.
15:7 ვაკურთხო უფალი, რომელმან გულისხმა-მიყო მე, რამეთუ ღამემდე და უმეტესცა განმსწავლეს მე თირკმელთა ჩემთა.
15:8 წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა.
15:9 ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲსღა და ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით.
15:10 რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა.
15:11 მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.
ფსალმუნი 16


16:1 ისმინე, უფალო სიმართლისა ჩემისა, მოხედენ ვედრებასა ჩემსა, ყურად-იღე ლოცვისა ჩემისა არა ბაგეთაგან ზაკულთა.
16:2 პირით შენით განმართლებაჲ ჩემი გამოვედინ და თუალთა ჩემთა იხილედ სიწრფოებაჲ;
16:3 გამოსცადე გული ჩემი, განიხილე ღამე; გამომაჴურვე მე და არა იპოვა ჩემ თანა სიცრუჱ.
16:4 რათა არა იტყოდის პირი ჩემი საქმესა კაცთასა, სიტყუათათჳს ბაგეთა შენთასა მე დავიცვენ გზანი ფიცხელნი.
16:5 დაამტკიცენ ფერჴნი ჩემნი ალაგთა შენთა, რათა არა შემიბრკუმენ სლვანი ჩემნი.
16:6 მე ღაღად-ვყავ, რამეთუ ისმინე ჩემი, ღმერთო; მოყავ ჩემ ზედა ყური შენი და ისმინე სიტყუათა ჩემთა.
16:7 საკჳრველ-ყავ წყალობა შენი, რომელი იჴსნი მოსავთა შენთა მჴდომთაგან მარჯუენისა შენისათა.
16:8 დამიცევ მე, უფალო, ვითარცა გუგა თუალისა საფარველსა ფრთეთა შენთასა, დამიფარო მე
16:9 პირისაგან უღმრთოთასა, რომელნი მაჭირვებდეს მე; მტერთა ჩემთა სული ჩემი მოიცვეს
16:10 და ცმელი თჳსი შეიყენეს; პირი მათი იტყოდა ამპარტავანებასა.
16:11 განმაგდეს მე და აწ, ესერა, მომიცვეს მე, თუალნი მათნი ყუნეს დადრეკილ ქუეყანად.
16:12 შემრაცხეს, ვითარცა ლომი განმზადებული ნადირსა და ვითარცა ლეკჳ ლომისა იყოფებინ რაჲ ფარულთა.
16:13 აღდეგ, უფალო, უსწრვე მათ და დააბრკოლენ იგინი და იჴსენ სული ჩემი უღმრთოთაგან, მახჳლი შენ
16:14 მტერთაგან ჴელისა შენისათა, უფალო, მცირედთაგან ქუეყანით მიმოდაყვენ იგინი ცხორებასა მათსა და საიდუმლოთა შენთაგან, რამეთუ აღივსო მუცელი მათი, განძღეს ჭამადითა და დაუტევეს ნეშტი ყრმათა მათთა,
16:15 ხოლო მე სიმართლითა ვეჩუენო პირსა შენსა, განვძღე გამოჩინებასა დიდებისა შენისასა. დიდებაჲ

ფსალმუნი 17

17:1 დასასრულსა, მონისა უფლისსა დავითისი, რომელნი ჰრქუნა უფალსა სიტყუანი ესე ამის გალობისანი დღესა მას, რომელსა იჴსნა იგი უფალმან ჴელთაგან მტერთა მისთასა და ჴელთაგან საულისთა და თქუა.
17:2 შეგიყუარო შენ, უფალო, ძალო ჩემო, უფალო, დამამტკიცებელო ჩემო და შესავედრებელო ჩემო, და მჴსნელო ჩემო.
17:3 ღმერთი ჩემი მწე ჩემდა და მე ვესავ მას; მფარველი ჩემი და რქაჲ ცხორებისა ჩემისა და ჴელისა ამპყრობელი ჩემი.
17:4 ქებით ვხადო უფალსა და მტერთა ჩემთაგან განვერე.
17:5 გარემომადგეს მე სალმობანი სიკუდილისანი და ღუართა უსჯულოებისათა შემაძრწუნეს მე;
17:6 სალმობათა ჯოჯოხეთისათა მომიცვეს მე და მომეწიფნეს მე მახენი სიკუდილისანი.
17:7 ჭირსა ჩემსა ვხადე უფალსა და ღმრთისა ჩემისა მიმართ ღაღად-ვყავ; შეისმინა ტაძრით წმიდით მისით ჴმისა ჩემისა და ღაღადებაჲ ჩემი მის წინაშე მიიწიოს ყურთა მისთა.
17:8 და იძრა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ და საფუძველნი მთათანი შეშფოთნეს და შეიძრნეს, რამეთუ შეჰრისხდა მათ ღმერთი.
17:9 აჴდა კუამლი რისხვასა მისსა და ცეცხლი პირისა მისისაგან აღატყდეს და ნაკუერცხალნი აღეგზნნეს მისგან.
17:10 და მოდრიკნა ცანი და გარდამოჴდა და ნისლი ქუეშე ფერჴთა მისთა.
17:11 და აღჴდა ქერობინთა ზედა და აფრინდა, და აღფრინდა იგი ფრთეთა ზედა ქართასა.
17:12 და დადვა ბნელი საფარველად მისა ღა გარემოს მისსა საყოფელი მისი, ბნელისა წყალნი ღრუბელთა შინა ჰაერისათა.
17:13 ბრწყინვალებითა მისითა მის წინაშე ღრუბელნი წარვიდეს, სეტყუა და ნაბერწყალი ცეცხლისა.
17:14 და ქუხდა უფალი ცით გამო და მაღალმან მოსცა ჴმაჲ თჳსი.
17:15 მიავლინნა ისარნი და განაბნინა იგინი და ელვანი განამრავლნა და შეაძრწუნნა იგინი.
17:16 და აჩნდეს წყარონი წყალთანი და გამოჩნდეს საფუძველნი სოფლისანი სასტიკებითა შენითა, უფალო, ქარისაგან სულისა რისხვისა შენისა.
17:17 გამოავლინა მაღლით და შემიწყნარა მე და შემიწყნარა მე წყალთაგან მრავალთა.
17:18 მიჴსნეს მე მტერთა ჩემთაგან ძლიერთა და მოძულეთა ჩემთაგან, რამეთუ განძლიერდეს ჩემსა უფროს.
17:19 მომეწიფნეს მე დღესა ჭირისა ჩემისასა და მეყო მე უფალი განმაძლიერებელ ჩემდა.
17:20 და გამომიყვანა მე ფართოდ; მიჴსნეს მე, რამეთუ მინება მე.
17:21 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა მომაგოს მე.
17:22 რამეთუ დავიცვენ გზანი უფლისანი და არა უღმრთო ვიქმენ ღმრთისა ჩემისაგან;
17:23 რამეთუ ყოველნი სამართალნი მისნი წინაშე ჩემსა არიან და სიმართლენი მისნი არა განვიშორენ ჩემგან.
17:24 და ვიყო მე უბიწო მის თანა და დავიცვა მე უშჯულოებისა ჩემისაგან.
17:25 და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ და სიწმიდისაებრ ჴელთა ჩემთასა წინაშე თუალთა მისთა.
17:26 წმიდისა თანა წმიდა იყო და კაცისა უბრალოსა თანა უბრალო იყო,
17:27 და რჩეულისა თანა რჩეული იყო და დრკუსა მისგან განეშორო.
17:28 რამეთუ შენ ერი მდაბალი აცხოვნო და თუალნი ამპარტავანთანი დაამდაბლნე;
17:29 რამეთუ შენ აღმინთო სანთელი ჩემი, უფალო; ღმერთო ჩემო, განმინათლო ბნელი ჩემი;
17:30 რამეთუ შენ მიერ ვიჴსნე მე განსაცდელისაგან და ღმრთისა ჩემისა მიერ გარდავჴდე ზღუდესა.
17:31 ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი და სიტყუანი უფლისანი გამოჴურვებულ; შესავედრებელ არს იგი ყოველთათჳს, რომელნი ესვენ მას.
17:32 რამეთუ ვინ არს ღმერთ უფლისა გარეშე, ანუ ვინ არს ღმერთ, გარნა ღმრთისა ჩუენისა?
17:33 ღმერთი, რომელმან გარეშემარტყა მე ძალი და დადვა უბიწოდ გზაჲ ჩემი;
17:34 განამტკიცნა ფერჴნი ჩემნი ვითარცა ირემთანი და მაღალთა ზედა დამადგინა მე.
17:35 განსწავლენ ჴელნი ჩვმნი ღუაწლსა და ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი.
17:36 და მომეც მე შემწე მაცხოვარებისა და მარჯუენემან შენმან შემიწყნარა მე და სწავლამან შენმან აღმმართა მე სრულიად და მოძღურებამან შენმან ამან განმსწავლოს მე.
17:37 ფართო-ჰყვენ სლვანი ჩემნი ქუეშე ჩემსა და არა მოუძლურდეს ალაგნი ჩემნი.
17:38 ვდევნნე მტერნი ჩემნი და ვეწიო მათ და არა მოვაქციო, ვიდრე არა მოესრულნენ.
17:39 ვაჭირვო მათ და ვერ უძლონ დადგომად და დაეცნენ იგინი ქუეშე ფერჴთა ჩემთა.
17:40 და შთამაცუ მე ძალი ბრძოლასა, შეაბრკოლენ ყოველნი, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, ჩემ ქუეშე.
17:41 და მტერნი ჩემნი მომცენ მეოტად და მოძულენი ჩემნი მოსრენ.
17:42 ღაღადებდეს და არავინ იყო მაცხოვარ უფლისა მიმართ და არა ისმინა მათი.
17:43 და დავაწულილნე იგინი, ვითარცა მტუერი წინაშე პირსა ქარისასა და ვითარცა თიჴაჲ უბნისა დავთრგუნნე იგინი.
17:44 მიჴსნე მე მჴდომისაგან ერისა და დამადგინო მე მთავრად წარმართთა;
17:45 ერმან, რომელ არა ვიცოდე, მმონა მე, მორჩილებითა ყურისათა ისმინა ჩემი;
17:46 შვილნი უცხოთანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთანი განკფდეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან.
17:47 ცხოველ არს უფალი და კურთხეულ არს ღმერთი და ამაღლდინ ღმერთი მაცხოვარებისა ჩემისა.
17:48 ღმერთო, რომელი ეძიებ შურსა ჩემსა, და დაამორჩილენ ერნი ჩემ ქუეშე. მჴსნელო ჩემო მტერთა ჩემთაგან მრისხანეთა
17:49 და მათგან, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა, აღმამაღლო მე და კაცისა უკეთურისაგან მიჴსნე მე.
17:50 ამისთჳს აღგიარო შენ წარმართთა შორის, უფალო, და სახელსა შენსა უგალობდე.
17:51 განადიდე ცხორებაჲ მეფისა და ყოფად წყალობაჲ ცხებულისა მისისა თანა, დავითის თანა და ნათესავისა მისისა თანა უკუნისამდე. დიდება

ღირსი მამაჲ ჩვენი ...
წმიდა მოწამენი ადრ...
ღირსი ანთისა
მოციქულთასწორნი: კ...
ღირსი ანასტასია (+...
მღვდელმოწამე კლიმი...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

8 აგვისტოს გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...