მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა წმ. იოანე ზედაზნელობას
ანგარებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსი ეფრემი


 
დაინიშნა 21.12.2006. წმიდა სინოდის დადგენილებით.
მანამდე ურბნისისა და რუისის ეპარქიის ქოზიფის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (გამრეკელიძე).
ბოლნისის ეპარქია აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი საქართველოს უძველეს ქალაქს - ბოლნისსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება რუსთავისა და მარნეულის, დასავლეთიდან - დმანისის, ჩრდილოეთიდან - მანგლისისა და წალკის ეპარქიები, ხოლო სამხრეთის საზღვარი საქართველო-სომხეთის საზღვარს ემთხვევა. ქვემო ქართლი ეთნიკურ-გეოგრაფიული სახელია საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კურთხისა, რომელიც მდინარე მტკვრის დინების ქვემო მარჯვენა სანაპიროზე ვრცელდება. ეს ვრცელი მხარე ბუნებრივად არის შემოსაზღვრული თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით.
ეპარქიის ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო გზა გადიოდა, რომლის გასწვრივაც უძველესი დროიდან დაწინაურებული და, ამავდროულად, თვითმყოფადი კულტურით გამორჩეული ინტენსიური დასახლებები არსებობდა. ქვემო ქართლი ოდითგანვე ქვეყნის ძლიერების მტკიცე დასაყრდენად მოიაზრებოდა, ამიტომაც მას ქართველი მეფეები ოდითგანვე დიდ ყურადღებას უთმობდნენ. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ეს რეგიონი ქართლის პიტიახშს ემორჩილებოდა. ერთ ხანს (IV ს.) იგი ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. ვახტანგ გორგასლის საეკლესიო რეფორმის დროს 12 საეპისკოპოსოთაგან ოთხის ქვემო ქართლში დაარსება რეგიონის დიდ მნიშნველობას მიანიშნებს: „და დასუა ეპისკოპოსად... ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს, ერთი რუსთავს, ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით". VII-VIII საუკუნეებიდან ქართლში არაბთა დამკვიდრების შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი კუთხეც მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუს ლაშქრობამ ქვემო ქართლს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ეს მხარე თავიდანვე თბილისის საამიროს შემადგენლობაში მოექცა. საამიროს დასუსტების მიუხედავად, საქართველოს სხვა პროვინციებისაგან განსხვავებით, IX საუკუნიდან თბილისთან ერთად მხოლოდ ეს მხარე - მანგლისის ხევი და სამშვილდის ქვეყანა შემორჩა ამირას დაქვემდებარებაში. ამავე დროს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე შეიქმნა კლდეკარის საერისთავო და ტაშირ-ძორაგეტის სამეფო. XI საუკუნიდან თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა და დავით აღმაშენებლის ძლევამოსილმა ომებმა, ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ადრეული ხანის მსხვილი ფეოდალური ერთეულები (გარდაბნის, ანუ ხუნანის და გაჩიანის, ანუ სამშვილდის საერისთავოები) საქართველოს გამაერთიანებელ მეფეთა ხელში მრავალრიცხოვან, მაგრამ მცირე საერისთავო ქვეყნებად დაიშალა. როგორც ცნობილია, ქვეყნის ძნელბედობის გამო, ქვემო ქართლის გარკვეული ნაწილი მცირე ხნით სომხებს ჰქონდათ მიტაცებული. იმ დროისათვის ლორე-ტაშირის მეფეთა საჯდომი ციხე-სიმაგრე სამშვილდე იყო. XI ს-ის მეორე ნახევრიდან ქვემო ქართლში სომეხ ბაგრატიონთა ბატონობას ბოლო მოეღო. დავით აღმაშენებლის მეფობის დროიდან ქვემო ქართლის სამხეთი მხარე კვლავ საქართველოს განუყოფელი ნაწილია. XII-XIII საუკუნეებში აქ გაგისა და ლორეს ქართული სანაპირო საერისთავოები არსებობდა. XIII საუკუნეში მონღოლთაგან დაპყრობილი საქართველო ადმინისტრაციულ ერთეულებად - დუმნებად დაანაწილეს. ქვემო ქართლი მეორე დუმანს შეადგენდა. XIV ს-ის მეორე ნახევრიდან, თურქმანთა ახალი ურდოების შემოსევებმა მთელი ქართლი ააოხრა. სწორედ ამ დროიდნა იწყება ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლა, სათავადოების წარმოქმნა. საქართველომ იმხანად დაკარგა ხუნანის საერისთავო და სახელმწიფო საზღვარმა ქცია-მტკვრის შესაყარზე გადაინაცვლა. უძველესი და უმდიდრესი წარსულის მქონე მხარეში ეკლესია IV საუკუნეში დაფუძნდა. „მოქცევაი ქართლისაის" თანახმად, ბოლნისის ცნობილი ტაძარი IV ს-ის ბოლო წლებში აუგია ელია მთავარეპისკოპოსს. ვახტანგ გორგასალმა ბოლნისის სიონის ტაძარში საეპისკოპოსო საყდარი დააარსა. ვახუშტის ცნობით: „სარკინეთის ხევის დასავლეთით... არს მცირე ქალაქი ბოლნისი. მას ზემოთ ეკლესია დიდი, უგუმბათო ბოლნისისა, რომელი აღაშენა მეფემან ფარსმან და გორგასალ დასუა ეპისკოპოსი". პირველ ბოლნელ ეპისკოპოსად მიჩნეულია დავითი, რომელიც ბოლნისის სიონის აღმოსავლეთი ფასადის წარწერაშია მოხსენიებული. ამდენად, ბოლნისის დამოუკიდებელი და ძალზედ განვრცობილი ეპარქია V ს-ში ჩამოყალიბდა.
ბოლნისის სამღვდელმთავრო ტერიტორია ძალიან მდიდარია V-XVIII საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით. ამ კუთხეში ადრიდანვე ფართოდ იყო გაშლილი მწიგნობრული საქმიანობაც. მრავალთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ცნობილი მწერალი და მქადაგებელი იოანე ბოლნელი. 1917 წ. ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, მრავალმხრივ საინტერესო ისტორიული წარსულის ეპარქიებში ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების გამოცოცხლება ძალზე ნელა, მხოლოდ 70-80-იან წლებში დაიწყო. ძველი ბოლნისის ეპარქია, აგარაკ-წალკის საერთო სახელწოდებით არსებულ ქვემო ქართლის ეპარქიაში იყო გაერთიანებული. ბოლნისი ცალკე ეპარქიად გამოყოფა 1995 წელს წმიდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. იმ დროიდან მას ბოლნისისა და დმანისის ეპარქია ეწოდა. ეპარქიის მწყემსმთავრად მანამდე აგარაკ-წალკის მთავარეპისკოპოსი თადეოზი იქნა განწესებული. 2003 წ. 18 აგვისტოს, ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრებაზე ბოლნისისა და დმანისის ეპარქია გაიყო და მის საფუძველზე ორი სამღვდელმთავრო ჩამოყალიბდა - ბოლნისის ეპარქია და დმანისის ეპარქია. კრებამ ბოლნელ მღვდელმთავრად მთავარეპისკოპოსი თადეოზი დაადგინა. ამჟამად ბოლნისის სამწყსოს განაგებს ეპისკოპოსი იეგუდიელი.
წმიდა ალექსანდრე ...
საზვერეების შესახე...
ზიარება
შვილების მოვალეობა...
წმიდა ბასიანე, ლავ...
პატერიკული მოთხრობ...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

ნათლისღებას გილოცავ

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...