მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




იესო ქრისტე - კაცობრიობის მხსნელი
უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა)



დაბ. 15.02.1961. სოხუმი;
1990 - თბილისის სამხატვრო აკადემია;
28.08.1992 - ბერად აღკვეცა;
02.10.1992 - დიაკვნად კურთხევა;
26.11.1992 - მღვდლად კურთხევა;
1994 - ფოკის მონასტრის წინამძღვარი;
20.04.1995 - ეპისკოპოსი;
2000 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა;
2002 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ბაკურიანისა. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ.სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - გორისა და სამთავისის და ურბნისისა და რუისის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მარგვეთისა და უბისის და ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, სამხრეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები. ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი - ბორჯომის ხეობა. ხეობა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისაგან შედგებოდა. თორის საერისთავო მთათა ბუნებრივ ქვაბულში - ლიხის, ღადოს, ბაკურიანის და თორის - მთებს შორის იყო მოქცეული. შუა-ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშოდ ითვლებოდა და მას თორელთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XII ს. II ნახევრიდან თორელთა ფეოდალური საგვარეულო ფრიად დაწინაურდა და ამ ოჯახის წევრები, როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები) იყვნენ. მათი მმართველობის საერისთავოს საზღვრები ჯავახეთის და სამცხის მნიშვნელოვან ნაწილზეც ვრცელდებოდა. XIII ს-ში მონღოლთაგან ქვეყნის დუმნებად დაყოფისას უკვე მთელი ჯავახეთის გამგებლობა მინდობილი ჰქონდათ თორელებს. მოგვიანებით, თორს სამცხის ათაბაგები, ხოლო XV ს-დან ხეობაში ავალიშვილთა სათავადოს (საავალიშვილო) შექმნის შემდეგ, ეს გვარეულობა მართავდა. ტრადიცია საერისთავოს გამგებლების, თორელების წარმომავლობას წმინდა ანდრია მოციქულის გაქრისტიანებულ პირველ ქართულ საგვარეულოს - სამძივარებს უკავშირებს. წერილობითი წყაროების და წმინდა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სოსანგეთში (აწყური), შემოსული, წმინდა მოციქულის ქადაგებისა და აქაური მთავრის, ქვრივი ქალის სამძივარის გარდაცვლილი შვილის სასწაულებრივი აღდგენის შემდეგ, სამძივართა ოჯახი ქრისტიანობაზე მოექცა და პირველი ეკლესიაც მათ მამულში დაარსდა. საქართველოში დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს წმინდა მოციქულმა ეპისკოპოსი დაუდგინა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც დაუტოვა. აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ გვაუწყებენ საქართველოს ისტორიის უპირველესი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების" თხზულებები. ამდენად, მოციქულებს საქართველოში პირველი სამღვდელმთავრო სამწყსო - აწყურის ეპარქია ისტორიული თორის ტერიტორიაზე დაუარსებიათ. პირველგაქრისტიანებული ქართული ოჯახის მემკვიდრეები კი ამ საერისთავოს ხანგრძლივი დროის მანძილზე მართავდნენ. IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სადგერის ხეობის მოსახლეობაც გაქრისტიანებულა და ამ კუთხეში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობაც დაიწყო. თუმცა იმდროინდელი საღვთისმსახურო მრავალი შენობა-ნაგებობა დროის მსვლელობისა და მტერთა აურაცხელი შემოსევების გამო განადგურებულა. ამ მხარის უძველეს ტაძართაგან აღსანიშნავია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ლიკანის, ჩითახევის, ახალდაბი, დაბის ეკლესიები და სხვ.
წმიდა მოწამენი: დი...
წმიდა ალექსანდრე, ...
მფარველი ანგელოზი ...
წმიდა ალექსანდრე ...
წმინდა ნინოს ღვაწლ...
წმიდანი ოცდაცამეტნ...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გილოცავ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გილოცავ დიდ ხუთშაბათს

დათვალიერება...

მშვიდობა მომეტანოს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

8 აგვისტოს გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე ვახტანგ გორგასალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...