მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




აღდგომა
სიტყვა მიგებების დღესასწაულისა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


მთავარანგელოზობა – წმიდა მთავარანგელოზთა კრება

კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. მთავარანგელოზთა:

გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა.

8 ნოემბერი ძვ.სტ./21 ნოემბერი ახ.სტ.


 

ტროპარი:

ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო, გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე,

რაჲთა მეოხებითა თქუენითა შემზღუდნეთ ჩუენ საფარველითა ფრთეთა თქუენთაჲთა,

და უხორცოსა მის დიდებისა თქუენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაღპყრობით გიღაღადებთ:

ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩუენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

კონდაკი:

მთავარანგელოზნო ღმრთისანო, მსახურნო საღმრთოჲსა მის დიდებისანო,

ანგელოზთა მთავარნო და წინამძღუარნო შეცთომილთანო,

უმჯობესისა ჩუენცა გვიოხენით და დიდსა წყალობასა, უხორცოთა ძალთა ერისმთავარნო.

 

 

მთავარანგელოზობა21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.

 

მთავარანგელოზობის დღესასწაულის შესახებ გვესაუბრება მარტყოფის წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელ და ყოველთა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი:

"დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. რვა რიცხვი კი მიგვანიშნებს უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე "დღესა მერვესა”, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. "რამეთუ მოსვლად არს ძე კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ”.

წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც მან განჭვრიტა და მოგვცა სრულყოფილი სწავლება თავის ნაშრომში "ზეციურ იერარქიის შესახებ” წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე დაყრდნობით.

ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.
საშუალო იერარქიას შეადგენენ : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

ანგელოზთა შესახებ ცნობები წმიდა წერილიდან და წმიდა გარდამოცემიდან გვაქვს. სახარებაში ქრისტეც ბრძანებს: "ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხჰყოთ – ერთი მცირეთა ამათგანი; გეტყვით თქვენ, რამეთუ ანგელოზნი მათი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა”(მათე8,10).
"ანგელოზთა თვისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა”(ფს. 90,14).

ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი. "რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა” – გვამცნობს დავით მეფსალმუნე.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან:

გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა – (დან.8,16;ლუკ.1,26), ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მან ახარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მაცხოვრის ჩასახვის შესახებ. აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის დაბადების შესახებ.

რაფაელი – ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობის ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი – ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი, ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

იეგუდიელი – ღვთის დიდებას ნიშნავს. იგი განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამისა, ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე იეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცებს ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გულმოდგინეებს გვირგვინი ელით.

ვარაქიელი – კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მომცემი და ადამიანებისათვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარაქიელი, ძირითადად, მოწამეებისა და ბერ-მონაზვნების მფარველად ითვლება.

იერომიელი – ღვთისკენ ამაღლებას ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულს აღუძრავს ადამიანებს და ცოდვების დაძლევაში ეხმარება. ხატებზე მთავარანგელოზ იერომიელს სასწორით ხელში გამოსახავენ.

ღირსი ქალწულმოწამე...
უნდა ვიჩქაროთ სიკე...
წმიდა მოწამე ზაქე,...
ღირსი ანთისა იღუმე...
წმიდა ალექსი, საკვ...
შობა – აკაკი წერეთ...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

8 აგვისტოს გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...