მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მზაკვარებისათვის
სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


გიორგობა

წმიდა დიდმოწამე, ძლევაშემოსილი, საკვირველთმოქმედი გიორგის ხსენება

10 ნოემბერი ძვ.სტ./23 ნოემბერი ახ.სტ. (ურმის თვალზე გვემა)

23 აპრილი ძვ.სტ./6 მაისი ახ.სტ. (მოწამებრივი აღსასრული)


 

ტროპარი:

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო,

სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო,

ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი,

ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი:

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა,

გიორგი, და სათნოებათა მჭელეულები შეუკრიბე თავსა თვისსა,

რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე,

და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

 

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

გიორგობა გიორგობის დღესასწაულის და წმიდა გიორგის ღვაწლის შესახებ "ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი ესაუბრა.

მამა გიორგი: წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.

დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.

რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: "ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭეშმარიტება და თქვა, რომ ქრისტიანობა მისი ცხოვრების წესია, რომ უნდა განაშოროს იგი ქრისტეს სარწმუნოებას, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: "რამ განმაშოროს ქრისტეს ჭირმან, ანუ იწროებამან, შიშმან ანუ დევნულებამან,”და ახოვანმა მოღვაწემ თავი მიუშვირა ჯალათის მახვილს.

 

არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა.

დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.

მოგეხსენებათ, რომ წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს მაგრამ წლის განმავლობაში 23 ნოემბერს და 6 მაისს (თარიღები ნაჩვენებია ახალი სტილით) მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
ეს მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველოში წმინდანს განსაკუთრებით სცემენ თაყვანს.

23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. "არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.

წმიდანის წამების შემდეგ, როდესაც მან სული უფალს შეავედრა, ერთ ქალაქში, რომელსაც ლასია ეწოდებოდა, მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, კერპთმსახური, ულმობელი ქრისტიანების მიმართ. მეფე სელინოსს მშვენიერი ასული ჰყავდა.

ქალაქს პატარა ტბა ჰქონდა. ტბის მახლობლად ურჩხული ბინადრობდა, მეფემ მოიწვია ქალაქის მთავრები და ხალხთან კრება გამართა. გადაწყვიტეს, ყოველწელიწადს თითო ოჯახიდან ასული მიეცათ ურჩხულისათვის და ასეც მოხდა. მრავალმა ადამიანმა გაიმეტა მისი ერთადერთი ასული ურჩხულისათვის, რომ მას ქალაქი არ დაენგრია. ბოლოს მეფის ასულზეც მიდგა ჯერი და როდესაც შეწუხებულმა მეფემ ტირილით გააცილა ტბისკენ მისი მშვენიერი ასული, რათა ურჩხული დაუფლებოდა მას, ტბიდან თეთრი ცხენოსანი ჭაბუკი გამოვიდა ლამაზად აღკაზმული მხედარი, რომელსაც თოკით შეკრული ურჩხული წყლიდან გამოყვა და ჭაბუკმა თოკი ასულს გაუწოდა რათა დამარცხებული ურჩხული თავად ასულს მიეყვანა ქალაქში, ხალხის საჩვენებლად და ჭაბუკი გაუჩინარდა. როდესაც მეფემ დაინახა ქალიშვილი დამარცხებულ ურჩხულთან ერთად გაოცებამ შეიპყრო იგი და მთელი ქალაქი. ხოლო როდესაც დაიწყეს ძებნა იმ ახოვანი ჭაბუკისა, რომელსაც ეს დიდი გმირობა ჩაედინა, მაშინ ერთ-ერთ ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე ამოიცნეს ის ჭაბუკი, წმიდა გიორგი.

წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული. საგულისხმოა წმინდა გიორგის უკანასკნელი ლოცვა ქრისტესადმი, იგივე თხოვნა და ანდერძი, სადაც ის მაცხოვარს თხოვს: "შემხებელი ჩემს ნაწილზე, სარწმუნოებით განკურნე და თითოეული ნაწილი ძვლისა ჩემისანი ჰკურნავდეს სარწმუნოებით შემხებელ სნეულს”. და ეს მართლაც, რომ ასე ხდება. მრავალი ადამიანი განკურნებულა წმინდანის ნაწილთა შეხებით.

ღირსი ბარლაამ და ი...
უფლის ტაძრად მიყვა...
შობა – აკაკი წერეთ...
წმიდა მოწამენი: ბი...
ღირსი ანასტასი, სი...
წმიდა მოწამენი დიო...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

გილოცავ მთავარანგელოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...