მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა
მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმიდა შიო მღვიმელი

ტროპარი: სიყრმითგან ფრთოვან ქმნილმან, სათნოებითა წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, ღმერთ შემოსილო, და სასწაულთა, ღმრთისა მიერ მოცემულთა, ივღწიდ ქართველთა ერსა, ვინაცა მხედველნი შენ შორის მადლთა სულიერთა, ვადიდებთ შემოქმედსა, ღირსო შიო, და აწ ძვალნი შენნი შიშველნი, მღვიმით ქვეშე ქვეყანით, ფრთე მაღლობით აღმოიწევის სიმაღლედ, მეოხად მორწმუნეთა და კურნებად სულთა ჩვენთა.

კონდაკი:ცხოვრება შენი ღმრთის-მსახურებით წარმართე, და ჯვრისა აღმღებელმან, დაუტევე ყოველივე სოფლისა, უდაბნოსა შეუნიერებაო შიო, ვინა ვითარცა ცხოველსა გხადით ერი ქართველთა, და ნაწილთა შენთა მღვიმით აღმოსრულთა სურვილით შევიტკბობთ, მამაო, ნუ დააცადებ ოხასა ჩუენ-თვის.

 

ღირსი შიო მღვიმელი (VI)

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს", შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო.

შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე, და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის (ხსენება 20 ივლისს) მსგავსად ფრინველები უზიდავდნენ საზრდელს.

შიომღვიმის მონასტერი

ერთხელ, მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ, განთიადისას, მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმიდა შიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმიდა ქალწულმა განსაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმიდა ბერს და საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო.

ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი ევაგრე (ხსენება 4 თებერვალს), აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მოდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირს ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მიიღეს მისგან კურთხევა. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისაგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ". მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული (ხსენება 30 ნოემბერს) სახარება შესწირა.

როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

წმიდა შიო მღვიმელის საფლავი

წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა - ამის შემდეგ ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა".

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

 

მამა შიოს სასწაულები

მამა შიო, ნიშნად მონასტრის ძმობასა და, საზოგადოდ, ქართველებთან მარადმყოფობისა, ყოველ ყველიერის ხუთშაბათს, თავისი ხსენების დღეს, სასწაულს მოუვლენდა ერს - ძვალნი მისნი თავისით ამოიწეოდნენ და ეკლესიაში დაბრძანდებოდნენ ხოლმე. ერთხელ შაჰ-აბასმა თავისი ტყვის, ამილახვრის ქალის, გული რომ მოეგო, ბრძანა და მისი საყვარელი წმინდანის, ღირსი შიოს, ძვალნი სპარსეთში წააღებინა. ამის გამო დიდი უბედურება დაატყდა სპარსეთს - ჭირი, შიმშილი, გვალვა, სიბერწე ქალისა თუ პირუტყვისა... სამი წლის რისხვის შემდეგ წმინდა შიო ერთ მოლას გამოეცხადა და უბრძანა, მისი წმინდა ნაწილები უკანვე დაებრუნებინთ. შეშინებულმა შაჰმა ოქროს საცხედრეში ჩააბრძანა წმინდანის ნაწილები და განთავისუფლებულ ამილახვრის ქალთან ერთად საქართველოში გამოაგზავნა.

1735 წელს, შიოობას, ტაძარში ღირსი მამის სამი ნაწილი ამოსულა: თავი და ორი მკლავი. მანამდე ამდენი ნაწილი ერთდროულად არასოდეს ამოსულიყო. გაუკვირდათ ქართველებს... იმ წელს გარდაიცვალა კათოლიკოსი ბესარიონი. იმავე წელს ნადირ-შაჰმა დაარბია მონასტერი და წმინდა მამის განსასვენებელი დაანგრია. ამის შემდეგ ეს დიდი სასწაული აღარ აღსრულებულა, თუმცა ამბობენ, რომ ერთხელ, 1917 წელს, შიოობას, ამობრძანებულა ღირსი მამის თავი. ეტყობა, მამა შიომ დიდი განსაცდელის წინ გააფრთხილა და განამხნევა ქართველობა.

† † †

ბოლო დროს, როგორც შიომღვიმელი მამები ამბობენ, მამა შიოს სასწაულები ძალზე მომრავლებულა.

ერთხელ შიომღვიმეში ვინმე კაცთაგან შევიწროებული ასულა. საღამო ყოფილა და წინამძღვარს მავედრებელი წმინდა შიოს მღვიმის მოსალოცად გაუგზავნია. მომლოცველი მარტო, ხელის ცეცებით ჩასულა გამოქვაბულში და მიწაზე დამხობილა, რათა წმინდანის საფლავისთვის (მღვიმეში მამა შიოს პირობითი საფლავის ქვა დევს, მიწის ზედაპირდან ნახევარ მეტრზე ამოწეული) ეცა თაყვანი, მაგრამ ქვა ვერ იპოვა. იატაკზე დაწოლილა და ტრიალი დაუწყია, ქვა რომ ეპოვა, მაგრამ ამაოდ. კაცს ძალზე შეშინებია. უეცრად მის წინ ნათლით შემოსილი წმინდა შიო აღმართულა, რომელსაც დაუმშვიდებია, უნუგეშებია იგი და ეკლესიური ცხოვრებისკენ მოუწოდებია. გამოცხადება დასრულდადა კაცმაც უმალვე იპოვა საფლავის ქვა...

† † †

ერთ იმერელ ქალს, სნეულებისგან ლოგინად ჩავარდნილს, ძილში წმინდა შიო გამოსცხადებია და უთქვამს, მოდი ჩემთან და განიკურნებიო. ქალი ტაქსით ამოსულა, მანქანა გაუშვია, საღამომდე ულოცია წმინდა მამის საფლავთან, მიმწუხრისას კი, უკვე განკურნებული, საკუთარი ფეხით დასდგომია მცხეთის გზას. როცა მეორედ მისულა მონასტერში, უთქვამს, ქალაქამდე მამა შიომ ჩამაცილა და მითხრა, აღარ იავადმყოფებო...

† † †

ერთ ებრაელს შეუტყვია მამა შიოს სასწაულების ამბავი, ამერიკაში დაბრუნებულს ახლობელი სნეულებისგან დავარდნილი დახვედრია. უფიქრია, ნეტავ წმინდა შიო მასაც შეეწიოსო. ფიქრი არც კი დაესრულებინა, რომ ავადმყოფი ფეხზე წამომდგარა. ამას ისე შეუძრავს ებრაელი, რომ ქრისტეს რჯულზე მოქცეულა.

† † †

ღირსი მამა განსკუთრებით უშვილოებს შეეწევა. ერთ ცოლ-ქმარს შვილი შვიდი წელი არ ჰყავდა. მთელი საქართველო მოილოცეს, წმინდა მიწაზე, იერუსალიმში, შეკვეთილი წირვა დააყენეს, მაგრამ შვილიერებას ვერ ეღირსნენ. მერე კი წმინდა შიოს საფლავი მოინახულეს, ილოცეს და მესამე დღეს პატარა ჩაისახა...

რუსეთში მცხოვრებ ქართველ ცოლქმარს თხუთმეტი წელი არ შესძენია მემკვიდრე. მათ ახლობლებს მამა შიოს მღვიმეში ულოციათ მათთვის. ცოტა ხნის შემდეგ რუსეთიდან დაურეკავთ და უხარებიათ, პატარას ველითო. მათ არც კი იცოდნენ ვინ გამოითხოვა ღვთისგან მათი შვილიერება.


ჟურნალი „კარიბჭე"

იესო,ფილმი გადაღებ...
წმიდანი ბარსისე და...
მღვდელმოწამე მარკე...
წმიდა მოციქულთასწო...
რატომ აცხობენ ბარბ...
აღსარება

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქეთევან დედოფალი

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ნათლისღებას გილოცავ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა იოანე ნათლისმცემელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...