მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა მიგებების დღესასწაულისა
მოძღვრება დიდის მარხვის მეოთხესა კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე მოძღვრება პეტრე პავლობასა ზედა

მოიხსენენით წინამძღვარნი იგი თქვენნი რომელნი
გეტყოდეს თქვენ სიტყვათა მათ ღმრთისათა:
და ჰხედვიდით გამოსვლასა მას ცხორებისა მათისასა,
და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა. (ებრ.13, 7).

წმიდა მოციქული პავლე, სიტყვათა ამათ შინა, მოგვიწოდებს ჩვენ, ქრისტიანეთა, რათა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა მათ, რომელთაგან მიგვიღია და გვისწავლია სიტყვა ღვთისა, და უყურებდეთ განსვლასა, ანუ აღსასრულსა მათისა ცხოვრებისასა, ესე იგი რანაირად გაუტარებიათ მათ თვისი ცხოვრება, და ვბაძევდეთ, ანუ ვემსგავსებოდეთ მათ სარწმუნოებითა.

დღეს ვართ ჩვენ აღმასრულებელნი ამის მცნებისა, მაგრამ არა სრულიად, არამედ ერთის მხრით. დღეს მისთვის შევიკრიბენით ჩვენ, რათა აღვასრულოთ ხსენება თვით წმიდისა მის პავლე მოციქულისა, რომელმა მოგვცა ეს მცნება, და მისისა ამხანაგისა და ტოლისა, წმიდა მოციქულისა პეტრესი. მაგრამ დღეს მხოლოდ სიტყვით და გონებით ვყოფთ მათსა ხსენებასა, ვაქებთ, ვადიდებთ, ნეტარ-ვყოფთ მათსა ხსენებასა, და მეოხად ჩვენთვის ღვთის წინაშე ვადგენთ მათ. გარნა ესრეთი ხსენება საკმაო არ არის. წმიდა მოციქული პავლე მოითხოვს ჩვენგან, არა თუ მხოლოდ სიტყვითა მოვიხსენებდეთ წინამძღვართა ჩვენთა, არამედ საქმითა: მოიხსენენით წინამძღვარნი, და ჰბაძევდით მათსა სარწმუნოებასა, ესე იგი გაიხსოვნეთ იგინი, მათი შრომა, მათი სარწმუნოება, და ჰბაძვიდით მათო.

უმთავრესი და თითქმის მხოლოდ ერთი მათი საქმე და შრომა, იყო გავრცელება კაცთა შორის ქრისტეს სჯულისა, მისი სახარებისა. ამ საქმისათვის ჰქონდათ მათ თავი გადადებული, ამ საქმეს შესწირეს მათ თვისი ღონე და ცხოვრება:ჩვენც ამ საქმეში უნდა ვბაძავდეთ მათ. ყოველ ქრისტიანე კაცს აქვს მოვალეობა, შეეწიოს ქრისტეს სახარების გავრცელებასა ქვეყანასა ზედა. თუმცა პეტრემ და პავლემ და სხვათა მოციქულთა და წმიდათა მამათა, მრავალნი საკვირველნი ღვაწლნი და შრომანი მიიღეს თავის თავზე, ყოველ თესლებს უქადაგეს: ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი, მაგრამ ეს საქმე ჯერაც არ არის გათავებული, ახლაც უმრავლესი ნაწილი კაცობრიობის ნათესავისა, ესე იგი დედამიწაზე რაოდენიც არიან მცხოვრებნი, სხვა ტომნი რომ დავთვალოთ, ისე გამოვა, რომ ათ კაცში ერთი არის მონათლული, ქრისტიანე, და დანარჩენთა შორის უმეტესი ნაწილი ახლაც კერპთმსაურნი არიან, ესე იგი მრავალ-ღმერთების თაყვანის მცემელნი. მაშასადამე, ყოველი ქრისტიანე კაცი ახლაც უნდა ცდილობდეს ყოველი ღონისძიებით იესო ქრისტეს სახარების გავრცელებასა კაცთა შორის. ეს მოვალეობა ეკუთვნის არა მხოლოდ სამღვდელოთა პირთა, ტრაპეზის მსახურთა, არამედ საზოგადოდ ყოველსა ქრისტიანესა. წმიდა მოციქული პავლე ყოველს კაცს ეუბნება: მოიხსენენით წინამძღვარნი თქვენნი და ჰბაძევდით მათ.

როგორ და რით უნდა შეეწიოს ერის კაცი ქრისტეს სჯულის გავრცელებას? - რითაც შეუძლია, რაც ღონე მისცა ღმერთმა. თუ კი მართლა გიყვარს, ძმაო, შენი სჯული, თვით იგი სიყვარული და ერთგულება დაგარიგებს შენ, როგორ უნდა მოიქცე და რა სახით უნდა შეეწიო ღვთის სასუფევლის გავრცელებასა ქვეყანასა ზედა. რასაკვირველია, ყოველს კაცს არ შეუძლია წავიდეს სხვა ქვეყანაში და იქადაგოს ქრისტიანობა; მაგრამ რა საჭიროა შორს წასვლა! მახლობლად შენდა არიან მრავალნი, რომელთა არ მიუღიათ ჯერად სიტყვა ღვთისა: იმოქმედე მათზედა, რომ მოიქცენ და მოინათლონ. გარნა მათგანიცა, რომელნიც მონათლულნი არიან და ქრისტიანად უწოდებენ თავის თავს, მრავალნი არიან სახელით, და არა საქმით ქრისტიანენი. ადვილად შეგიძლია იმოქმედო მათზედა და განამტკიცო იგინი. თუ სიტყვიერად არ შეგიძლია ამ საქმის აღსრულება, ნაყოფისაგან შენისა შესწირე რამე ამ საქმეს. მოეხმარე ფულით, ანუ ნივთის რამის შეწირვით მათ, რომელნი შრომობენ და ჰქადაგებენ ქრისტეს სახარებასა ურწმუნოთა შორის. ბოლოს, თუ არც ეს შეგიძლია, ერთი საქმე მაინც შეგიძლია, და იმაზედ უარს ვეღარ იტყვი. შენ თავს მაინც კარგად მოუარე, შენ გულში და სულში გაავრცელე და გაამაგრე ქრისტეს სახარება, რომ შენ მაინც იყო ჭეშმარიტი, საქმიანი ქრისტიანე. ესეც დიდი რამე იქნება! ნეტაი ამას მაინც აღასრულებდენ ყოველნი მონათლულნი ქრისტიანენი! მაშინ ქრისტიანობა ფრიად განმტკიცდებოდა და თავის თავად გავრცელდებოდა ქვეყანასა ზედა. ამინ.

ღირსი ალიპი მესვეტ...
დედის ლოცვა
წმიდა მოწამე ანასტ...
დედის წყევლა
კეთილმორწმუნენი მთ...
ფსალმუნნი საქმეა ა...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

გილოცავ დიდ ხუთშაბათს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ანა წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...