მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მშვიდობა ოჯახიდან იწყება
სიტყვა მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა, თქმული ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა პეტრე-პავლობის დღეს

ყოველსა ქვეყანასა განჰხდა ხმა მათი და კიდეთა
სოფლისათა სიტყვანი მათნი.

რისთვის დააწესა, ძმანო ქრისტიანენო, წმიდამან ეკლესიამან ესრეთი დღესასწაულობითი ხსენება წმიდათა მთავართა მოციქულთა, პეტრესი და პავლესი? უეჭველია მისთვის, რათა, პირველად, შეძლებისამებრ ჩვენისა შევსწიროთ მათ ქება და გადაუხადოთ მადლობა დიდისა და გამოუთქმელისა სიკეთისა და ქველის-მოქმედებისათვის, რომელი მათგან მიიღო ყოველმან ნათესავმან ქრისტიანეთამან; მეორედ, მისთვის, რათა ჩვენ, ქრისტიანენი, გავიხსოვნებდეთ მათსა ცხოვრებასა და მათთა საქმეთა და იქითგან მივიღებდეთ სულიერსა სწავლასა და აღშენებასა. პირველსა მოვალეობასა, ესე იგი, ქებისა და მადლობის შეწირვასა თვით წმიდა ეკკლესია აღუსრულებს მით, რომელ გუშინ და დღეს მწუხრზე, ცისკარზე, წირვაზე წაიკითხავს და წარმოსთქვამს გალობით სასმენელად ჩვენდა მრავალთა ლოცვათა და საგალობელთა, რომელთა შინა აღწერს მათთა საკვირველთა საქმეთა. გაგვახსოვნებს ჩვენ მათსა მოღვაწებასა, მოთმინებასა, სასწაულთა, სწავლათა და სხვათა მათთა მოთმინებათა. მეორე მოვალეობა, ესე იგი, სწავლისა და ნუგეშისა მიღება მათითა მაგალითითა ახლა უნდა აღვასრულოთ ჩვენ სიტყვითა ამით. რომელსა სწავლასა გვაძლევს ჩვენ წარმოდგენა მათისა ცხოვრებისა და მათთა საქმეთა? ცხოვრება მათი არის განუზომელი და საქმენი მათნი აურაცხელნი, ვითარცა ზღვა; არ შეუძლია კაცსა მოკლედ აღწეროს ყოველნი მათნი საქმენი; გარნა ჩვენ მივაქციოთ ყურადღება მხოლოდ რომელთამე უმთავრესთა მათთა საქმეთა და თვისებათა.

პირველად, წარმოიდგინე, ძმაო, რა დიდი და გამოუთქმელი საქმე აღასრულეს ორთა ამათ პირთა, პეტრემ და პავლემ; ესრეთი დიდი საქმე, რომელ წმიდამან დავით წინასწარმეტყველმან სულითა წმიდითა წინასწარვე სთქვა მათთვის: ყოველსა ქვეყანასა ზედა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი; მეორე მხრით წარმოიდგინე, ვინ იყვნენ იგინი, რა სახით და რომლის საშვალობით შეძლეს მათ მოქცევა და დამორჩილება მრთელისა ქვეყნის ქრისტე იესოსსა და აქეთგან ისწავე, თუ რა შეუძლია მადლსა ქრისტესსა, თუ ვითარითა სუსტითა ჭურჭლითა იგი იქმს დიდთა ძალთა და სასწაულთა ქვეყანასა ზედა. ვინ იყო პეტრე, ვინ იყო პავლე? იგინი იყვნენ უბრალონი, საწყალნი, ღარიბნი ებრაელნი. რა ჰქმნეს ამ ორთა პირთა? ისრეთი დიდი საქმე და სასწაული მოახდინეს, რომელიც არცა მძლავრთა და დიდებულთა მეფეთა შეეძლოთ; ისრეთი სახსოვარი დასტოვეს ქვეყანასა ზედა, რომელი არაოდეს არ განქარდების, ვიდრემდის ქვეყანა სდგას. აქ არ შეგვიძლია, ძმანო ქრისტიანენო, არ მოვიყვანოთ ჩვენ წმიდისა იოანე ოქროპირისაგან ერთი საკვირველი მოკლე სიტყვა. აღწერს რა იგი დიდებასა წმიდათა მოციქულთასა, ერთს თავის სიტყვაში ესრეთ ეტყვის მსმენელსა: წარმოიდგინე ცხოვლათ, რომ ერთი ვიღაც ღარიბი კაცი გამოვიდა ერთი ქალაქიდან და დაადგა დიდსა შარა გზასა. ერთ ხელში უჭირავს ჯოხი, მეორე ხელში მცირე პარკით მიაქვს ორი ანუ სამი წიგნი. მოდი, მივიდეთ და ვკითხოთ, ვინ არის ან სად მიდის ეს კაცი. მე მრქვია პეტრე, გვეტყვის იგი; მივალ რომის ქალაქში. რომის ქალაქი უნდა ავიღო და დავიმორჩილო. როდესაც ამას გაიგონებ, გეგონება ამ კაცს ან სძინავს, ან თავის ჭკუაზე არ არისო. როგორ დაიმორჩილებ შენ რომის ქალაქს? ვკითხოთ მას, იგი მთელი ქვეყნის მბრძანებელი ქალაქი არის, სად გყავს ლაშქარი, სად არიან იარაღნი შენნი, სად არის ვერცხლი და ოქრო შენი? იესო ქრისტეს სახელი და სახარება - აჰა ჩემი ლაშქარი და იარაღი, გვიპასუხებს იგი, მართლა, მცირე ხანიც არ გავა, გამოვიდა ხმა, რომ მეთევზე ესე და მისი ამხანაგი პავლე შევლენ რომს და იწყებენ იქ ქადაგებასა და სწავლასა, და დიდი იგი ქვეყნის დამმარცხებელი და დამმორჩილებელი ქალაქი, რომი, დაემორჩილა სიტყვათა უბრალოთა მეთევზეთა და მუხლ-მოდრეკილი თაყვანსა-სცემს მათგან ქადაგებულსა ჯვარცმულსა იესოსა. აჰა, ძმანო, სასწაული დიდი და გამოუთქმელი! აქეთგან იცან, რა ძალი აქვს ქრისტეს სახელსა, იცან, რომ სჯული ქრისტესი არის ზეცითგან მოვლინებული ჭეშმარიტი და ღვთაებრივი. აქეთგან მიიღე დიდი და გამოუთქმელი ნეგეში, ვინაითგან ღმერთმან ესეთი აღუწერელი ბედნიერება მოგცა, რომელ შენ აღიარებ ამა მხოლოსა და ჭეშმარიტსა სჯულსა და გაქვს სასოება, მისგან მიიღო განათლება და ცხოვნება. ეს არის პირველი სწავლა, რომელსა მოგვცემს ჩვენ აწინდელი დღესასწაული.

მეორე სწავლა და ნუგეში მივიღოთ მით, რომ წარმოვიდგინოთ თვით საკუთარი ხასიათი ორთა ამათ საღმრთოთა მოციქულთა. რომელი იყო საკუთარი ხასიათი და თვისება მათი? ორნი ესენი საღმრთონი თავნი მოციქულთანი, პეტრე და პავლე, არიან წარმომადგენელნი და ცხოველი ხატნი ორთა უმთავრესთა ქრისტიანეთა სათნოებათა: პეტრე სარწმუნოებისა, პავლე სიყვარულისა. პეტრეს თვით მაცხოვარმან უწოდა კლდედ, ვითარცა გვესმა დღეს წარკითხული სახარებითგან: შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. ესე იგი, შენსა სარწმუნოებასა ზედა აღვაშენებ მე ეკკლესიასა ჩემსა, რომელსა ძალნი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ესრეთი სარწმუნეობა ჰქონდა პეტრესა და ესრეთი აღთქმა მიიღო მან. აქეთგან ისწავე, ძმაო, რა დიდი ძალა აქვს სარწმუნოებასა და ვითარი მტკიცე და შეურყეველი სარწმუნოება უნდა ჰქონდეს კაცსა ქრისტიანესა.

პავლეს გული იყო უფსკრული სიყვარულისა. არცა ერთმა საღმრთომან მწერალმან ისრეთ არ აღგვიხსნა და არ აღწერა, რა ძალა აქვს ქრისტიანულსა სიყვარულსა, ვითარცა საღმრთომან პავლემ. ყოველი ქვეყნის ენები რომ ვიცოდეთო და თვით ანგელოზების ლაპარაკი რომ გვესმოდესო, თუ სიყვარული არა გვაქვსო, არა რას გვარგებსო; წინასწარ-მეტყველნი რომ ვიყოთო და ყოველი საიდუმლო და ყოველი მეცნიერება ვიცოდეთო, სარწმუნოებაც რომ გვქონდეს იმ ზომისა, რომ მთას უბრძანოთო და გარდავიდესო თავის ადგილთაგან, თუ ამასთანავე სიყვარულიც არა გვაქვსო, არა რაი ვართო. ბოლოს, ყოველი მონაგები ჩვენი რომ მივსცეთო გლახაკსა, და თვით ხორცნი ჩვენნი მივსცეთო დასაწველათ და სიყვარული კი არ გვქონდეს, არა რაი სარგებელ არსო ჩვენდა. აჰა ვითართა ძლიერთა სიტყვათა შინა აღწერა მოციქულმა პავლემ სიყვარული. უეჭველია, თვით მას ჰქონდა გულში. თვით იგი გრძნობდა ესრეთსა სიყვარულსა, თორემ ვერ აღწერდა ამ სახით. აქეთგან შენცა ისწავე, ძმაო, რა არს სიყვარული და ეცადე შეძენა მისი ყოვლითა შენითა ღონისძიებითა. უკეთუ ეს ორი სურვილი, ესე იგი სარწმუნოებისა და სიყვარულისა შეძენა გაჰჩნდა, ვითარცა ნაპერწკალი შენს გულში, დღევანდელი დღე არ იქმნება შენთვის უსარგებლოდ დაკარგული, არამედ მოგცემს შენ დიდსა სულიერსა სარგებლობასა, რომელიც და აღასრულოს უფალმან იესო ქრისტემან მეოხებითა წმიდათა საყვარელთა თვისთა მოციქულთა მთავართა პეტრე და პავლესა. ამინ.

წმიდა ალექსანდრე ...
წმიდა მოციქულნი: ს...
კეთილმორწმუნენი მთ...
ღირსი აფრაატი (+37...
სანთლის დანიშნულებ...
რუსების გალობა მამ...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ დიდ ხუთშაბათს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...