მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




აქებდით ღმერთსა მეცნიერებით
ადამიანის გულისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


პარაკლისი წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ჩვენისა ნინოსი

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, შეგვიწყალენ ჩვენ. ამინ.

დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-ჯერ).

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო მოიხილენ და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ).

დიდება..., აწ და...

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (12-ჯერ).

დიდება..., აწ და...

მოვედით, თაყვანის-ვსცეთ მეუფესა ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა და ჩვენსა ღმერთსა.
მოვედით თაყვანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თვით ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩვენსა.

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა და ნუ შეხვალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ სდევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქვეყნად ცხოვრებაჲ ჩემი, დამსვა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკვდარი საუკუნოჲ, და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთა და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი და სული ჩემი, ვითარცა ქვეყანა ურწყული შენდამი. მსთვად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა. ნუ გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაჲ შენი, რამეთუ მე შენ გესავ. მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რათა ვჰყო ნებაჲ შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი, და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაჲ შენი ვარ.

დიდება... აწდა...

ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენდა ღმერთო (3-ჯერ).

ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

მუხლი 1. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობა მისი.
მუხლი 2. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისაჲთა ვერეოდი მათ.
მუხლი 3. არა მოვკუდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქუნე მე საქმენი უფლისანი.
მუხლი 4. ლოდი, რომელ შეურაცხჰყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თვალთა ჩვენთა.

ტროპარი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

დიდება.., იგივე. აწდა..

არა სადა დავსდუმნეთ ღვთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გუფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოებაჲ ჩემი. უფროჲს განმბანე მე უსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდუათა ჩემთაგან განმწმიდე მე, რამეთუ უსჯულოებაჲ ჩემი მე უწყი და ცოდვა ჩემი წიმაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენს წინაშე ვჰყავ, რათა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო სჯასა შენსა. რამეთუ ესერა უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდუათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან, რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაჲ შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე, მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე, მასმინო მე გალობაჲ და სიხარული და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდუათა ჩემთაგან და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან, მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისაჲთა დამამტკიცე მე. ვასწავლნე უსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო, ცხოვრებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაჲ ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა, რამეთუ უკეთუმცა გენება მსხუერპლი შემცა მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს, მსხუერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღაშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისაჲ, შესაწირავი და ყოვლადდასაწუელი, მაშინ შესწირენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

გალობა წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინოჲსი, ჴმა ,

გალობა ა

ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ჴმელსა განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისაჲთა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

უწყი ტრფიალებაჲ სულისა ჩემისაჲ და სურვილი შენდა მომართ დაუპყრობელი, ნინო, მიითუალე სავედრებელი გალობაჲ ჩუენი და მეოხ გუექმენ ქრისტეს მიმართ.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარცა მოგიღებიეს ღვთისაგან კადნიერებაჲ მეოხებად ცოდვილთა, წმიდაო, აწცა გევედრები, რათა გვიხსნენ ცოდვათა ჩუენთა პატიჟთაგან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ლიტანიობითნი ლოცვანი ჩუენნი შეიწირენ და შესწირე წინაშე მეუფისა შენისა ქრისტესსა, ღმერთშემოსილო ნინო, დიდებულო და გვიხსნენ ლოცვითა შენითა განსაცდელთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღვთისმშობელო დედოფალო, სასოო ყოველთა განწირულთაო, მოგვხედენ წყალობით მონათა შენთა და რისხვა ღვთისა თანაწარგუხადენ ცოდუათა ჩვენთა მიერ აღძრული ჩუენზედა.

 

გალობა გ, ძლისპირი

შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

შენ დიდებულო ნინო, ქრისტესგან მოგიღებიეს მადლი ეშმაკთა ოტებად და უძლურთა კურნებად, ჩუენცა მავედრებელთა შენთა თანა-წარგუჴადენ განსაცდელნი ეშმაკისა მიერ აღძრულნი, რამეთუ შენ ხარ სასოჲ ჩუენი.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჰოჲ, დიდებულო ნინო, ვიდრეღა იყავ სოფელსა შინა, სასწაულთა მიერ შენთა ურიცხუნი სცხოვნდებოდეს და აწ გევედრებით, სამწყსო შენი იჴსნენ ყოველთა ჭირთაგან მოწევნულთა და მოწევნადთა, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ დიდი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა მოციქულსა მოგიღებიეს კადნიერებაჲ წინაშე ქრისტეს ღვთისა, ყოვლად სანატრელო ნინო, ნუ დამივიწყებ ჩუენ, რომელნი ესე შევრდომით ხატსა შენსა წმიდასა თაყვანის-ვსცემთ, ვითარ შენ პირმშოსა სახესა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოჲ, დედაო ღუთისაო, სალხინებელო ყოველთა ცოდვილთაო, შენ განმიღე ჩუენ კარი წყალობისა შენისაჲ და მწუხარებანი ჩუენნი სიხარულად შესცუალენ, კურთხეულო, ვითარცა ხარ მხიარულება ყოვლისა სოფლისა, მიმადლებულო.

 

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლევლისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლად-ქებულო ღუთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

წარდგომა, ჴმა ა

გიხაროდენ, რომელი ჰბრწყინავ მოციქულთა თანა, ნეტარო ნინო, რამეთუ სწორად მათსა იღუაწე და სწორი გჳრგჳნი მათ თანა მოიღე. ვითარცა პირველ მოსე მთასა ზედა სინასა სჯული მოიღო, ეგრეთვე შენ ლოცვითა მოიხუენ ღმრთისაგან ათნი მცნებანი და ბრძანებით მოივლინე ქალაქად სამეუფოდ მცხეთად, რათა უქადაგო მათ ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი იშვა ქალწულისაგან და აწ მას ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ.

 

გალობა დ, ძლისპირი

მესმა უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა მათ შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღუთაებაჲ შენი.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარ იგი აცხოვნე დედოფალი სენთაგან ფიცხელთა დაცემული, ეგრეთვე ჩუენცა თანა-წარგუჴადენ ჭირნი, ჰოჲ შემწეო ჩუენო, ნინო ნეტარო.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარ იგი პირველ მოწაფე ლოცვათა შენთა ძალითა განათლდა, ჩუენნიცა გულნი განანათლენ, ნინო, რამეთუ ოხათა შენთა მოსავ ვართ.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარ იგი ძე ქურივისა მომკუდარი აღადგინე ლოცვითა, ჩუენცა აღგუადგინენ, ჰოჲ ნინო, მწუხარებათაგან დაღონებულნი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელმან გჳშევ მეუფ ტკბილი, სახიერი და ძვირუხსენებელი ყრმაჲ, ღვთისმშობელო ღირსო, აწცა მოწყალე ჰყავ იგი ჩუენ-ზედა.

 

გალობა ე, ძლისპირი

განგვანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაჲ შენი ზეცით მომეც ჩუენ კაცთმოყვარე.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

განმანათლებელ ბნელსა შინა მყოფთა გუექმენ, ნინო ნეტარო და შენ მიერ ცხოვნებულნი გიგალობთ, ვითარ მხურვალესა შუამდგომელსა.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარ იგი ბრმანი განანათლენ ლოცვითა, აწ ეგრეთვე ჩუენცა მწუხარებისა სიბნელე განგუძარცუენ, ნინო, საკჳრველებათა საკჳრველო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა იგი მკელობელი ჴელისდადებითა განჰკურნე, აწ ჩუენცა აღგუმართენ დაცემათაგან, ნინო, რომელნი გევედრებით მხურვალედ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განგვანათლენ ჩუენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, რომელმან მჭმუნვარება იგი ევაჲსი დახსენ და მოგვეც წყალობაჲ შენი მვედრებელთა შენთა.

 

გალობა ვ, ძლისპირი

მომიტევენ, სახიერო, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ, ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მოგავლინა შენ ღმერთმან ქართველთა მნათობად, დიდებულო ნინო, სამწყსოსა ჰფარევდ ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკთა საცთურთათა.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ვითარ იგი შეჰმუსრენ არმაზის კერპი საძაგელი, ეგრეთვე აწ შეჰმუსრენ მტერნი ჩუენნი მართლუკუნ და ლოცვათა მათ შენთა მეხისტეხითა დასწუენ, ჰოჲ სანატრელო ნინო.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა იგი განჰჴადე ეშმაკთა გუნდი სამწყსოჲთ შენით, აწცა თანა-წარგუჴადენ მზაკუვარებანი მათნი, ჰოჲ დიდებულო ნინო და მათ მიერნი განსაცდელნი წარჰჴადენ ჩუენგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა განწირულთაო, ცოდვილნი გიღაღადებთ, მოწყალე ჰყავ ძე შენი ჩუენზედა და დააცხურენ მწუხარებათა ურვანი, დიდებულო.

 

გჳჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღვთისა შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლად-ქებულო ღუთისმშობელო და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

კონდაკი ჴმა ბ

მოციქული ქრისტესაგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღუთისა განსწავლული, მახარებელი ცხოვრებისა, წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღუთისა საკუთარი მოწაფე ნინო შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოჲთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.

 

სახარება მათესი

და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არა-წმიდათა, რათა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა. ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად სჳმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრია, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და იოანე, ძმაჲ მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს. სჳმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა იგი. ესე ათორმეტნი წარავლინნა იესო, ამცნო მათ და ჰრქუა, გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეჰხუალთ, არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაილისათა. და მირახჳდეთ, ჰქადაგებდით და იტყოდეთ, მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით, კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით. უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ მისცემდით.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მეოხებითა მოციქულთა სწორისა დედისა ჩუენისა ნინოჲსითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მეოხებითა წმიდისა ღუთისმშობელისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღჴოცე უსჯულოება ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

ნუ დასცხრები ვედრებად ქრისტეს ღმრთისა მიმართ, ნინო ნეტარო, მშვიდობით დაცვად ეკლესიათა და ჴსნად განსაცდელთაგან, რომელნი ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, რათა მლხინებელ გუექმნას ქრისტე ცოდვათა ჩუენთა.

 

გალობა ზ, ძლისპირი

ყრმათა ღუთისმსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსსა და მით საჴუმილსა შეითხივნეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

პირად-პირადთა ჭირთა მოწევნულთა ჴსნასა გევედრებით, ნინო მსახურო მეუფისა დიდისაო, გვიოხე წინაშე ქრისტეს ღუთისა ჩუენისა, რამეთუ შენ ხარ მჴსნელი ჩუენი მარადის.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

მუხლ-დადგმით მტირალნი შეგივრდებით და შეწევნისა შენისა მოქენე ვართ, ჰოჲ ქრისტეს მიციქულო, სანატრელო ნინო, გამომიჴსნენ ყოველთა ურვათაგან სამწყსონი შენნი ესე, რომელნი გუპოვნეს ჭირთა მრავალთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სასოდ, სიმტკიცედ და სიქადულად ყოვლად წმიდა პატიოსანი ხატი შენი მოგჳგიეს, ვითარ კიდობანი პირველ ისრაელსა ერსა და ვლიტანიობთ წინაშე მისსა, რათა საცთურთაგან გამოვიჴსნნეთ ჩუენ მის მიერ.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლისა სოფლისა სალხინებელო და სიხარულო მოსავთა შენთაო, ღუთისმშობელო, ნუ მიგვაქცევ ჩუენ ცუდად ცოდვილთა, არამედ მოწყალებანი შენნი აღძრენ და მოწყალე ჰყავ ღმერთი წყალობის მოყუარე ჩუენზედა.

 

გალობა ჱ, ძლისპირი

მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღუვამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ლხინებისა წყაროდ მიგჳგიე შენ, ჰოჲ ნეტარო ნინო, და ვჴმობთ შენდამი, ჭირნი შემაწუხებელნი განსდევნენ ჩუენ მოსავთა შენთაგან და ნუმცა უფლებს ჴელი მოშურნეთა ჩუენზედა.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

რისხვა ზენა, ნაყოფთა წარმწყმედელი, თრთჳლი, სეტყვა, ჭიანი და მგრაგნელი და უწვიმრობა განმაჴმებელი თანა-წარგუჴადენ ჩუენ, ნინო, მვედრებელთა შენთა და დაიცევ შევედრებულნი შენნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მავნებელთა და მძაფრთა წვიმათა, მომსპოლველთა სიყმილით მოსლვისაგან გჳხსნენ ერნი შენნი, ჰოჲ სანატრელო, ღუთისა მიმართ შენთა ოხათა ხვავითა, ნინო მხევალო ქრისტესო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განწირულთა მტკიცეო შეწევნაო და მოსავთა შენთა სასოებაო ურცხვენელო, ღუთისმშობელო უბიწოო, გჳჴხსნენ მოწევნადთაგან განსაცდელთა და ჭირთა.

 

გალობა თ, ძლისპირი

ღუთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაცხრომელად გადიდებთ.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ხსენება შენი წმიდა ჴმაჲ არს ურვათა დამაცხრობელი, ხოლო მიხედვაჲ წმიდისა ხატისა შენისაჲ მოსალოდებელ საკუნოჲსა სიხარულისა.

წმიდაო მოციქულთა სწორო დედაო ნინო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.

ჰოჲ, სანატრელო ნინო, რომელნი ესე მხურვალედ მეოხად მოგიგებთ, ნუ მიგვაქცევ აწ სირცხვილეულთა, არამედ დაგვიფარენ ვნებათაგან შეწუხებულნი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰოჲ დიდებულო ნინო, რომელთა ესე შევმზადეთ მცირე გალობა გულსმოდგინებით, მიითვალე და გჳხსნენ საცთურთაგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღუთისმშობლად თაყვანისგცემთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით განსაცდელთა, ჭირთა და მწუხარებათაგან, განწირულთა სასოო, იყავნ წყალობაჲ შენი ჩუენზედა.

 

ღირს არს ჭეშმარიტად...

მოციქულო ქრისტეს ქადაგო და მახარებელო ჩუენდა მწუხარებისა დახსნისაო, შენ დაღაცათუ საფლავმან დაგფარა, არამედ ქრისტეს თანა ცხოველ ხარ მარადის, მეოხ-გუეყავ სურვილით მედღესასწაულეთა შენთა.

მოციქულსა ქრისტესსა, მორწმუნენო უგალობდეთ, დიდსა ნინოს სანატრელსა და ყოვლადქებულსა, ბრძენსა ქადაგსა მას სარწმუნოებისასა, რომელი მეოხ-არს ქრისტეს მიმართ სულთა ჩუენთათჳს.

იხარებდინ ეკლესიაჲ შვილთა თჳსთა თანა, კრებასა დიდებულსა ნინო ნეტარისასა და შეჰმზადე მწყობრი სულიერი, მაქებელი ქადაგისა მოციქულისა და მახარებელისა ჩუენდა ქრისტეს სასუფეველისა.

დღეს შვილნი სიონისანი, ვითარცა-რაჲ კრავნი მწვანვილოვანსა ზედა აღიმღერებდით ძნობად დედისა თჳსისა, უგალობდით, რომელმან წყლითა აღმოგუშვნა და სულითა სრულქმნილნი მეუფესა ქრისტესა მიგჳძღუანა ცხოვრებად.

ნიში საღმრთო, ჯუარი წმიდაჲ ქრისტეს მეუფისა აღგვიბეჭდავს, რომელთაცა შევიწყნარეთ მოძღურებაჲ ნინო ნეტარისა, რომელნი ვჴმობთ, ქრისტესაგან განათლებულთა ქრისტე შეგვიმოსიეს და ქრისტე გვაცხოვნენ შენნი ერნი.

 

დასაწყისი ლოცვები: წმიდაო ღმერთო..., დიდება..., აწდა..., ყოვლადწმიდაო სამებაო..., უფალო შეგვიწყალენ (3-ჯერ) დიდება..., აწ და..., მამაო ჩვენო...

მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ, რამეთუ ყოვლისაგან სიტყვის მიცემისა უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ, მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

დიდება...

უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ და გვიჴსნენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ჴელთა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა.

აწდა...

მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღუთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

ლოცვაჲ წმიდისა მოციქულთა სწორისა დედისა ნინოჲს მიმართ, სათქმელი მუჴლთ-მოდრეკით

მიიღე ფრიად შუენიერებით და სიმკაცრით სულთა ჩუენთათჳს, დედობრივ მოღუაწეო ქალწულო, ნეტარო ნინო, მცირე კნინი სამადლობელი ესე ძღუენი ჩუენ გლახაკთა, უღირსთა მონათაგან წადიერებით და სიყუარულით შენ დედოფლისა და მოღუაწისა ჩუენისად შეწირული. ყოველთა დედათა ნათესავთაგან, შენ მაცხოვრად და მოღუაწედ სულთა ჩუენთათჳს დაბნელებულთა და ეშმაკისა მონებისაგან ბნელისა მჴსნელად ღუთისა მიერ მოწყალებად ჩუენდა მოფენილო ნათელო. ვითარ იგი უპირატეს ამისა პირველ იღუაწე ჩუენთჳს მოციქულებრივითა შრომითა შენითა და დედობრივითა მოწყალებითა შენითა, აწცა ნუ დააცადებ მოღუაწებასა და მეოხებასა წინაშე მეუფისა ქრისტესა, რომელი შენ გვახარენ ჩუენ მოციქულებრივითა შრომითა შენითა და იჴსნენ სულნი ჩუენნი საწყალობელნი მონებისა მისგან ბნელისა ეშმაკისა და საცთურთაგან მისთა მრავალ-ღონეთა და ტყვეობისაგან მრავალ-საძაგისა მის სულთა დამაბნელებელისა ვნებისაგან გამოიტაცე გონებაჲ და სული ჩუენი. აღსდეგ ზენაჲთა მით ძლიერითა შეწევნითა შენითა მტერთა ჩუენთა ჩუენზედა აღდგომილთა და შეჰმუსრენ მკლავნი მათნი ბარბაროზებრივნი მრავალ-ღონეობით ჩუენზედა განმარტებულნი და მოუღენ ძალი და ძლიერებაჲ მათი ყოვლად ძლიერითა ქრისტეს მეუფისა ჩუენისა უძლეველისა ძალისაჲთა და სრულიად უკუნ-აქცევდე, დედაო ტკბილო, სანატრელო, ცოდვათა ჩუენთა სიმრავლისაგან დღითი-დღედ მომავალთა მომსრველთა სიმრავლეთა წარმართთასა და წარტყუევნად ჩუენზედა აღჭურვილთა და ვიდრე აღსრულებადმდე და აღკრებადმდე სოფლისა ამის ამაოებისა ჰგიებდე განუშორებელად, დედაო სანატრელო, დედა ეგე მოწყალე შვილთა შენთა თანა, ცოდვისა ბრალთაგან განფრდილთა და ვნებისაგან ეშმაკისა ტყვექმნულთა და იღუაწე ჩუენთანა განუშორებელად ნაღუაწი შენ მიერ საღმრთოჲ იგი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოჲ სარწმუნოებაჲ, ცხოველს-მყოფელითა მით მადლითა ყოვლად-წმიდისა სულისა შეწევნითა და განსლვადმდე ცხოვრებისა ამის ჩუენისა კნინისაგან დაგვიფარენ მარადის უბიწოსა სარწმუნოებასა შინა, უბიწოჲთა მოქალაქობითა, რათა შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა და საფარველითა შენითა მარად თაყვანისცემით მოუკლებელად ვადიდებდეთ, ყოველსა ცხოვრებასა შინა ჩუენსა, ყოველთა დამბადებელსა მეუფესა მას მეუფეთასა, მაცხოვარსა ჩუენსა ქრისტესა, მამით და სულით ერთღუთაებით და ერთარსებით ყოველთა არსთაგან თაყვანისცემულსა, აწ და სამარადისოდ მომავალსა საუკუნესა, ამინ.

წმიდა ალექსანდრე ...
წმინდა ნინოს ღვაწლ...
წმინდა იოანე ნათლი...
სიკვდილის შესახებ
წმიდა მოწამე აპოლო...
ღირსი ანასტასია (+...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...