მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
ტაძრად მიყვანებ

წმინდა იოაკიმემ და წმინდა ანამ ორმოცდაათი წელი იცხოვრეს ერთად, მაგრამ შვილი არ მიეცათ, რის გამოც კაცთაგან უამრავ შეურაცხყოფას ითმენდნენ. ერთხელ მღვდელმთავარმა იოაკიმეს მსხვერპლიც კი არ მიიღო - უთხრა, ეტყობა ბევრი დაფარული ცოდვა გაქვს, რაკი ღმერთი შვილს არ გაძლევსო. დიდმა მწუხარებამ მოიცვა მართალი ცოლ-ქმარი. წმინდა ანამ გოდებით აღუთქვა უფალს, რომ თუ წყალობას მოიღებდა და შვილს აჩუქებდა, მასვე შესწირავდა.

უფალმა შეისმინა ანას ლოცვა - ქალს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ ეყოლებოდა ასული - მარიამი, რომლის წიაღიდანაც ქვეყნიერებას მაცხოვარი მოევლინებოდა. ცხრა თვის თავზე გაუჩნდა ცოლ-ქმარს ნანატრი შვილი. გოგონას თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ, ზრდიდნენ, აფუფუნებდნენ, ყრმა მარიამი კი საღმრთო მადლით განადიდებდა და განაძლიერებდა მოხუც მშობლებს.

მარიამი სამი წლის გახდა და დაუდგა ჟამი მშობლებთან განშორებისა. წმინდა იოაკიმესა და წმინდა ანას კარგად ახსოვდათ მთავარანგელოზის ნათქვამი და გადაწყვიტეს, საზეიმოდ, როგორც მესიის დედას ეკადრებოდა, მიეყვანათ ტაძრად მხოლოდშობილი ასული. სტუმრად ნათესავები, მეზობლები და მეგობარნი მიიწვიეს. წმინდა იოაკიმე დავით წინასწარმეტყველის ძის ნათანის შთამომავალი იყო, ხოლო წმინდა ანას წინაპარნი სამღვდელონი იყვნენ, ამიტომაც ამ კურთხეულ დღეს მათ ოჯახში ისრაელში დიდად პატივცემული მრავალი ადამიანი შეიკრიბა. ყრმა მარიამს სადედოფლო შესამოსელი ჩააცვეს. მოხუცი მშობლები გოგონას აქეთ-იქით ამოუდგნენ, ხელები ჩასჭიდეს და ასე გაუდგნენ გზას ნაზარეთიდან იერუსალიმისკენ. წინ ქალწულთა გუნდი მიუძღოდათ, უკან კი ნათესავთა და მეზობელთა კრებული მიჰყვებოდათ ანთებული ლამპრებით ხელში. აცხადდა დავითის წინასწარმეტყველება - დაივიწყებსო ასული „ერსა თვისსა", „სახლსა მამისა თვისისასა" და მიეგვრებაო უფალ საბაოთს, რამეთუ „გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისთვის" მისისა.

გზა ფსალმუნთა გალობით განვლეს. მესამე დღეს, განთიადის ჟამს, შევიდნენ იერუსალიმში. მთელი ქალაქი გამოვიდა ამ დიდებული პროცესიის სანახავად. განკვირდებოდა „ცანი და ქვეყანა, რამეთუ ხედვიდნენ გონიერსა ცასა მომავალს საღმრთოდ სახლად, პატივით აღზრდად".

შევიდა მოზეიმე კრებული ტაძრის ეზოში და შეიყვანა სულიერი ტაძარი დიდისა მეუფისა - ყრმა მარიამი. წინამძღოლ ქალწულთა გუნდს შეუერთდნენ უფლის ანგელოზებიც. მათ არ იცოდნენ ძალი ღვთის საიდუმლოსი, მაგრამ უფლის ბრძანებით შემოერტყნენ გარს წმიდა მარიამს და მიაცილებდნენ წმინდა წმინდათაში.

ტაძრიდან მათ შესახვედრად გამოვიდა მღვდელმთავარი ზაქარია, მამა იოანე ნათლისმცემლისა. იგი ელისაბედის, წმინდა ანას დისშვილის ქმარი გახლდათ. ყრმა მარიამმა, როგორც კი კიბეზე ფეხი შედგა, დაუხმარებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური და მუხლებზე შემოეხვია ზაქარიას. „მღვდელმთავარი სულიწმიდის მადლმა მოიცვა, - ბრძანებს წმინდა თეოფილაქტე, - მიხვდა, რომ ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთისა მადლისა და მასზე უფრო ღირსეული... გაიხსენა, რომ სჯულის კიდობანი, კანონთა მიხედვით, წმინდა წმინდათაში უნდა ყოფილიყო დაბრძანებული, მიხვდა, რომ ეს მარიამზე იყო ნათქვამი, ამიტომაც დაუფიქრებლად გაკადნიერდა და წმინდა ქალწული, წინააღმდეგ სჯულისა, წმინდა წმინდათაში შეიყვანა.

გახარებულმა მშობლებმა მადლობა შესწირეს უფალს, შინ დაბრუნდნენ და დიდი სერობა გამართეს, ხოლო მათმა კურთხეულმა ასულმა ღვთის სახლში განაგრძო ცხოვრება.

იერუსალიმის ტაძარს გარს ქვის შენობები ერტყა. ერთ-ერთში ღვთის სამსახურად შეწირულნი ცხოვრობდნენ, მეორეში - ქვრივნი, რომლებსაც ღვთის წინაშე წმინდად ცხოვრების აღთქმა ჰქონდათ დადებული, მესამეში - მამაკაცნი, ნაზორეველებად წოდებულნი... წმინდა ზაქარიამ ყრმა მარიამი ქალწულებს ჩააბარა აღსაზრდელად. მათგან შეისწავლა მარიამმა საღვთო წერილი, ძველებრაული დამწერლობა, ქსოვა და ქარგვა. მისი მოქარგული სამოსით იმოსებოდნენ მღვდელნი ღვთისმსახურებისას.

რამდენიმე წელიწადში მარიამის მშობლები გარდაიცვალნენ. ყოვლადწმიდა ქალწულმა ღვთის ნებას პირადი ღვაწლიც შემატა. ცისკრიდან მესამე ჟამამდე ლოცვად იდგა, მესამიდან მეცხრე ჟამამდე ან ხელსაქმობდა, ან წმინდა წერილს კითხულობდა, მეცხრე ჟამიდან ისევ ლოცვას იწყებდა, სანამ უფლის ანგელოზი არ გამოეცხადებოდა და ზეციურ საზრდელს არ მისცემდა, ლოცვით კი ყოველთვის წმინდა წმინდათაში ლოცულობდა. „ყოველდღე მოიხილავდნენ მას ანგელოსნი, - ბრძანებს ნეტარი იერონიმე, - თუ ვინმე მკითხავს, ყოვლადწმიდა ქალწული იქ როგორ ატარებდა სიყმაწვილის დღეებსო, ვუპასუხებ, რომ ეს იციან მხოლოდ ღმერთმა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა, შობიდან განუშორებლად მისმა მცველმა, რომელიც სხვა ანგელოზებთან ერთად ხშირად მიდიოდა მასთან და სიყვარულით ესაუბრებოდა".

წარემატებოდა სიბრძნით ქალწული მარიამი და განემზადებოდა სულიერ ტაძრად უფლისა.

ყველაფერი კი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებით დაიწყო. ამ კურთხეულ დღეს „განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება". ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებით ზეიმობდნენ ძველი დროის ქრისტიანები. წმინდა ელენე დედოფალს ამ დღესასწაულის სახელობის ტაძარიც კი აუგია.

„ღვთის სასუფეველში მართალნი პეტრე მოციქულს შეჰყავს, ხოლო ცოდვილნი - თვით ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსო", - ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი და ჩვენც, მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, ნურასოდეს დავკარგავთ იმედს, არამედ „სასოებით შეუვრდეთ დედობრივთა წიაღთა ღვთისმშობლისათა, რათა მეოხებითა მისითა შეგვიწყალოს მისგან შობილმა ქრისტე ღმერთმა. ამინ.


ჟურნალი „კარიბჭე", № 11, 2004 წ.

მართალი გამალიელი ...
მღვდელმოწამე აბრაა...
ღირსი ანასტასი, სი...
წმიდა მოწამე ბასილ...
მღვდელმსახურები და...
ბრმის განკურნება ი...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...