მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ერისა და ეკლესიის ურთიერთობა
სიტყვა მეზვერის და ფარისევლის კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული ღვთისმშობლის შობის დღეს გელათს

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო!

ერთს ცუდს და მავნებელ ჩვეულებაზე მსურს მოგელაპარაკო მე დღეს, რომელიც გავრცელებული არის სოფლებში. თითქმის ყოველთა სოფელთა შინა ტაძრის დღეობასა და სხვათაცა დიდსა დღესასწაულთა ატარებენ უჯეროდ, ესე იგი სჯულის საწინააღმდეგოდ. რისთვის დააწესა წმიდამან ეკლესიამან დღესასწაულნი, და როგორც უნდა ვატარებდეთ დღესასწაულთა? ხორციელსა განცხრომასა და კმაყოფილებასა უნდა ვეძიებდეთ დღესასწაულთა შინა, ანუ სულიერსა სიწმინდესა და მადლსა? წმიდამან ეკლესიამან დღესასწაულნი დააწესა სულიერისა სწავლისა და განათლებისათვის. დღესასწაულსა ქრისტიანე კაცი უნდა ატარებდეს მშვიდად, წყნარათ, წმიდათ, კრძალულათ ლოცვასა და ქველის-საქმესა შინა. Bგარნა, საუბედუროდ აწინდელი ქრისტიანენი დღესასწაულს ვატარებთ უფრო ცუდათ და უწესოთ, ვიდრე სხვათა უბრალოთა დღეთა. დღესასწაულებში უმეტესად ვცოდავთ, ვიდრე სხვათა უბრალო დღეთა შინა. მრავალი ერი თავს მოიყრის სოფელში, სადაცა არის ტაძრის დღეობა, იქმნება ნახევარი საათიც არ მოიხმაროს ლოცვისათვის, ერთ წამს შევა ეკლესიაში და პირჯვარს დაიწერს, ზოგნი ამასაც არ იქმიან, არამედ დილითგანვე მივლენ მოყვრებთან და ნაცნობებთან, დაიწყებენ ჭამასა, სმასა უზომოდ და შუაღამემდე არიან ლხინში, ყვირილში, სიმღერაში. ესრეთ უწესოთ დაწყებული დღე თითქმის ყოველთვის გათავდება ჩხუბით, მთვრალნი სტუმარნი წაეჩხუბებიან ერთი მეორეს, ხშირათ სისხლის ნთხევაც მოხთება მათ შორის. აჰა რა სახით ატარებენ სოფლებსა შინა დღესასწაულთა დღეთა და უმეტესად ტაძრის დღეობასა. ახლა თქვენ თვითონ იფიქრეთ, ძმანო, ვითარი წინააღმდეგი და მავნებელი არის ესრეთი ჩვეულება. ეკლესიამ იმ განზრახვით კი არ გააჩინა დღესასწაულნი, რომ ლხინითა და უწესობითა გავატაროთ იგი. ამას ისიც დაუმატე, რომ ზოგიერთნი უგუნურნი სოფლის მცხოვრებნი, იმ ერთს დღესასწაულს დღეს დახარჯავენ ნახევარი წლის საზრდოსა, ესრეთ, რომელ დღესასწაულსა შემდგომად მალე მოაკლდება მას საჭმელი და სასმელი. თქვენ თვითონ განსაჯეთ ახლა, რა უჭკუობა არის ესრეთი ჩვეულება.

ამას კიდევ ისიც დაუმატო, რომელ ზოგიერთს სოფლებში, გარნა იმ დღესასწაულთა, რომელნიცა დააწესა წმიდა ეკლესიამ, მოუგონიათ და დაუნიშნავთ თვისნი საკუთარნი დღესასწაულნი. როგორც რომ დადგება მაისის თვე, ყოველს სოფელში იწყებენ კოხინჯრობას. ყოველს სოფელს თავისი კოხინჯრობის დღე აქვს. არის ერთი დიდი წვეულება და სტუმრობა. ერთს სოფელში რომ გათავდება, მეორეში დაიწყებენ, ესრეთ რომელ ნახევარი მაისი ისე გათავდება, რომ თითქმის არავინ არ მუშაობს, არამედ მიდის და მოდის სოფლითი სოფლათ და ატარებს დროებას ლხინში და სიმთვრალეში. ახლა ვკითხოთ, რა არის ეს კოხინჯრობა? რისთვის კარგავენ სოფლელები ესოდენ დროებასა? იტყვიან, როდესმე კოხმა ანუ სეტყვამ წაახდინა ყანები და ერთი დღე შევწირეთო ღმერთს დღესასწაულადაო, რომ სეტყვა აღარ მოვიდესო. ძლიერ უსაფუძვლო და უგუნური შეწირვა არის ეს! რად იამება ღმერთსა, რომ შენ ძმაო მთელი დღე გაატარო ჭამასა და ლხინში! იამება კი არა, დიდად ეწყინება და დიდად მრისხანე იქმნება შენზედ ამ საქმისთვის ღმერთს ის სურს და ის იამება, რომ ჩვენ ყოველთვის შრომაში და მოღვაწეობაში ვიყოთ და არა თუ უქმად ვატარებდეთ დროებასა.

აგრეთვე ზოგიერთ სოფლებში იტყვიან: პარასკევს მიწის ხვნა ცოდვა არისო; სხვათა სოფლებსა შინა დაუდვიათ დღესასწაულათ ყოველი ორშაბათი, აღდგომიდან დაწყებული, ვიდრე ამაღლებამდე. ყველაფერზე უმეტესად გასაკვირველი ის არის აქ, რომელ იმავე ჟამს, როდესაც ეს ცრუ და უქმი დღესასწაული მოუგონიათ, კვირა დღეს არ ერიდებიან და შეაბამენ ხარსა სხვასა მუშაობასა არ ასრულებენ. ესრეთ გარდააბრუნეს ზოგიერთთა სოფელთა შინა წესი და სჯული ქრისტიანული! რომელიც ნამდვილი, სჯულიერი დღესასწაულია, იმას არ იმარხვენ და ნაცვლად მისა სხვა ცრუ დღესასწაული მოუგონიათ და უქმად ატარებენ, ვგონებ, რომელ აქაც, ამ საქმეშიც, ურევია მოტყუება და მანქანება მკითხავთა და მარჩიელთა; მისთვის რომელ, თუ ვინმე ავად გახდა, მკითხავი ეტყვის: უთუოდ პარასკევს მიწა დაგიხნავსო, ანუ კოხინჯრობა არ აღგისრულებიაო და სხვათა უგუნურთა სიტყვათა.

განეშორეთ, ძმანო, უგუნურთა საქმეთა: მოიშალეთ უსარგებლონი სჯულის წინააღმდეგნი ჩვეულებანი. დღესასწაულთა ატარებდეთ სულიერად ლოცვით, და არა ლხინით და სმით. დღესასწაულად ის გეყოფა, რომელიც თვით წმიდათა მამათა განაჩინეს; სხვა დღესასწაულთა ნუ მოიგონებთ; მკითხავთა ნუ დაუჯერებთ; გყვანან მოძღვარნი მღვდელნი; იგინი არიან თქვენი დამრიგებელნი; მათ კითხვიდეთ დარიგებასა და არა მარჩიელთა. ამინ.

წმინდა ნინოს ღვაწლ...
წმიდა მოწამე ბაბილ...
ღირსი ანასტასია (+...
წმინდა იოანე ნათლი...
ზიარება
წმიდა ალექსანდრე, ...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა იოანე ოქროპირის დარიგებანი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ნათლისღებას გილოცავ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...