მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ქადაგება კვირაცხოვლობას
მოძღვრება ყოველთა წმიდათა კვირიაკეს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული გელათს ჱ-ს სექტემბერს

მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი
სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ,
არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა (ის.ა. იდ) .

ძველისა სჯულისა წინასწარმეტყველი ისაია პირველსავე თავსა წიგნისა თვისისასა პირისაგან ღვთისა აყვედრებდა ებრაელთა უსჯულოებასა მათსა და მრავალთა ცუდთა საქმეთა, და გამოუცხადებდა მათ დიდსა მრისხანებასა და სასჯელსა ღვთისასა. სხვათა მწარეთა საყვედურთა შორის იგი ეტყოდა მათ სიტყვათა, რომლითა ჩვენ ვიწყეთ უბნობა ესე: მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ, არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა; საშინელ არს სიტყვა ესე, ძმანო ქრისტიანენო! რისთვის განურისხდა ღმერთი ებრაელთა ეგზომად, რომელ მოსძულდა მათნი დღესასწაულნი და უქმენი და არღარა სურდა მიღება მათგან მსხვერპლისა? თუ სხვაში იყვნენ ებრაელნი დამნაშავენი, დღესასწაულობითა და მარხვითა მაინც ასრულებდნენ ნებასა ღვთისასა, ვინაითგან თვით ღმერთმან დაუწესა რომელნიმე დღენი დღესასწაულად მათდა, მართალია, ძმანო ქრისტიანენო, დღესასწაულთა, მსხვერპლის შეწირვათა ებრაელნი აღსრულებენ ბრძანებისამებრ ღვთისა, კანონიერად სიმარჯვით, გარნა ვინაითგან ყოველნი სხვანი მცნებანი Bღვთისანი დაივიწყეს მათ, ცხოვრება და ყოფაქცევა მათი იყო ცუდ და უმართლო, ამისთვის ღმერთმან დღესასწაულნიც და მსხვერპლნი მათნი მოიძულა. ჩანს, რომ ერთი მხოლოდ დღესასწაულის აღსრულება, უკეთუ არა შეერთებულარს პატიოსნისა და წმიდისა ცხოვრებისათანა, არ იამებაBღმერთსა.

ახლა, ძველისა სჯულისა ქვეშე მცხოვრებთაგან, გადმოვიდეთ ჩვენკენ, ვიფიქროთ ჩვენს თავზე. ყოველი, რაიცა მოხდა და დაიწერა ძველსა სჯულსა შინა, დაიწერა ჩვენისა მხილებისა და სწავლისათვის. ჩვენცა, ქრისტიანეთა, ვიცით და ვასრულებთ რომელთამე დღესასაწაულთა, მაგალითებრ; დღეს ჩვენ შეკრებილნი მრავალთა სხვათა და სხვათა სოფლებითგან ძველსა ამას ტაძარსა შინა ვდღესასწაულობთ შობასა ყოვლადწმიდისა მარიამ დედუფლისასა. მსგავსად ამისა მრავალთა და თითქმის ყოველთა სოფელთა შინა აქვსთ თითო დღე დანიშნული ტაძრისა დღესასწაულად და ამ დღეს მრავალნი ერნი შეიკრიბებიან იმ სოფელში, და დიდი წვეულება, დიდი ლხინი აქვთ ყოველთა იმ სოფლის მცხოვრებთა კაცთა. მაშასადამე ჩვენც ქრისტიანები, ხშირად უნდა გავახსოვნებდეთ ჩვენს თავს, რა არის დღესასწაული, როგორ უნდა გავატარებდეთ დღესასწაულს დღეს და ყოველთვის უნდა გვეშინოდეს, რომ ჩვენც არ გვეწიოს ის საშინელი საყვედური ღვთისა, რომელსაც ისაია წინასწარმეტყველი გამოუცხადებდა ებრაელთა.

რაი არს დღესასწაული? დღესასწაული არის ხსენება ლოცვითა, მადლობითა და ქებითა რომლისამე პირისა, მაგალითებრ, მაცხოვრისა, მისისა დედისა, მისთა წმიდათა; ანუ მოხსენება რომელსამე დიდისა შემთხვევისა, მაგალითებრ, ქრისტეს შობისა, ამაღლებისა და სხ. რისთვის დააწესა ღმერთმან დღესასწაულნი დღენი? ერთი მხრით მისთვის, რათა გადვიხადოთ მადლობა, ვაქოთ, ვადიდოთ და აღვამაღლოთ ის პირი, ანუ ის შემთხვევა, რომელსა ვდღესასწაულობთ; მეორე მხრით მისთვის, რათა მივიღოთ თვით ჩვენ სულიერი სარგებლობა, ესე იგი, მადლი, სწავლა და განათლება. აქედგან სჩანს, რომ დღესასწაული არის დაწესებული სულიერისა სწავლისა და ნუგეშისათვის, და არა ხორციელისა განცხრომისათვის.

ახლა გავიხსენოთ, როგორ ატარებენ სოფლებში ღესასწაულს დღეებს: ისრე ატარებენ, როგორც სჯული მოითხოვს და როგორც ვსთქვით ჩვენ ახლა, ანუ წინააღმდეგ ამისა? როდესაც გავიხსოვნებთ და წარმოვიდგენთ სოფლების ტაძრის დღეობათა, და როგორ ატარებენ და რა სახით იქცევიან ამ დღესასწაულებში სოფლის მცხოვრებნი, ჭეშმარიტად გვეშინია, რომ ჩვენც, ქრისტიანეთა არ გვეწიოს ის საშინელი საყვედური, რომელსცა ეტყვის ისაია წინასწარმეტყველი ებრაელთა. პირველად, ცხად-არს, რომელ უმრავლესთა პირთა და თითქმის ყოველთა სოფლის მცხოვრებთა დღესასწაული უხარიათ არა მისთვის, რომელნი მოელიან სულიერსა სწავლასა და ნუგეშსა, არამედ მისთვის, რომ არიან მომლოდინენი კარგის სტუმრობისა და მასპინძლობისა. უმრავლესი ხალხი, მოსული რომელსამე სოფელში დღესასწაულის დღეს, თითქმის არც კი შევა საყდარში, და თუ შევიდა მცირე ჟამად, ესრედ რომელ ერთს სიტყვასაც ვერ გაიგონებს. დანარჩენს დროებას, დილითგან საღამომდე და თითქმის მთელს მეორეს და მესამეს დღესაც მედღესასწაულენი გაატარებენ ჭამაში, სმაში, სიმღერაში, თოფის სროლაში და ცხენის ჭენებაში. ნეტავი ჭამა-სმაში მაინც ზომას შეინახავდნენ. არა! ყოველი კაცი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ჭამოს და სვას. ზოგიერთნი უგუნურნი დილითგანვე არიან აღვსებულნი ღვინითა და ესრეთ უშიშრად შემოვლენ საყდარში. სხვანი კიდევ ესოდენ არიან უგუნურნი, რომელ ამ ერთს დღესასწაულს დღეს დახარჯავენ ნახევარი წლის საჭმელს და სასმელსა და მერმე დარჩებიან მწყურვალენი და მშიერნი. ყოველ კაცს უნახავს და გაუგონია ისიც, რა შეუდგება ესრეთსა დღესასწაულსა. დილითგანვე აღვსებულნი უზომოითა საჭმელითა და სასმელითა, მედღესასწაულენი ისე არ გაათავებენ, რომ არ მოახდინონ შფოთი, ჩხუბი და თავის ტეხა. აჰა, როგორ ატარებენ დღესასწაულთა უმეტესნი ნაწილნი ჩვენს სოფლებში! აჰა, როგორ და რად აქციეს სასარგებლო და ღვთიური წესდებულება ეკლესიისა! გარნა ეს კიდევ არ არის საკმაო! ნეტავი იმ დღესასწაულით მაინც დაკმაყოფილდებოდნენ, რომელნი განაწესა თვით ეკლესიამან. არა! ზოგიერთთა ესოდენ უყვარსთ უქმად დროების გატარება, უსარგებლო ლხინი, უზომოდ ჭამა და სმა, რომელ, გარნა ჭეშმარიტთა ეკლესიურთა დღესასწაულთა, იგინი მოიგონებენ თვისთა საკუთართა დღესასწაულთა, რომელი არა დაუწესებია ეკლესიასა. როგორც რომ დადგება მაისის თვე, სოფლით-სოფლათ იწყებენ რაღაც უცნაურსა დღესასწაულობასა, რომელსა დაბიურად უწოდებენ „კოხინჯრობასა". რა დღესასწაულია ესე, ვინ დააწესა, რისთვის? ეს კაცმა არ იცის. შეგროვდება მრავალი ხალხი სხვა და სხვა მხარეთაგან ერთს რომელსამე სოფელში; მართალია, მღვდელს აწირვინებენ, მაგრამ ზოგი არც მოუცდის წირვას, დილითგანვე იწყებენ ლხინსა, სიმღერასა, ყვირილსა; სხვანი თუმცა კი შევლენ საყდარში პირჯვრის დასაწერად, გარნა გარეთგან ისმის ისეთი ყვირილი და შფოთი და თვით საყდარშიც არის ისეთი ლაპარაკი და შფოთი, რომ წირვას ვინ გაიგონებს! წირვა რომ გამოვა, ყოველი კაცი იწყებს ისეთსა ყვირილსა, შფოთსა, თოფის-ცემასა და უწესოსა ლხინსა, რომ შორითგან ვინმე კეთილმა ქრისტიანემ შეხედოს, იფიქრებს: აქ წარმართნი არიან შეკრბულნი და არა ქრისტიანენიო. ბოლოს, ძნელად მოხდება, რომ ესრეთი უწესო დღესასწაული გათავდეს მშვიდობით, არამედ იგი უმეტეს ნაწილად თავდება ჩხუბითა და მარცხითა.

აჰა, ძმანო, როგორ ვატარებთ ჩვენ დღესასწაულთა ჩვენთა. ახლა თვით ჰსაჯე შენ, თუ ჩვენზედაც არ არის მოსაწევი ის საშინელი ყვედრება, რომელი უთხრა ღმერთმა ებრაელთა ისაია წინასწარმეტყველის ბაგითა. ჩვენ ქრისტიანთაგან, ღმერთი მოითხოვს უდიდესსა სიწმიდესა და კრძალულებასა, ვიდრე ებრაელთაგან; მაშასადამე უმეტესად არ მოსძულდება ღმერთსა ჩვენი უქმენი და დღესასწაულნი, უკეთუ ესრეთ ცუდათ ვატარებთ მათ? დღესასწაულთა შინა ჩვენ გვემატება არა მადლი და სწავლა, არამედ ცოდვა და ბრალი. რაიცა ღმერთმა მოგვცა და განგვიწესა თავის სადიდებლათ და ცოდვათა მოსასპობელათ, მას ვხმარობთ ცოდვათა გასამრავლებლად. საშინელ-არს ესე! საშინელ არს, რათა ჩვენ არ გვაყვედროს ღმერთმა, ვითარცა ებრაელთა: მარხვა, და უქმობა, და დღესასწაულნი თქვენნი სძულან სულსა ჩემსა, მექმენინ მე სიმაძღრედ, არღარა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა! ნუ იყოფინ ესე! არამედ ვისმინოთ და აღვასრულოთ, რასაც გვეტყვის ღმერთი პირითა და იმავე წინასწარმეტყველისათა: განიბანენით, წმიდა იქმენით, მოსპენით უკეთურებანი თქვენნი პირთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა. დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა, ისწავეთ კეთილისა ქმნა, გამოიძიეთ მსჯავრი, იხსენით მომძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქვრივი. ამინ.

წმიდანი: მართალი ს...
ცრურწმენები
ღირსი ქსენოფონტე, ...
რა მოხდა როცა ნოე ...
ბრმის განკურნება ი...
ბავშვის ლოცვა (ათო...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოსე ღვთისმხილველი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...