მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




საქართველოს ერთობის ხელყოფა არავის ეპატიება
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოძღვრება გენათს სექტემბრის ჱ-სა, ჩყჲგ-სა წელსა

მართლ-მადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო! დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ შობასა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა მარიამისასა. რას გვასწავებს ჩვენ ეს დღესასწაული? რა დარიგება, ანუ რა აღშენება შეგვიძლიან გამოვიყვანოთ ჩვენთვის აწინდელისა დღესასწაულისაგან? ვინაითგან ყოვლადწმიდა ღვთის-მშობელი იყო ასული ფრიად კეთილთა და ღვთის-მოყვარეთა მშობელთა, იგი აღიზარდა ფრიად კეთილსა და პატიოსანსა ოჯახსა შინა და თვითონაც ისრე კეთილად და ღვთაებრივად ატარებდა შინაურსა ცხოვრებასა, რომელ მოგვცა ჩვენ მან საკვირველი სახე შინაურისა ცხოვრებისა; ამისათვის ჩვენცა, ძმანო ქრისტიანენო, მოვიხმაროთ რაოდენიმე წამი ამ საგანზედ და ვიფიქროთ, რანაირი უნდა იყოს შინაური ცხოვრება ქრისტიანისა. როგორ უნდა იქცეოდეს ქრისტიანე თავის სახლში, თვისთა ნათესავთა და მახლოებლთა შორის.

წინა-პირველად ის უნდა ვსთქვათ, რომელ კეთილი შინაური ცხოვრება და პატიოსანი ყოფა-ქცევა თავის საკუთარს სახლში არის საფუძველი ქრისტიანობრივისა ცხოვრებისა და ზნეობისა. ყოველი კაცი თავის სახლში და თავის ოჯახში მიიღებს პირველთა აზრთა და ჩვეულეათა, თავის ოჯახში ისწავლის ცუდსა და კარგსა ყოფა-ქცევასა, თავის სახლში შეითვისებს კეთილსა ანუ ბოროტსა ხასიათსა. თქვენც გეგონებათ, ძმანო ჩემნო, რომ იტყვიან კაცზედ: ეს კაცი კარგის ოჯახითგან არისო და თვითონაც კარგი უნდა იყოსო; ანუ ეს კაცი ცუდი სახლითგან არისო და თვითონაც კარგი ვერ იქმნებაო. რას ნიშნავს ეს თქმა? იმას, რომელ კეთილს, ღვთისმოყვარეს და წმიდას ოჯახში კაცი თვითონაც კარგი გაიზრდება და კარგი კაცი გამოვა, ხოლო ცუდს, გაფუჭებულს სახლში კაცი გაფუჭდება.

მეორედ, კეთილი შინაური ცხოვრება მისთვის არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივისა ზნეობისა, რომელ ქრისტიანე ვერსად ისრე კარგად ვერ აღასრულებს ქრისტეს მცნებასა, როგორადაც თავის სახლში. პირველი ქრისტეს მცნება არის სიყვარული მოყვასისა, გარა სად შეგიძლიან შენ, ძმაო ჩემო, გამოაჩინო სიყვარული ისრე, როგორადაც შენს სახლში. აქ ნამდვილად დამტკიცდება, თუ როგორი გული გაქვს და თუ ნამდვილად შეგიძლიან შენ შეყვარება მოყვასისა. თუ დედმამა შენი ვერ შეიყვარე, თუ ძმები და დები არ გიყვარს, თუ ნათესავებში და მოყვრებში ცუდად ხარ გაწყობილი, მაშასადამე, როგორღა შეგიძლიან შეყვარება ყოველთა სხვათა მოყვასთა შენთა?

კარგი სათნოება არის მოთმინება: მოთმინებითა კაცი თავის სულს აცხოვნებს, გარნა სად შეგიძლიან შენ მიეჩვიო და აღასრულო იგი ისრე, როგორადაც შენს სახლში? აქ ყოველს დღეს და ყოველს წამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებითა და სულ-გრძელად. როდესაც კაცნი ერთი მეორის სიახლოვეს სცხოვრობენ, თუ ერთმა მეორესა ნაკლულევანებანი და შეცდომანი არ დაუთმო და არ მოითმინა, ვერ გასძლებენ ერთად.

დიდი და ფრიად საჭირო არს ყოვლისა კაცისათვის თავის უარის-ყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისათვის; გარნა შენს სახლში ყოველს დღეს გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ-მამანი თავის თავს დაივიწყებდენ და თავი შესწირონ შვილთა; შვილმა დედ-მამა უნდა შეიყვაროს თავის უმეტესად; ცოლმა თავის თავი უნდა შესწიროს ქმრის სიყვარულსა; ქმარს თავის თავი ისრე არ უნდა ახსოვდეს, როგორც ცოლი და შვილები.

კარგნი არიან: სიწმიდე, სულ-გრძელება, სიმშვიდე და სხვანი ქრისტიანობრივი სათნოებანი; გარნა ამათ ყოველთა ვერსად ვერ შეიძენს კაცი ისრე და ვერ დაამტკიცებს, როგორადაც სახლში.

მესამედ, ისიც უნდა ვსთქვათ, რომელ კაცის ხასიათი ისრე ვერსად ვერ გამოსჩნდება, როგორადაც შინაურს ცხოვრებასა შინა. კარგი ხარ შენ, ძმაო, თუ ავი ხასიათითა, იქ შეგეტყობა, შენს ოჯახში. როდესაც შენ უცხოთა კაცთა შორის იქცევი, როდესაც სხვაგანა ხარ, გარეშედ შენისა ოჯახისა, მაშინ შენ ძვირად გამოაჩენ შენსა ნამდვილსა ხასიათსა; როდესაც შენ ელაპარაკები, ან საქმე გაქვს უცხო კაცთან, მაშინ შენ იმას ცდილობ, რომ დამალო შენი ნამდვილი ხასიათი და კარგ კაცად ეჩვენო; გარნა შენს ოჯახში ვერ დაფარავ შენს ყოფა-ქცევას და შენს ხასიათსა; იქ ყოველს წამს და ყოველს შემთხვევაში გამოჰჩნდება, კეთილი ხარ თუ ბოროტი. შინაური ცხოვრება არის სარკე, რომელსა შინა ცხადად ამოიხატება ნამდვილი შენი ხასიათი და თვისება.

აჰა, ძმანო ჩემნო, თუ ვითარ დიდი საქმეა შინაური კეთილი ცხოვრება ჩვენი, ქრისტიანეთათვის. სახლი ანუ ოჯახი ჩვენთვის არის მეორე ეკკლესია. როგორც ეკკლესიაში იქცევი შენ შიშით, ეგრედვე შენ ოჯახში უნდა იქცეოდე სიწმიდით და მორიდებით; ასე უნდა გახსოვდეს, რომ რასაც შენს სახლში იტყვი ანუ იქმ, ის მარტო შენთვის არ არის, არმედ მრთელისა შენისა სახლეულობისთვის. ყოველი შენი შინაური სიტყვა და საქმე არის თესლი, რომელიც თავის დროზედ გამოიღებს კეთილსა ანუ ბოროტსა ნაყოფსა.

თუ შენ ხარ მამა, ანუ დედა და გყვანან ძენი, ყოველი შენი ღონის-ძიება უნდა იხმარო, რომ იგინი გამოვიდნენ კეთილნი და ღვთის-მოყვარენი. გახსოვდეს, რომ იგინი ყოველთვის შენ გიყურებენ და შენგან ისწავლიან ყოფა-ქცევასა. როგორადაც გაზრდი და რასაც მიაჩვევ, ისინიც ისეთნი გამოვლენ. თუ შენ გულ-ფიცხელი კაცი ხარ, ხშირად ჰყვირი, ჰსჯავრობ ოჯახში, ჩხუბობ, შენი შვილებიც ამას მიეჩვევიან. რისთვის არის, რომ ძმები ერთი მეორესთან ვერა სძლებენ და მაშინვე ცდილობენ გაიყარნენ და თვისად დადგნენ? მისთვის, რომ პატარაობითგანვე დედ-მამამ არ დანერგა მათს გულში სიყვარული და ერთობა. კეთილი და გონიერი მამა, ვიდრემდის შვილნი მისნი არიან წვრილნი, თვითონ უყურებს მათ და ცდილობს, რომ დანერგოს მათს გულში სიყვარული და ერთობა. იგი თვითონვე დაისვამს მათ თავის მუხლზედ, ასწავლის ლოცვებს, შეაგონებს ერთობასა და სიყვარულსა, უყურებს, რა ხასიათი აქვსთ მათ და, ცუდი ყოფა-ქცევა თუ შენიშნა მათში, მაშინვე გაუსწორებს და ესრედ ცდილობს, რომ სიყრმითგანვე კარგი ხასიათი მისცეს მათ და კარგს გზაზედ დააყენოს.

შვილს უნდა ჰქონდეს მორჩილება, სიყვარული და მინდობილობა თავის დედ-მამასთან. იმას ყოველთვის უნდა აჰხსოვდეს, რომ, თუ დედ-მამის კურთხევა არ არის მის თავზედ, იგი ბედნიერი არ იქმნება ქვეყანაზედ. დიდი ძალა აქვს და მოქმედება დედ-მამის ლოცვასა და კურთხევასა.

ახლა, ძმანო, ვინაითგან სიტყვა ჩვენი იყო დღეს შინაურსა კეთილ-ყოფაქცევასა ზედა, მე უნდა გითხრა თქვენ, რომელ, თქვენ ყოველთა, თითქმის მრთელის იმერეთის მცხოვრებთა, გაქვსთ ფრიად ცუდი და ფრიად მავნებელი ჩვეულება, რომელიც თითქმის დაგამსგავსებს თქვენ ურწმუნოთა მაჰმადიანთა. რომელი ანუ რა ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო, რომელ როდესაც დედ-მამანი, ანუ ჭირის-უფალნი გაათხოვებენ ქალს, მაშინ იგინი ფულს იღებენ სიძისაგან, ასე რომ თითქმის არ გაათხოვებენ, არამედ გაჰყიდიან ქალიშვილსა. რაც გინდა დაარქვი ამას, თუ გინდა პირის სანახავი, თუ გინდა სხვა რაიმე სახელი მიეცი, თუ მშობელმა ფული აიღო თავის ქალის მიცემისათვის, მან ერთი სიტყვით გაჰყიდა თვისი შვილი. ეს ავი ჩვეულება არის, ჩვეულება ურწმუნოთა მაჰმადიანთა! იგინი ჰყიდიან თავის ქალი-შვილებს ფულზედ და ჩვენ კი უნდა გვრცხვენოდეს და გვეძაგებოდეს ეს ჩვეულება. რისთვის ჰშვრებიან მაჰმადიანნი ამ საქმეს? მისთვის, რომ იგინი არიან გაუნათლებელნი, მოუნათლავნი, დაბნელებულნი; მათ შორის ქალს არაფერი ფასი არა აქვს; ისინი ქალს უყურებენ, ვითარცა საქონელსა, და ისრე გაყიდიან, როგორც საქონელსა. მათ შორის ცოლი ქმრის წინაშე არის მონა და პირუთქმელი; გარნა ჩვენს, ქრისტიანეთა შორის, დედა-კაცს აქვს ისრეთი ღირსება და ფასი, როგორც მამაკაცს. ქრისტე ღმერთმა ორნივე მოისყიდა სისხლითა თვისითა და ორთავეს თანასწორ მიანიჭა ნათლის-ღება, ზიარება და ყოველი ქრისტიანობრივი მადლი. ეს კი არა, საღმრთო წერილი ესრედ გვასწავლის ჩვენ, რომელ ვინაითგან ქალი არის სუსტი ჭურჭელი, ამისთვის უმეტესად უნდა გვქონდეს სიყვარული და შებრალება ქალისა და სწორედ ესრედაც ვხედავთ ჩვენ განათლებულსა ქრსიტიანობრივსა საზოგადოებასა შინა, ვინაითგან ყოველს განათლებულს საზოგადოებაში ქალს უმეტესი აქვს პატივი და მორიდება, ვიდრე მამა-კაცს. ხოლო თქვენ დაბალთა სოფლის კაცთა შორის ხშირად ნახავს კაცი, რომ ქალი არს შეურაცხყოფილი, დამდაბლებული და დავრდომილი. რაიცა არის ფრიად საწყენი და წინააღმდეგი ჩვენის სჯულისა. ვისი დღესასწაულია დღეს? ვისი გულისთვის შეიკრიბა ესოდენი ერი? ვის სახელზედ აშენებულ-არს ეს დიდებული ტაძარი? ქალის სახელზედ! ყოვლადწმიდა ღვთის-მშობელი ქალი იყო და ახლა იგი არის უმაღლესი ქერუბიმთა და სერაფიმთა. აჰა ვითარ აღამაღლა ღმერთმან ბუნება ქალისა! მაშასადამე, როგორ უნდა იფიქრო შენ, რომელ ქალს არა აქვს ესოდენი ღირსება, როგორც ვაჟს?

ტყუილად და ამაოდ კი არ გეტყვი, ძმაო, ჩემო, რომ ცუდი არის ეს ჩვეულება, როდესაც ჭირის-უფლი ქალის გათხოვებაზედ აიღებს ფულსა. რაოდენი ცუდი და საძაგელი საქმე გამოვა ამ ჩვეულებისაგან! რაოდენ-გზის ჩემამდინ მოიწია ამაზედ საჩივარი! ბევრჯერ მოხდა ესრედ: დედ-მამამ ანუ ჭირის-უფალმან აღუთქვა ერთს კაცს ქალის მიცემა: ქალმა ნახა ის კაცი, მიეჩვია და კიდეც შეიყვარა. მერმე მოვიდა სხვა ვინმე, უმეტესი ფული აღუთქვა დედ-მამასა და ამათ დაიწყეს ძალის დატანება ქალისათვის, რათა გაჰყვეს მეორესა მთხოვნელს; გარნა ქალი გულდამწვარი და გამწარებული ჩუმად გაქცეულა პირველისა სასიძოსა-თანა და ჯვარ-დაუწერელი მასთან ცხოვრობს. კარგია ესა? ვისი ცოდვა იქმნება ეს საშინელი საქმე? ვინ უპასუხებს ღვთის წინაშე ამ ცოდვისათვის? შენ რომ მშობელი ხარ, რას უნდა ეძიებდე და რა უნდა ისურვო შენისა შვილისათვის? იმას არ უნდა ჰფიქრობდე, რომ შენი შვილი კარგს კაცს მისცე, რათა ბედნიერი იყოს? გარნა ბედნიერი მაშინ იქმნება ის, როდესაც გაჰყვება მას, რომელიცა უყვარს; ხოლო შენ ამას არ მოიკითხავ: ვინც მეტ ფულს მოგცემს, იმას აძლევ შენს შვილსა. შენს შვილს ჰყიდი? შენს სისხლს და ხორცხ აძლევ ფულში? რამდენჯერ მომხდარა, რომ ესრეთ გამწარებული და დაჩაგრული ქალი მრთელს სიცოცხლეში აღარ მიჰკარებია და აღარ დალაპარაკებია დედ-მამას.

ნუღარ იქმნება, ძმანო, ჩვენს შორის ეს საძაგელი ჩვეულება. სირცხვილი და სიკვდილი არ არის ჩვენთვის, რომელ ამ საქმეში სრულიად დავემზგავსენით უსჯულოთა მაჰმადიანთა? ზოგიერთი უგუნური დედ-მამა იტყვის: ჩემი შვილი არისო და ვისაც, მე მინდა, იმას მივცემო, მე უნდა დამემორჩილოსო. მაშასადამე, შენ შვილი ისრე მიგაჩნია, როგორც პირუტყვი; არც საქონელს კითხავ, როდესაც გაყიდვა გინდა მისი და არც შვილს მოჰკითხავ, ოდესცა მისი გათხოვება გინდა. მართალია, შვილი უნდა დაგემორჩილოს შენ, გარნა, შენ რომ მამა ხარ, ანუ დედა, ყოველთვის შენი შვილის ბედნიერებას უნდა ცდილობდე და მაშინ კიდეც დაგემორჩილება შენი შვილი; ხოლო, როდესაც ის ხედავს, რომ შენ იმას ყიდი, მაშინ როგორღა შეუძლიან დამორჩილება შენი.

კვალად გეტყვი, ძმანო, მოისპოს ეს ცუდი ჩვეულება თქვენ შორის. განგებ გამოვარჩიე დღევანდელი დღე ამის სათქმელად, ვინაითგან თქვენ დღეს შეკრებულ-ხართ ამ დიდებულ ტაძარში სხვათა და სხვათა სოფელთაგან, მე მსურს, რომ თქვენ, რაც დღეს გესმათ, გადასცეთ თქვენთა მეზობელთა და ესრეთ განვრცელდეს სოფელში კეთილი ზნეობა და არა ამაოდ დაიკარგოს დღევანდელი ჩემი და თქვენი შრომა, არამედ მიიღოთ რომელიმე სულიერი სარგებლობა, რომელიც ნუ მოგვაკლოს ჩვენ ღმერთმან. ამინ.

მოწამე არდალიონი (...
წმიდა მოწამენი: კლ...
ნეტარი იოანე (+150...
ღირსი აკაკი მორჩილ...
ნუგეშისცემა ახლობე...
წმიდა კეთილმსახური...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...