მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მოკლე მოძღვრება დიდსა ხუთშაბათსა ზედა
მოწყალე ფილარეტი

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა თქმული გელათის სობოროში, ჩყჲა-სა წელსა ჱ-ს სექტემბერსა

და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო
დედაკაცმან ხმა ერსა მას შინა და რქვა მას: ნეტარ-არს
მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი,
რომელთა სწოვდი! ხოლო თავადმან თქვა: არამედ
ნეტარ-არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღმრთისა
და დაიმარხონ იგი! (ლუკ. ია. კზ, კჱ).

ოდეს მაცხოვარი ჩვენი ქადაგებდა სიტყვასა ღვთისასა ურიათა შორის, მაშინ მრავალნი მისთა მსმენელთაგანნი დიდითა სიყვარულითა და გულის-მოდგინებითა მიიღებდენ სახარებასა მისსა და ადიდებდენ გულთა შინა მოძღვრებასა მისსა. ერთ-გზის ერთმან მსმენელთაგანმან, უბრალო დედაკაცმან, დატკბობილმან მისითა სიტყვითა, აღიმაღლა ხმა თვისი ერსა შინა და ჰრქვა: ნეტარ-არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ, და ძუძუნი, რომელთა სწოვდი. მაცხოვარმან ისარგებლა ამ უბრალო დედაკაცის პასუხითა, რათა აჩვენოს მას, და ჩვენცა ყოველთა, რომელ ნეტარ-არიან იგინიცა, რომელნი ისმენენ და აღასრულებენ სიტყვასა ღვთისასა. რისთვის შეაერთა; ძმანო, უფალმან ეს ორი საგანი? დედა-კაცი იგი იტყოდა დედისა მისისა, ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისათვის, რომელმან იტვირთა იესო ქრისტე და აწოებდა მას ძუძუთა თვისთა; ხოლო მაცხოვარი უპასუხებს მას: ნეტარ-არიან მსმენელნი და დამცველნი სიტყვისა ღვთისანი. მიზეზი ესრეთის პასუხის იყო ეს: დედა ღვთისა მისთვის უმეტესად შეიქმნა ნეტარ, რომელ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხა იგი. შენ უწოდებ ნეტარად დედასა ჩემსა, უპასუხებს მაცხოვარი დედა-კაცსა მას. გარნა იგი მისთვის შეიქმნა ნეტარი, რომელ მიიღო სიყვარულითა და სარწმუნოებითა სიტყვა ღვთისა და დაიმარხა იგი; ნეტარ იქმნებიან სხვანიცა, ყოველნი მიმღებელნი და აღმასრულებელნი სიტყვისა ღვთისა.

ესრედ, ძმანო მართლ-მადიდებელნო, ნეტარ-არს დედა უფლისა ჩვენისა, რომელმან ისმინა სიტყვა ღვთისა და აღასრულა იგი; ნეტარ-არიან სხვანიცა ყოველნი, რომელნი ისმენენ სიტყვასა ღვთისასა და დაემორჩილებიან მას.

დედა-ღვთისა სიყრმითგან ვიდრე აღსასრულადმდე ისმენდა და იზრდებოდა სიტყვათა ღვთისათა; ხოლო უმეტესად მაშინ, როდესაც მიიღო მან ხარება მთავარ-ანგელოზისა, იტვირთა ძე ღვთისა, აღზარდა იგი და მერმედ ყოველ-დღე ისმენდა მისგან სწავლასა და ქადაგებასა. სახარებასა შინა თქმულ-არს მისთვის: ხოლო დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყვანი გულსა შინა მისსა. დიდითა კრძალულებითა ისმენდა ყოვლად-წმიდა ყოველსა სიტყვასა უფლისასა და დაიმარხავდა სიღრმესა შინა გულისასა, ამისთვისცა შეიქმნა იგი ტაძრად ცხოველად საღმრთოისა მადლისა; ამისათვის იყო იგი ჭურჭელი ყოვლისა სათნოებისა; მშვიდი, მდაბალი, მყუდრო და სახიერი; ამისათვის გამოჰჩნდა იგი დედუფლად ცისა და ქვეყანისა, სამკაულად კაცობრივისა ბუნებისა, თაყვანის-საცემლად ანგელოზთა და კაცთა; ამისათვისცა ჩვენცა ყოველნი დღეს შეკრებულ-ვერთ და ვადიდებთ სანატრელსა მისსა სახელსა.

გარნა ჩვენცა ყოველთა, ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს ნეტარად, უკეთუ ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთისა, ანუ საღმრთო წერილი; პირველად, განანათლებს გონებასა და გულსა კაცისასა და მეორედ გამართავს და შეამკობს მისსა მოქმედებასა. სიტყვამან ღვთისამან მოაქცია და აცხოვნა ყოველი. არა სიტყვამან ღვთისამან მოაქცია და განანათლა ჩვენიცა მამული და წინაპარნი? რას მოგვითხრობს შეხედვა ძველისა ამის და ცის მზგავსისა ტაძრისა, თუ არა კეთილმსახურებასა და ღვთის-მოყვარებასა მათსა? არ გვიმტკიცებს ცხადად ეს დიდებული შენობა და სხვანი მრავალნი, ძველთაგან დაშთენილნი, ვრცელნი ტაძარნი, რომ წინაპართა ჩვენთა ჭეშმარიტად ისმინეს სიტყვა ღვთისა და მტკიცედ დაიმარხეს იგი? გარნა, სამწუხაროდ ჩვენდა, ჩვენ არ ვბაძავთ მათ ამ საქმეში: ოდეს მამული ჩვენი იყო შევიწროებული, ოდესცა ჩვენ ყოველნი ვიყვენით მოუძლურებულ და დამცირებულ, მაშინ უმეტესად ვიყავით განკრძალულ ღვთის-მსახურებასა შინა; მაშინ მონასტერნი და უდაბნონი ჩვენნი იყვნენ აღვსებულ კეთილთა და პატიოსნის ცხოვრებასა მონაზონთა მიერ; სოფელსა შინა იყო სიწმიდე ზნეობისა, ხოლო აწ, ოდეს ღმერთმა მოგვცა მშვიდობა და ხორციელი წარმატება, ოდეს მოგვემათა კეთილმდგომარეობა, მაშინ გული გაგვიგრილდა ღვთის-მსახურებაზედ, სოფლებში განეფინა ბიწიერება და უსამართლობა, დაგვეკარგა ერთგულება, განქარდა სიყვარული, შეირყა ზნეობა.

ამ ჩვენს დროს მოხდა აქ საშინელი საქმე, რომელიც უწინ არა-ოდეს არ მომხდარა. ტაძარსა ამას უნახავს და გამოუცდია მრავალი ცუდი დრო. ოდეს მტერნი აოხრებდენ და არღვევდენ სხვათა დიდებულთა შენობათა და ტაძართა, მაშინ ყოვლადწმიდა ღვთის-მშობელი იცავდა საკვირველად თვისსა ამას სამყოფსა და ხატსა, ხოლო აწ, ჟამსა მშვიდობისასა, ხატი მისი, სიქადული ჩვენი, იქმნა განძარცულ. რასა ნიშნავს, ძმანო, ეს საშინელი საქმე? ანუ თუ არ შეეძლო ყოვლად-წმიდასა, რომელმან უწინ უმრავლესთა უსჯულოთა მტერთაგან იხსნა ეს ადგილი, ახლაც დაეფარა ხატი თვისი ერთის უბედურის კაცისაგან? არა ძმანო! მე ვგონებ, რომ ეს საშინელი და სასირცხო საქმე მოხდა ჩვენისა მხილებისა და სასჯელისათვის; ძვირფასნი იგი თვალნი და მარგალიტნი იყვნენ შეწირულ ღვთის-მშობლისადმი კეთილმოღვაწეთა და ღვთის-მოყვარეთა მეფეთა და ქრისტიანეთაგან; იგინი ნიშნავდენ სიყვარულსა და ერთგულებასა წინაპართა ჩვენთა. და ესრედ, ვიდრემდის იყო ჩვენს შორის ერთგულება და კეთილზნეობა, ღვთის-მშობელიცა მიიღებდა და იცავდა მსხვერპლსა ჩვენსა; ხოლო ოდეს განქარდა ერთგულება ჩვენი, განმრავლდა ორგულება ჩვენს შორის და დაიკარგა კეთილ-ზნეობა, მაშინ უარ-ჰყო ყოვლადწმიდამან მსხვერპლი ჩვენი. მითხარ: რად უნდა მას თვალი და მარგალიტი, თუ გული და სული შენი შორს-არს მისგან, თუ არ ისმენ სიტყვასა ძისა მისისასა და არ აღასრულებ მას? ყოველი მსხვერპლი და შესაწირავი ჩვენი, ყოველი სამკაული ხატთა და სიმდიდრე ტაძრისა მხოლოდ მაშინ არის სათნო და საყვარელ ღვთისათვის. ოდესცა გული ჩვენი მიქცეულ-არს მისდამი, ოდეს გვაქვს კეთილი ყოფა-ქცევა და სიყვარული, ხოლო ოდეს განქარდეს ესენი, გაუქმდებიან იგინიცა; ამ გვარად შეემთხვა ოდესმე ძველსა ისრაილსა, - განქარდა მათ შორის შიში ღვთისა, მიემზგავსნენ იგინი წარმართთა ცუდითა ზნეობითა და ამისთვის მოაკლო მათ ღმერთმან ერთ-გზის კიდობანი აღთქმისა წმიდა წმიდათა და მისცა იგი ტყვედ ფილისტიმელთა უსჯულოთა.

ჭეშმარიტსა ვიტყვი: დასუსტდა ჩვენ შორისცა კეთილი ზნეობა, არა სჩანს ღვთის-მსახურება, განირყვნა სოფელი. შევხედავ რა რომელთამე პირთა, ვკითხავ ჩემს თავს: ვინ არიან იგინი, მორწმუნენი, თუ ურწმუნონი? რით ვსცნა, რომ იგინი არიან ქრისტიანენი? რა ნიშანი აქვსთ, რით შეეტყობა, რომ იგინი აღირებენ სჯულსა ქრისტესსა? სად ანუ როდის მივხვდეთ, რომ მათ ახსოვსთ თვისი წოდება? ეკკლესიაში რომ ხელს აქნევენ და ვითომც პირზედ ჯვარს გამოისახავენ, ეს თავის თავად დიდი არაფერია! შენს სახლში, შენს ოჯახში, შენთა მეზობელთა შორის, შენს საქმეში და სიტყვაში, შენს მისვლა-მოსვლაში - იქ მაჩვენე ქრისტიანობა შენი; იქ გიყურებ შენ და ვხედავ, რომ არაფერი არ გაჩნია ქრისტიანობისა; იქ ვერაფრით ვერ გაგარჩევ ურწმუნოთაგან; ლაპარაკში ნახევარი შენი სიტყვა ან სიცრუე არის, ან მტრობა და ცილის-წამება; ხშირად ისმის შენი პირითგან გინება, ფიცი და უშვერი სიტყვა; ყოფა-ქცევაში და საქმეში უმეტესად ვხედავ, რომ შენ სიმართლეს არ ეძიებ, მხოლოდ შენი თავი გახსოვს და შენი მოყვასი არა-რად მიგაჩნია, ხშირად ეჩხუბები მეზობელს, აიწროებ შენს ძმას, პატივს არა სცემ დედ-მამასა, არ გებრალება კაცი გაჭირვებული, ნახევარი მონაგები შენი უსჯულოდ გაქვს მოტაცებული. ერთი სიტყვით, არ ვიცი, რით გაგარჩიო შენ ურწმუნოთაგან, რომელი ნიშანი გამოაჩენს, რომ შენ ხარ მორწმუნე ქრისტიანე? რომელს შემთხვევაში გამოჰჩნდება უმჯობესობა შენი ურწმუნოთა კაცთა-ზედა?

ძმანო ქრისტიანენო! ის უმეტესად არის შემაწუხებელი და შემაძრწუნებელი, რომ ესევითარნი პირნი, რომელთა არა აჩნია ქრისტიანობა, რომელთა ყოფა-ქცევა ცხადად გამოაჩენს, რომელი მათ არაოდეს არ ახსოვსთ სჯული და სახარება, ესე ვითარნი პირნი არა ორნი ანუ სამნი არიან ჩვენს შორის, არამედ მრავალნი, თითქმის ყოველნი. მითხარ, ვინ დარჩა ახლა ისეთი კაცი, რომ ყოველთვის, ყოველს სიტყვაში და საქმეში ეძიებდეს სიმართლესა და სძულდეს უსჯულოება და სიცრუე? იქმნება, მოხუცებულნი პირნი ჩვენს შორის იყვნენ კეთილის მოყვარენი და ახსოვდესთ, რომ მათი ცხოვრება შემოკლებულ-არს და უნდა მომზადდნენ მომავალისა საუკუნოისათვის? გარნა რაოდენნი არიან ჩვენს შორის მოხუცებულნი და მაინც არ იშლიან ცუდსა ყოფაქცევასა? ან, იქმნება, ჭაბუკნი იყვნენ წმიდისა ცხოვრებისა და კარგად იზრდებოდენ? გარნა მრავალნი, თუ არა ყოველნი, მათ შორისცა, საუბედუროდ, ადრითგან ეჩვევიან ყოველსა უწესობასა. ან, იქმნება ქალნი ჩვენს შორის იყვნენ უმჯობესისა ცხოვრებისა, სიწმიდით და მყუდროებით ატარებდენ ცხოვრებასა თვისსა, გარნა, საუბედუროდ, მათსაცა შორის ძნელად ნახავს კაცი ქრისტიანობრივსა ცხოვრებასა.

ესრეთ ძმანო! ყოველთა შევსცოდეთ ღმერთსა და განვამწარეთ მამა ჩვენი ზეციერი; ყოველთა გვმართებს მონანება ცოდვათა და შერიგება ღვთისა-თანა ლოცვითა და კეთილითა ყოფა ქცევითა: ნუ დავიძინებთ ცოდვათა შინა, რათა არა უკანასკნელადმდე დაგვივიწყოს ღმერთმა და მიაქციოს ჩვენგან პირი თვისი; ყოველმან კაცმან შეიყვარეთ სიმართლე და განანათლეთ გული და სული თვისი სიტყვითა ღვთისათა; გახსოვდეთ სიტყვა იგი მაცხოვრისა: ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და დაიმარხონ იგი.

საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო! გუშინ აქ მომავალი, მე ვხედავდი მრავალსა თქვენგანსა, რომელნი მოეშურებოდით აქა დიდითა გულ-მოდგინებითა: ზოგნი თქვენგანნი მოდიოდნენ ფერხ-შიშველნი, სხვანი იყვნენ დამაშვრალნი ოფლითა და მტვერითა. განმახარა ესრეთმა თქვენმა ერთგულებამან; გარნა გლოცავ თქვენ, არ დაივიწყოთ, რომ ერთგულება და სიყვარული ღვთისა იქ უნდა გეტყობოდესთ, სოფელში, სოფლიურ ცხოვრებაში. კაცის გული ორად არ უნდა იყოს გაპობილი; სრულებით უნდა ეკუთვნოდეს იგი ღმერთსა და არა ერთითა მხოლოდ კერძოითა; ვინც ერთსა მხოლოდ წამსა არის ღვთისა და მერმე კვალად მისცემს თვისსა გულსა სოფელსა და ამაოებასა, იგი სცდება ფრიად: სოფელსაც ვერ შეიძინებს და ღმერთსაც მოაკლდება, რომელიც და განაშოროს ჩვენგან. ამინ.

ტაძარი და მისი მოწ...
შობა – აკაკი წერეთ...
ბავშვთა აღსარება
წინასწარმეტყველი ბ...
ფერისცვალებისას სა...
წმიდა მოწამე ანასტ...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გილოცავ შობას

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გილოცავ დავითობას

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე მარინე

დათვალიერება...