მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




საღმრთო ლიტურგიაზე
მოძღვრება დიდ-მარხვის მეორესა კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება ღვთისმშობლობას

დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, 21 სექტემბერი, 2007 წელი

„საქართველო იქნება ძლიერი, იქნება მშვიდობიანი, იქნება მდიდარი, თუ ჩვენ არ დავკარგავთ რწმენას,
ჭეშმარიტ სარწმუნოებას, თუ ჩვენ არ დავკარგავთ ერთსულოვნებას და ერთითა პირითა,
ერთითა გულითა და ერთითა გონებითა ვადიდებთ უფალს და შევავედრებთ საქართველოს!"

სახელითა მამისათა და ძისთა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ მარიამ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს! წყალობა და ლოცვა-კურთხევა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სუფევდეს თქვენზე და საქართველოზე.

ამქვეყნად ყოველი ადამიანი მოდის ღვთის განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევით და უფლის საგანგებო დავალებით. ყოველ ადამიანს გააჩნია განუმეორებელი სული და განუმეორებელი სხეული. ამასთან, ყოველ ადამიანს აქვს შემოქმედისაგან ბოძებული მისია, ამიტომაც ზოგიერთს ეძლევა უფრო მსუბუქი, უფრო მცირე ჯვარი, ზოგიერთს კი - მძიმე ჯვარი, ჯვარი ერისა.

დღეს არის შობა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთისმშობელ მარიამზე შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ლოცვის ნაყოფი.

როგორც თქვენ იცით, იოაკიმესა და ანას არ ჰყავდათ შვილები და ცრემლითა და ვედრებით, დაუღალავი ლოცვით გამოსთხოვეს მათ უფალს შვილი. დიდხანს არ უსმენდა მათ უფალი, მაგრამ ბოლოს ისმინა და უბოძა შვილად - ყოვლადწმინღა ღვთისმშობელი დედა, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი. აბა, დააკვირდით, ტაძრების უმრავლესობა სწორედ დედა ღვთისმშობლის სახელზეა აშენებული და ეს შემთხვევითი არაა, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და იგი მფარველია ზეციური საქართველოსიც.

რომ გადავხედოთ წარსულს, დავინახავთ, ძლიერ კვალს დედა ღვთისმშობლის შემწეობისა, რაც აღწერილია ჩვენი მემატიანეების მიერაც. მას მრავალჯერ უხსნია ქართველი ერი განადგურებისაგან, მრავალჯერ ყოფილა, რომ მტერი მოსდგომია საქართველოს, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვართ მამული და წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და თუკი გვექნება მტკიცე რწმენა და თუ გვექნება სიყვარული და სასოება, იმედი და ამასთან ერთსულოვნება, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს.

ხშირად მეკითხებიან, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში. მე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა 7-გზის ლოცვა, ამ ლოცვით მთელი ერი ერთიანდება ღვთის წინაშე და შეჰღაღადებს მას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „თუკი ორი ან სამი კაცი არის შეკრებილი ჩემი სახელით, მე ვათ მათ შორის". და თუკი მთელი ერი შესთხოვს უფალს საქართველოს მთლიანობას, საქართველოს კეთილდღეობას, მშვიდობას, სიკეთეს, - უფალი აუცილებლად ისმენს ამ ლოცვას. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი საქმე, რაც გააკეთა ქართველმა ხალხმა. საქართველო იქნება ძლიერი, იქნება მშვიდობიანი, იქნება მდიდარი, თუ ჩვენ არ დავკარგავთ რწმენას, ჭეშმარიტ სარწმუნოებას, თუ ჩვენ არ დავკარგავთ ერთსულოვნებას და ერთითა პირითა, ერთითა გულითა და ერთითა გონებითა ვადიდებთ უფალს და შევავედრებთ საქართველოს! ამასთან, ყოველთვის უნდა ვევედროთ: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცადაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!" და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რასაც ხშირად გეუბნებით - სთესეთ სიკეთე, კეთილი საქმე ყოველდღიურად და ეს სიკეთე ასმაგად დაგიბრუნდებათ თქვენ.

გარდამოიხილე ზეცით ღმერთო და იხილე და მოხედე ვენახსა ამას და განამტკიცე ესე, გადაარჩინე ესე, რომელ დაასხა მარჯვენემან შენმან! ამინ.

გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ჩვენი ზეციური დედოფლის შობას. და დღეს მე მინდა დავაჯილდოვო ამ ტაძარის წინამძღვარი. დეკანოზი სვიმონი დაჯილდოებულია მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა მარადის ჩვენთანაა. ნურასდროს დაკარგავთ იმედს!

დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №29, 2007 წ.

წმიდა მოციქულნი: ს...
წმიდა მოწამე ალექს...
აღსარება
მოწამენი: იაკობ ხუ...
მღვდელმოწამე იანუა...
წმიდა მოციქული ანდ...

გილოცავ ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირაკლი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პეტრე და პავლე

დათვალიერება...

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირინეს მადლი და ძალა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...