მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა მეზვერისა და ფარისევლისა კვირიაკესა
გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ღვთისმშობლის შობის დღე

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.

- ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდად ბედნიერი დღე მთელი საქართველოსთვის, დღეს უდიდესი სასწაულის მომსწრენი გავხდით, სამოცდახუთი წლის დუმილის შემდეგ კვლავ ღაღადებს დიდი გელათი!

ვხედავთ ამ სასწაულს და ვხედავთ, რა დიდია უფალი.

დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი. ადამიანისათვის აღმოჩენაა ღვთის განგება. მრავალგზის მითქვამს და ახლაც გავიმეორებ. იყო დრო, ჩვენი წინაპრები დიდი რწმენით აშენებდნენ წმიდა სალოცავებს. როგორ წარმოიდგენდა დიდი დავითი, დიდი თამარი, საერთოდ, ქართველი კაცი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას, ამ სამ წმიდათაწმიდას, სიცოცხლის ფასად იცავდა, რომ ოდესმე თვით ქართველი დაიწყებდა ტაძართა ნგრევას. ეს ხომ საშინელებაა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ რომ იყო დრო, როცა თავის დაცვა ჩვენივე ხალხისაგან დაგვჭირდა. ამით უნდა განვსაზღვროთ, დავინახოთ წინ მივდივართ, თუ უკან.

ადამიანი გაამპარტავნდა და დაკარგა სულიერება, შეიძინა ცოდნა, მაგრამ რაა ცოდნა, თუ ადამიანის სული ღმერთს დაშორდება. თუ ღმერთთან მიახლოვებას შევძლებთ, მაშინ ტექნიკა, ასე რომ მოიცვა დღევანდელი მსოფლიო, საშიში აღარ იქნება. კაცობრიობა უკვე მივიდა ამ დასკვნამდე და შეიგრძნო თავისი დანაშაული, ადამიანმა დაიწყო ფიქრი ღმერთზე და დაიწყო ფიქრი სულზე. არ არის საკმარისი მარტო მატერიალური დოვლათი. უპირველესად, საჭიროა სულიერობა, საჭიროა სულიერი საზრდო... ეს მთავარია და, სწორედ ეს მთავარი გამოგვაცალეს და აი, თავიდან ვაშენებთ ჩვენს სულიერ ტაძარს, ვაშენებთ სულს... მაგრამ ვართ ამისთვის მზად? ყოველთვის არა. ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ... ბევრი დავკარგეთ, მაგრამ თუ რწმენა გვექნება, კვლავ დავიბრუნებთ ღვთაებრივ მადლს, მის მოწყალებას.

დიდი ძალა აქვს ლოცვას... დიდია ძალა და მოწყალება გელათის ღვთისმშობლისა. როცა დავითმა გელათის მშენებლობა გადაწყვიტა, მას უნდოდა, რომ იგი არა მხოლოდ ბერების სავანე ყოფილიყო. არამედ დიდი სამეცნიერო ცენტრიც. სწორედ ამ მიზნით მოიწვია იოანე პეტრიწი, არსენ იყაღათოელი და სხვები. შემთხვევით არ უწოდებდნენ გელათს მეორე იერუსალიმს და მეორე ათინას. დავითს სურდა სულიერობით გელათი იერუსალიმს დამსგავსებოდა, ხოლო მეცნიერებით - ათენს. აქ ასწავლიდნენ არა მარტო ღვთისმეტყველებას, არამედ პლატონს, არისტოტელეს... საერთოდ, მთელს იმდროისათვის დაგროვილ სიბრძნეს.,. მე ხშირად მეკითხებიან, თუ რა არის ქართული ეკლესიის დამახასიათებელი ნიშანი და ვპასუხობ: მასში თავიდანვე იყო სწრაფვა ცოდნისა და სულიერობისაკენ.

დღეს გაიხსნა გელათი და დღეს იხსნება სასულიერო აკადემია თბილისში... მიმდინარეობს გამოცდები, ეს შემთხვევითი დამთხვევა როდია. თბილისის აკადემია გამგრძელებელი იქნება იმ ძველი აკადემიის ტრადიციებისა, რომელიც გელათში არსებობდა. თითქოს ღმერთი გვეუბნება, გეყოფათ ამდენი გლოვა, გაიხარეთო. ასევე იხსნება შიო მღვიმე, ანტონ მარტყოფელის მონასტერი და მრავალი სხვა, ყოველივე ეს ნიშანია ღვთისმშობლის მფარველობისა, მისი მეოხების გარეშე საქართველო ამდენ ტანჯვა-წამებას ვერ გაუძლებდა.

შეხედეთ ამ კედლებს, ამ გუმბათს. რა ძალამ აზიდა ეს უზარმაზარი ქვები... რწმენამ და ღვთის სიყვარულმა.., დღეს კი? მაგრამ საქართველო მუდამ მორწმუნე იყო. ქართველ კაცს უყვარს ღმერთი... თავისი ღმერთისთვის არაერთხელ გაეკრა იგი ჯვარზე და ამიტომაც გადარჩა. ბევრი განსაცდელი გარდაგვხვდა და ავიტანეთ.

სოლომონ ბრძენი ამბობს: არის ჟამი ნგრევისა და არის ჟამი შენებისა.

გილოცავთ, რომ დადგა ჟამი შენებისა.

ვულოცავ დიდ დავით აღმაშენებელს, მის ძეს დემეტრეს, რომელთაც ეს დიდებული ტაძარი ააშენეს.

უფრო დიდი ზეიმი დღეს ზეციურ საქართველოშია.

ბედნიერი ვართ, ბოლოსდაბოლოს ვიხილეთ სიცოცხლეშემოსილი გელათი...

ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო... კიდევ მრავალი ტაძარი გენახოთ ამოქმედებული...

ჩვენთან არს ღმერთი.

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს სიცოცხლე!

ამინ.

გელათი, 21 სექტემბერი, 1988 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი II, თბილისი, 1997 წ.

წმიდა მოწამენი: ან...
აღსარება
წმიდა მოწამე ბოიან...
ღირსმოწამენი: ეპიქ...
წმიდანი ბარსისე და...
უნდა ვიჩქაროთ სიკე...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...