მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




აღდგომა
მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ წელსა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


„და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თვისა" (მუხლი 56).

ამრიგად, სამი თვე დაჰყო ქალწულმა მარიამმა ელისაბედთან, მაგრამ მოესწრო თუ არა იგი იოანე წინამორბედის შობას, ამის შესახებ მახარებელი არაფერს არ გვაუწყებს: რამეთუ 57-ე და მომდევნო მუხლებში საუბარია მხოლოდ მეზობლებსა და ნათესავებზე, რომელნიც, როგორც კი შეიტყვეს ელისაბედს ძე შეეძინაო, უმალვე ზაქარიას სახლში შეიკრიბნენ; ასევე იგინივე ესწრებოდნენ ახლადშობილი ყრმის წინადაცვეთას; მარიამის შესახებ კი ლუკა აღარაფერს ამბობს. მეტად სავარაუდოა, რომ იგი განერიდა ცნობისმოყვარეთა მზერას და იოანეს შობის წინ ნაზარეთში დაბრუნდა, თავის სახლში. მახარებლის შენიშვნა, რომ ქალწული მარიამი თავის სახლში დაბრუნდა და არა იოსების სახლში, ცხადად გვანახებს, რომ იოსებთან დაწინდვის შემდეგ იგი მაშინვე არ გადასულა საცხოვრებლად იოსების სახლში და, რომ, აქედან გამომდინარე ანგელოზის ხარებაც მის საკუთარ სახლში აღსრულდა და ელისაბედთანაც იგი საკუთარი სახლიდან გამოემართა, და მხოლოდ ნაზარეთში დაბრუნების შემდეგ გადავიდა მართალი იოსების - თავისი დამწინდველისა და მფარველის სახლში.

 

II. ახლა კი იმ სულიერ-სამოძღვრებო შეგონებებზე გადავიდეთ, რასაც ჩვენს მიერ განხილული სახარება შეიცავს.

ა) ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარანგელოზისაგან მიღებული საღმრთო ხარების შემდეგ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, სულ მალე, თავის ნათესავ ელისაბედთან გაემართა, ზაქარიას სახლში (მუხლი 40). მაგრამ თუ იცით, რა სახლი იყო ეს? ეს იყო ღმერთის მართალი მსახურის სახლი, კურთხეულ-განწმედილი მასში აღსრულებული კეთილმსახურების საქმეებით; ის სახლი, რომლის მკვიდრთაც უწყიან შემოქმედი ღმერთი, კეთილმოშიში მოწიწებით თაყვანს სცემენ მას და გულმოდგინედაც ემსახურებიან, - ანუ ის სახლი, სადაც ქალწული მარიამი მხოლოდ ისეთს რასმე იხილავს და მოისმენს, რაც განსაკუთრებულად აღანთებს, განაძლიერებს და განამტკიცებს მის საღმრთო მოშურნეობას და კეთილმსახურებას. აი, როგორ საზოგადოებას ეძიებს ყოვლადწმიდა ქალწული. რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? ის, რომ ჩვენც ნაცნობებისა და მეგობრების შერჩევაში ძალზე წინდახედულნი უნღა ვიყოთ, და ამ არჩევანის გაკეთებისას ადამიანთა წარმომავლობას, წოდებასა და საზოგადოებაში დაკავებულ მდგომარეობას კი არ უნდა ვუყურებდეთ, და არც მათს სიმდიდრესა თუ გავლენას, არც ბრწყინვალებასა თუ ბუნებრივ მონაცემებსა თუ უნართ, არც ხასიათის სიცხოველეს, გონებრივ განვითარებასა და განათლებას თუ სახელგანთქმულობას, არამედ, უპირატესად, მათს სათნოებებსა და ცხოვრების კეთილწესიერებას, მდგრადობას, მათს ღვთისმოშიშებას, სულის მართლობას, გულის სიწმიდესა და ზნეჩვეულებათა უბიწობას. აკი წმიდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითი ასე იტყვის საკუთარი თავის შესახებ: „სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა, უფალო, უფროის ათასთა მათ: ვირჩიე მე მივრდომაი სახლსა ღმრთისა ჩემისასა უფროის, ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფსალ. 83,11).

აი, ის ნიმუში, მაგალითი, რომლის შესაბამისადაც უნდა შევაფასოთ ჩვენ სახლები და გამოვარჩიოთ ის ადამიანები, რომლებთანაც შეგვეძლება ან არ შეგვეძლება ახლო ურთიერთობების დამყარება. და რაკი ცოდვილნი მოშორებიან უფალს, ჩვენი არსებითი სარგებლობა და მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ გავეცალოთ მათ. ჯობს მძიმე მარტოობასა და სრულ უცნობლობაში დავრჩეთ, ვიდრე ცოდვილ ადამიანებთან გვქონდეს ახლო ურთიერთობა; ხოლო თუკი უსათუოდ უნდა გვქონდეს ვინმესთან ურთიერთობა, მაშინ, დაე, ნაკლებ სარგებლიანი და ნაკლებ ბრწყინვალე იყოს იგი, ოღონდ უფრო მეტად ქრისტიანული, - იმ ადამიანებთან, რომლებსაც მთლიანად მიუძღვანებიათ თავის ღმერთისთვის - იმისთვის, ვინც ჩვენ უპირველეს ყოვლისა და უმეტეს ყოველისა უნდა გვიყვარდეს. უკეთურ ადამიანებთან ურთიერთობისას, ვისაც არ ეშინია ღმერთისა და ურწმუნოდ და უსინდისოდ ცხოვრობს, ჩვენს ცხოვნებას ნამდვილად დიდი საშიშროება ემუქრება. ათასობით მაგალითი გვიჩვენებს, თუ რა დამღუპველი და სახიფათო შედეგები ახლავს თან ამგვარ ურთიერთობებს. მართლაც, ჩვენი გული თავისთავადვეა მეტად მიდრეკილი მოუძლურებისა და გარყვნილებისაკენ. და მაშინ რაღა იქნება, როცა ამ ბუნებრივ მიდრეკილებას დაემატება შთაბეჭდილებანიც და ზემოქმედებანიც იმ ადამიანთა მხრიდან, რომლებთანაც მეგობრული, ახლო ურთიერთობანი, და შესაძლოა, ღრმა პატივისცემაც გვაქვს, რასაც შეუძლია გვაცთუნოს და გაგვიტაცოს კიდეც?!ბუნებრივია, ჩვენ მათს მსგავსად ფიქრს მივეჩვევით, მათს მსგავსად ლაპარაკს... ამიტომაც ჩვენ ძალზე ფრთხილნი უნდა ვიყოთ ურთიერთობებში.

ბ) აღნიშვნის ღირსია ის სიხარულიც, რომლითაც ელისაბედი აღივსო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სტუმრობისას (მუხლები 41-45). ღვთისმშობლის სტუმრობა შემდგომშიც მეორდებოდა, და შესაძლოა, ახლაც განმეორდეს. ჰოდა, განა ჩვენც მართალი ელისაბედივით არ უნდა გვიხაროდეს ამგვარ სტუმრობათა დროს და განა მასავით არ უნდა ვამბობდეთ: „ვინაი ესე ჩემდა", - ეგზომ დიდი ბედნიერება, - „რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა?"-ო! თუკი ჩვენ ქვეყნიურ ხელმწიფეთა, მათი ნათესავების, ცნობილი ადამიანების სტუმრობა გვახარებს, მაშინ რაოდენგზის უფრო უნდა გვახარებდეს ზეციური მეფის - ცათა და ქვეყნის მეუფის დედის სტუმრობა, რაც განსაკუთრებულად დაგვაახლოებს მასთან, ხოლო მისი მეშვეობით - თვით უფალ ღმერთთან, და ბუნებრივად განგვაწყობს ღმერთისაგან განსაკუთრებულ კეთილმოქმედებათა და წყალობათა მოლოდინისათვის. ღვთის დედას, რომელმაც წმიდა სიხარულის მიზეზი უშვა ამა მწუხარე ქვეყანას, არასდროს არ შეუწყვეტია, - და არც ახლა წყვეტს, - ამ სიხარულის გადმოღვრას ყველაზე და თითოეულზე და ამავე დროს თავად ჰპოვებს სიხარულს მწუხარეთა და მტირალთა ნუგეშის-ცემაში, გახარებაში; მართალია, ჩვენთვის ღვთის დედის ყველა გამოცხადება როდია ცნობილი, აღსრულებული მწუხარეთა ნუგეშის-ცემისათვისდა გახარებისათვის, რადგან ხშირად ფარულ ნუგეშად რჩება მათთვის, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილი გამოცხადებების მიხედვითაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მორწმუნეთა აღურაცხელი სიმრავლე ღირს-ქმნილა და ღირს-იქმნება მისგან ნუგეშისა და სიხარულის მიღებისა.

გ) კვალად, ჩვენს ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ქალწული მარიამი თავისი სიხარულის მიზეზს ღმერთში ხედავს: „განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა"-ო, - ღაღადებს იგი (მუხლი 47). ღვთის დედის მაგალითმა, დაე, ჩვენც გვასწავლოს სიხარულის ძიება, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში. რამეთუ უფალი ღმერთი ჩვენი არის უზენაესი და უსრულყოფილესი სიკეთე და წყარო ყოველგვარი სიკეთისა და სიხარულისა. მან ცათაგან ამქვეყნად მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი საყვარელი ძე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რათა ქვეყნიური ამაოებისაგან განეშორებინა ადამიანთა გულები, თავისკენ მიეზიდა ისინი და ამგვარად შევექენით ჩვენ თავისი სახიერების თანამოზიარეებად. ამ ღვთაებრივი წარმოგზავნილის სწავლვბითა და მაგალითით ჩვენც სხეულში, ხორცსა და სისხლში კი არ უნდა ვეძიებდეთ სიხარულს, მათს თნებას კი არ უნდა ვცდილობდეთ, არამედ - სულში უნდა ვეძიებდეთ და სულისთვის დავშვრებოდეთ; აქედან გამომდინარე, ჩვენს სიხარულსაც ქვეყნიურ სიკეთეთა მოპოვება კი არ უნდა შეადგენდეს, არამედ ზეციურ საუნჯეთა დაგროვება; გრძნობათა შვება-სიამეში კი არ უნდა ვჰპოვებდეთ ჭეშმარიტ სიხარულს, არამედ წმიდა და უზაკველი სინდისის სიმშვიდეში, რომელიც საღმრთო მცნებების მუდმივი შესრულებითა და ღმერთის ნებისადმი სრული მინდობით მიიღწევა. სწორედ ამგვარი სიხარულით განიხარა ყოვლადუბიწო ქალწულ მარიამის გულმა. მიიღო რა ანგელოზისაგან ხარება ღმერთის ხორციელად მოვლინების შესახებ: „და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა" (ლუკა 1,47), - ღაღადებდა იგი ზაქარიასა და ელისაბედის სახლში. სწორედ ამგვარი სიხარულით იყვნენ განსულიერებულნი და განმხნევებულნი ყოველნი ჭეშმარიტნი მიმდევარნი იესო ქრისტესი ცათა სასუფევლისაკენ მიმავალ ვიწრო, მწუხარებებით მოფენილ გზაზე.

ამრიგად, ქრისტიანებო, თუკი გსურთ მტკიცედა და ურღვეველი სიხარულით დასტკბებოდეთ, მაშინ ყოველივე გრძნობიერზე და ქვეყნიურზე აღამაღლეთ თქვენი სული - ყოველთა სიკეთეთა წყაროსკენ, უფლისაკენ, და განიმტკიცებთ რა გულს მის სჯულში, მთელის გულით გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაწერილი იქნება საუკუნო ცხოვრების წიგნში (ლუკა 10,20).

დ) კიდევ ერთი დამოძღვრაც მოვიღოთ აწინდელი სახარებიდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ღვთის დედა თავისი განდიდების მიზეზს ღმერთის მოწყალებაში ჰგონებდა, და არა საკუთარ სათნოებებში (მუხლი 48). ამრიგად, მარადის ქალწულისათვის სრულიად უცხო იყო ამპარტავნება. და ჩვენც, ყოველნი ქრისტიანნი, უნდა ვერიდოთ ამ მანკიერებას. როგორც საღმრთო წერილშია ნათქვამი, ამპარტავნებაა ცოდვის დასაბამი, ანუ ყველა ცოდვისა და უსჯულოების წყარო და ძირი. იგი იქამდე უბრმავებს ადამიანს სულიერ თვალებს, რომ მას უკვე არ ძალუძს დაინახოს და შეიმეცნოს ღმვრთის დიდებულება და საკუთარი არარაობა, და ამიტომ არც მოშიშება აქვს ღმრთისა და არც მოწიწება მის წინაშე; ამპარტავანი ადამიანი ვერ გრძნობს ღმერთის კეთილმოქმედებას თავის მიმართ, და ამიტომ მარადის უმადური რჩება ღმერთისადმი. ამპარტავნება აბრმავებს ადამიანს საკუთარი თავის მიმართაც, ისე, რომ იგი ან სულ ვერ ხედავს საკუთარ მანკიერებებსა და უძლურებებს, ანდა ცდილობს პირმოთნეობით დაიფაროს ისინი; ესევითარი ხშირად ისეთი საქმეებით იწონებს თავს, რომელთა გამო სირცხვილით გაწითლება ჯერ-და. ამპარტავნება ყოველგვარ ღირსებას აცლის თვით ქველმოქმედებასაც კი მოყვასთადმი, არაქმედითად აქცევს ლოცვას და საშუალებას არ აძლევს ადამიანს გულწრფელად მოინანიოს ცოდვები. ამპარტავნებამ აღმოაცენა, - და ყოველთვისაც აღმოაცენებს - ყველა მანკიერება და უბედურება, რომელთაგანაც კაცობრივი საზოგადოებანი ევნებიან. და ბოლოს, ამპარტავნება იყო და არის დედა ყოველთა მწვალებლობათა და განხეთქილებათა, რომელთაგანაც ასე მძიმედ ევნებოდა და ახლაც ევნება თავად ეკლესია ღმრთისა; ჭეშმარიტად, რომ ცოდვის დასაბამი ამპარტავნებაა, და მისით შეპყრობილი სიბილწეს აღმოანთხევს. ჩვენ ასეთ საშინელ მტერს ჯერ არს მტკიცედ, შეურიგებლად ვებრძოლოთ, რათა შევმუსროთ იგი და განვაგდოთ ჩვენგან.

 


[*] ქებრონი (ებრაულად ნიშნავს „კავშირს", „გაერთიანებას") - ამ სახელით იწოდა ჰალევას ძის სახელის მიხედვით და ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო იუდეაში(რიცხვთა 13,22); თავიდან იგი იწოდებოდა კირიათ-არბად, ანუ არბას ქალაქად, რადგან ოდესღაც იგი ცნობილი გმირის ებაკის ერთ-ერთი ძის საცხოვრებელი იყო, რომელსაც არბა ერქვა (ისუ ნავე 14,16). ქალაქი იერუსალიმიდან სამხრეთით 30-იოდე კილომეტრზე მდებარეობდა, შემაღლებულ ადგილას, და დღემდე ცნობილია საბრუნის ანდა ელ-ხალილის სახელწოდებით, რაც ნიშნავს „ღმერთის მეგობარს" (რადგანაც აბრაამიც, საღმრთო წერილში ღმერთის მეგობრად იწოდება)და ამჟამად ცნობილია თავისი მინის ნაკეთობებით. ეს იყო პალესტინის სასაზღვრო ქალაქი, მთიანი მხარის დედაქალაქი. გადმოცემით აქ მდებარეობს აბრაჰამის, ისააკისა და იაკობის საფლავები, ასევე მათი ცოლებისაც - სარასი, რებეკასი, ლიასი, როგორც საღმრთო წერილი გვამცნობს: „და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თვისი სარა ქვაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს - ქებრონი, ქვეყანასა ქანაანისასა" (დაბად. 23,19). ქალაქი განლაგებული იყო ნაწილობრივ მთის ფერდზე და ნაწილობრივ ვაკეზე. ქალაქ ქებრონთან დაკავშირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელთა შესახებაც საღმრთო ისტორია მოგვითხრობს. ესქოლის ველი მის მახლობლად მდებარეობდა, და ქებრონის ველიც ერთ დროს იაკობის სამყოფელი იყო (დაბად. 37,14). აქვე ცხოვრობდა აბრაჰამიც და აქვეა იგი დაკრძალული თავის ოჯახობასთან ერთად (დაბად. 13,18). იერუსალიმისაკენ მიმავალი გზის დასავლეთით, ქებრონის ერთ კილომეტრზე მდებარეობს სახელგანთქმული მამბრეს ჭალა - „მამბრეს მუხა" (დაბად. 13,18,13). ეს მუხა, გადმოცემით, ფლავისოსისა და იერონიმეს დროს ჯერ კიდევ იდგა. ეს ის ადგილია სადაც აბრაჰამს უფალი ღმერთი გამოეცხადა სამი მსხემის სახით და აკურთხა იგი; და ეს ადგილი დღესაც შეადგენს მომლოცველთა თაყვანისცემის საგანს. ქებრონის სხვა ღირსშესანიშნაობანია აბენისის აკლდამა, აგრეთვე დავითის მამის იესეს და ხალების საფლავები, თუმცა აღნიშნული ადგილები ჯერ საკმარისად არ არის გამოკვლეული.

მღვდელი გრიგოლ დიაჩენკო „სადღესასწაულო სახარებათა განმარტება", თბილისი, 2001 წ.

წმიდა მოწამე აღათო...
წმიდა მოწამენი: აკ...
რა მოხდა როცა ნოე ...
წმიდა მოწამე ბარლა...
მიტროპოლიტი ანტონ ...
მოვედით ჩემდა ყოვე...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...