მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მოძღვრება მართლ-მადიდებლობის კვირიაკესა
აქებდით ღმერთსა მეცნიერებით

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 14 თებერვალი, 2010 წ.

„დღეს არის არა მარტო შენდობის, არამედ შერიგების დღეც!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, დადგა სინანულისა და სულიერი განწმენდის ჟამი! ღმერთმა ინებოს და გაგვითენოს აღდგომა მშვიდობისა, საქართველოს გამთლიანებისა, ყოველი ჩვენგანის სულიერი განწმენდისა!

დღეს აღვნიშნავთ დიდი დღესასწაულს - მირქმას უფლისა. ეს არის დღე, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ და მართალმა იოსებმა ყრმა იესო ტაძარში მიიყვანეს. სახარებაში წერია: „იყო კაცი ვინმე მართალი სვიმეონ და სული წმინდა იყო მას ზედა". სულიწმინდით გაბნრძნობილი სვიმეონი სწორედ იმ დროს მივიდა ტაძარში, როდესაც იქ ჩვილი იესო მიაბრძანეს. მართალმა სვიმეონმა თავისი სულიერი ხედვით განჭვრიტა, რომ მის წინაშე ჩვეულებრივი ყრმა კი არ იყო, არამედ - უფალი, ღმერთკაცი! აი, ამგვარად აღესრულა იერუსალიმის ტაძარში ღმრთისა და ადამიანის შეხვედრა!

დღეს ჩვენ შორისაც ხდება შეხვედრა ღვთისა და ადამიანისა. ყოველი მორწმუნე, რომელიც იღებს წმინდა ზიარებას - ეგებება უფალს, იესო ქრისტე მიდის მასთან!

სხვა შემთხვევაშიც მოდის ჩვენთან უფალი. როდესაც ადამიანი სულიერად ეცემა, უძლურებით ცოდვაში ვარდება, ამ დროს თავად უფალი მიეახლება მას, რათა კვლავ წამოაყენოს; ღმერთთან ეს შეხვედა მით უფრო მალე ხდება, რაც მალე შესთხოვს მას ადამიანი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!"

დღეს ასევე დაემთხვა ხსენება ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნისა. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ, ცოდვილნი, არ განვიდევნოთ სასუფეველიდან!

დღეს ასევე არის უდიდესი დღე, რომელიც წელიწადში ერთხელ აღესრულება, - ეს არის შენდობის დღე, შენდობის კვირიაკე. ამ დღეს ყოველმა ადამიანმა განსაკუთრებით უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში, გონებაში, თავის სულში და დაინახოს საკუთარი ცოდვები. ამიტომ ამბობს წმინდა ეფრემ ასური: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისათა". ადამიანი, რომელიც განიკითხავს სხვის ცოდვებს, ღვთის დაშვებით, თვითონაც იმავე ცოდვაში ვარდება. ღმერთი ამას იმიტომ უშვებს, რომ განწმინდოს კაცი განკითვისაგან, განკურნოს ცოდვისაგან.

დღეს არის არა მარტო შენდობის, არამედ შერიგების დღეც! დღეს ყველა უნდა ვეცადოთ, ერთმანეთს შევურიგდეთ.

ღმერთი იყოს მფარველი ჩვენი და სრულიად საქართველოსი!

ღმერთმა ყოველს მოგვცეს სულიერი ძალა, რომ ერთმანეთი კი არ განვიკითხოთ, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვეწი ცოდვები დავინახოთ და დავადგეთ გზასა ზედა სინანულისასა!

დალოცვილი და გახარებული იყავით!

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია კიდევ იმით, რომ ვლოცავთ 26 ქართულ გვარის. ვუსურვებთ მათ გამრავლებას, სულიერ ამაღლებას, ძლიერებასა და წინსვლას! ღმერთმა აკურთხოს გვარები ესე: მამისაშვილები, არსენიძეები, ჯაფარაშვილები, გულორდავები, ხურცილავები, ზარიძეები, ღოღაძეები, მურღაიები, ბერიშვილები, ჩაკვეტაძეები, კუპატაძეები, კაღაშვილები, არჯევანიძეები, ასლანიკაშვილები, ქაიხოსროშვილები, მექვაბიშვილები, კაკაბაძეები, სოხაძეები, გორგოძეები, ცირეკიძეები, თუთაშვილები, წინწალაშვილები, მინდელები, მაჭავარიანები, ჩიქობავები, ლომთათიძეები!

ღმერთმა დალოცოს აქ ჩამოთვლილი გვარების წარმომადგენელი ბატონები და ქალბატონები, ღმერთმა დალოცოს თქვენი შვილები! ღმერთმა დალოცვილები გამყოფოთ, ღმერთმა გაგამრავლოთ!

მათთან ერთად დღეს ვლოცავთ შვიდი საჯარო სკოლის მოსწავლეებს, ამ სკოლების დირექციებს, პედაგოგებს და სკოლის მომსახურე პერსონალს. ეს სკოლებია: სკოლა-პანსიონი „მთიები", საქართველოს სასწავლო ცენტრი GLS-ის სკოლა, ფონდი „ქართული განათლება" , სკოლა-ლიცეუმი „მოძღვარი", საერო სკოლა „ოპიზა", საერო-საშუალი, სკოლა-კომპლექსი „სადუნი" და თბილისის 152-ე და 54-ე საჯარო სკოლები.

ღმერთმა დალოცოს აქ ჩამოთვლილი სკოლები და სრულიად საქართველო!

დღეს სრულდება 21 წელი მას შემდეგ, რაც ავღანეთიდან საბჭოთა ჯარი გამოვიდა. ჩვენთან ტაძარში იმყოფებიან საქართველოს ავღანელთა კავშირის წევრები და მათი პრეზიდენტი, ბატონი ნუგზარ კახნიაური. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ძალა მოგცეთ! თქვენ იქ იყავით არა თქვენი ნებით, არამედ სახელმწიფოს ბრძანებით. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ უფალმა!

დღეს ვლოცავთ სრულიად საქართველოს, გამთლიანებულ საქართველოს, ვლოცავთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს! რომლებიც განუყოფელი ნაწილებია სრულიად საქართველოსი!

დალოცოს უფალმა სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი, მკვიდრნი საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნი!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №6, 2010 წ.

მღვდელმოწამე აბრაა...
მოწამე არდალიონი (...
სიკვდილის შესახებ
წმიდა მოწამე ბარლა...
პატივ ეც მამასა შე...
წმიდა მოწამე აღათო...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...