მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




საღმრთო ლიტურგიაზე
უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


როგორ კვდებოდნენ ცნობილი ღვთისმგმობები

როდესაც ადამიანი უარყოფს ღმერთს, მას ჰგონია, რომ მისი ცხოვრება მთლიანად მასზეა დამოკიდებული. იგი დასცინის მორწმუნე ადამიანებს, რომლებიც ლოცულობენ, მარხულობენ, დადიან ეკლესიაში, ინანიებენ ცოდვებს, ეზიარებიან, ღვთის გულისათვის უარს ამბობენ ამქვეყნიურ სიამეებზე. უღმერთო და ღვთის მგმობელ ადამიანს ჰგონია, რომ რადგან მას არა სწამს ღმერთი, არც მისი მცნებების დაცვა ევალება არც არავითარი პასუხისმგებლობა ეკისრება „არარსებული ღვთის" წინაშე. ამიტომ ასეთი ადამიანები უამრავ ბოროტებას სჩადიან.

მაგრამ ერთი რამ ყველას უნდა გვახსოვდეს - ღმერთი არსებობს, მიუხედავად იმისა, გვჯერა ჩვენ ამისი თუ არა. სიცოცხლის ბოლო წუთებში ამას ნათლად შეიგრძნობს ყოველი ადამიანი მიუხედავად მისი მრწამსისა და თანამდებობისა. ამ სიტყვათა დასტურად მოვიყვანთ საქვეყნოდ განთქმულ ათეისტთა სიცოცხლის უკანასკნელი წუთების აღწერას.

ვოლტერი - განთქმული მოქილიკე და ღვთისმგმობი. მისი მომვლელი ქალი ამბობდა: „ევროპის მთელი სიმდიდრე რომ მოეცათ ჩემთვის, არ ვისურვებდი ისეთ სიკვდილს, როგორიც ხვდა წილად ვოლტერს. იგი მთელი ღამის განმავლობაში იტანჯებოდა, გაჰკიოდა და პატიებას ითხოვდა".

დავით ჰიუმი - ათეისტი. სიკვდილის წინ იგი გამუდმებით ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: „მე ცეცხლში ვარ, ცეცხლში ვიწვები!"

ნაპოლეონი - იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო".

შარლ IX: „დავიღუპე! ამას ნათლადა ვგრძნობ".

ჰობბსი - ინგლისელი ფილოსოფოსი: „მე ვდგავარ საშინელი წყვდიადის პირას!"

ფრიდრიხ ნიცშე გარდაიცვალა გაგიჟებული.

ვ.ი. ლენინი - გარდაიცვალა ჭკუაზე შეშლილი. იგი თურმე ცოდვებისათვის პატიებას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს. ეტყობა სიცოცხლის ბოლოს მას გამოეცხადნენ და მოჰკითხეს პასუხი მისი ბრძანებით დახოცილი უამრავი ადამიანის სულებმა.

ზინოვიევი - ლენინის თანამებრძოლი. დახვრიტეს სტალინის ბრძანებით. „ისმინე, ისრაელ, უფალი ღმერთი ჩვენი არს ერთი ღმერთი!" - აი, ათეისტური სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელის უკანასკნელი სიტყვები.

უინსთონ ჩერჩილი - ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!"

იაგოდა - საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის".

იაროსლავსკი - ათეისტური ინტერნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი: „გევედრებით! დაწვით ყველა ჩემი წიგნი. შეხედეთ წმინდანს! იგი დიდი ხანია მელოდება. ის აქ არის!"

უგუნური უნდა იყო ადამიანი, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტების შემდეგ მაინც ვერ დაინახო ადამიანური ბუნების უსუსურობა და ღვთის სიდიადე. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ადამიანს ეცლება მისთვის დამახასიათებელი სიცრუისა და ილუზიების გარსი და იგი რჩება რეალობასთან პირისპირ. სწორედ ამ წუთებშია ადამიანი ყველაზე გულწრფელი. ამა ცხოვრების ილუზიები და ხიბლი ერთბაშად სცილდება სიკვდილის პირას მდგარ ადამიანს, ღვთის განგებულებით მას ეხსნება საიქიო ცხოვრების სახე. იგი უკვე იმქვეყნიური საზომით ხედავს ღმერთსაც, საკუთარ თავსაც, სხვა ადამიანებსაც. სწორედ ამიტომ ენიჭება ადამიანის უკანასკნელ სიტყვებს უდიდესი მნიშვნელობა. ამ სიტყვებით ღმერთი გვაფხიზლებს და გვაფრთხილებს ჩვენ. სანამ გვაქვს კიდევ დარჩენილი დრო, მივხედოთ ჩვენს თავს, დავინახოთ ღმერთი, განვაგდოთ ბოროტი, გავუღოთ უფალს გულის კარი, შევიცნოთ ჭეშმარიტება და მომზადებულები შევხვდეთ ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ წუთებს. არ დავემსგავსოთ იმ უგუნურ მონას, რომელმაც იფიქრა - აგვიანებსო უფალი და დაიწყო თავისივე მსგავსი მონების ცემა და მემთვრალეებთან ჭამა და სმა. „მაშინ მოვიდეს უფალი იგი მონისა მის დღესა, რომელსა არა მოელოდოს და ჟამსა, რომელი არა უწყოდეს და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთა" (მთ. 24, 48-51).

სიბრძნით ვიაროთ ქრისტეს მიერ გაკვალულ ვიწრო და ეკლიან გზაზე.

გვახსოვდეს სიკვდილი!

ყოველი დღე ისე გავატაროთ, როგორც ცხოვრების უკანასკნელი დღე, რადგან არ ვიცით, როდის მოგვისწრებს აღსასრული. მოვემზადოთ უფალთან შესახვედრად. პირნათლად შევეგებოთ მას, რათა დავიმკვიდროთ საუკუნო ცხოვრება და სასუფეველი ცათა! ყველაზე დიდი სიბრძნე სწორედ ამაში მდგომარეობს.

მოწამენი: ანანია ხ...
წმიდა მოწამე აღაპი...
წმიდა მოწამენი: აფ...
რატომ აცხობენ ბარბ...
წმიდა მოწამე ანდრი...
ღირსი ანთუსა ქალწუ...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მოწამენი დავითი და კონსტანტინე

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა შუშანიკი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...