მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა
უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა მირქმის ანუ მიგებების დღესასწაულსა ზედა

აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, დადგინებად წინაშე უფლისა,
ვითარცა წერილ-არს სჯულისა უფლისასა (ლუკა 2, 22-23).

თუმცა მთელი ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ყოველი მისი სიტყვა, თითოეული ნაბიჯი, იყო დიდი, ამაღლებული, ღვთაებრივი, სახე და მაგალითი წმინდა ცხოვრებისა, გარნა წმინდამან ეკკლესიამან ქრისტეს ცხოვრებისაგან გამოარჩია მხოლოდ რაოდენიმე, უმეტესად შესანიშნავნი და აღმაშენებელნი, და სავსენი სწავლითა და ღვთაებრივითა მაგალითითა გარემოებანი ანუ შემთხვევანი, მაგალითად: მისი შობა, ნათლის-ღება, ფერისცვალება, ამაღლება და სხვა, და დააწესა, ანუ განაჩინა მათთვის საკუთარნი დღენი დღესასწაულად ერთი ამის მსგავსთაგანი შემთხვევა იესო ქრისტეს ცხოვრებისაგან იყო მირქმა, ანუ მიგებება ჩჩვილისა იესოსი ტაძარსა შინა სვიმეონ მართლისა: აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა... და მან, სვიმეონმან მიირქვა მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა.

რით არის შესანიშნავი ესე გარემოება, რას გვასწავლის, რა მაგალითს და დარიგებას გვაძლევს ეს შემთხვევა? იგი გვასწავლის ჩვენ ქრისტიანეთა, რა მტკიცედ და ერთგულად, და რა სასოებით უნდა ვასრულებდეთ საღმრთოისა სჯულსა. ამ დიდსა და ფრიად საჭიროსა ჭეშმარიტებასა გვასწავლის დღეს, პირველად თვით უფალი იესო ქრისტე, თუმც იგი მაშინ იყო ჩჩვილი; მერმე - ყოვლად-წმინდა დედა მისი, მამად წოდებული იოსებ, მართალი სვიმეონ და, ბოლოს, მოხუცებული ქვრივი ანნა, და გვასწავლიან არა სიტყვიერად, არამედ თვით საქმითა და მოქმედებითა თვისითა, რომელიც არის უმტკიცესი სიტყვისა.

აღმოიყვანეს ყრმა იგი იერუსალიმად, წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა წერილ-არს ჰსჯულსა უფლისასა. ებრაელთა ჰქონდათ ღვთისგან მიცემული წესი, რათა ყოველი პირმშო ვაჟი წარედგინათ მშობელთა მათთა ტაძარსა შინა, შეწირვად ღვთისადმი მსხვერპლის შეძლებისდაგვარად, ზედ - მიღებად ღვთისაგან მადლისა და კურთხევისა. ამა საღმრთოსა ჩვეულებას აღსრულებენ დღეს უთუოდ წმიდა მარიამი და იოსები. რადგანაც იყვნენ ღარიბნი, მათ მეტის შეწირვა არ შეეძლოთ, და შესწირეს მხოლოდ ორი ტრედის მართვენი. ამ ჟამად წმინდა სვიმეონ, მოხუცებული უმეტეს ასის წლისა, მიეგება ყრმასა იესოს, აღიყვანა იგი მკლავთა ზედა თვისთა და აკურთხა იგი. ახლა იფიქრე, ძმაო, და წარმოიდგინე, რა საკვირველი და ამაღლებული მაგალითია ეს ყოველსა კაცისათვის. უფალი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა, რა საჭირო იყო მისთვის წარდგინება ტაძრად და მსხვერპლად შეწირვა, მსგავსად ერთისა ცოდვილის კაცის შვილისა. გარნა იმან დაიმდაბლა თავი თვისი და დაემორჩილა სჯულსა იმას, ცოდვილთა კაცთათვის დაწესებულსა, რათა გვასწავლოს ჩვენ მორჩილება და აღსრულება სჯულისა. ამაზედ კიდევ ის აზრიც დაუმატე, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მისთვის მოვიდა ქვეყანაზე, რათა გააუქმოს ძველი სჯული და ყოველნი მისნი წესნი, რომელნი მხოლოდ დროებით იყვნენ მიცემულნი კაცთათვის; და ნაცვლად მისა მოგვცეს ჩვენ ახალი, უმაღლესი და უწმინდესი სჯული. მაშასადამე, რაღა საჭირო იყო აღსრულება ძველისა ამის ჩვეულებისა, რომელიც მალე უნდა გაუქმებულიყო? გარნა, ვინაიდგან ძველი იგი სჯული არ იყო ჯერედ გაუქმებული, მაცხოვარი დაემორჩილა სჯულსა მას და აღასრულა იგი. აჰა, დიდი მაგალითი ყოვლისა კაცისათვის! ამით იგი გვასწავლის ჩვენ, რათა ჩვენცა პატივს-ვსცემდეთ ყოველსა სჯულსა. დიდი არს ფრიად ეს მაგალითი ჩვენთვის! სჯულის დამორჩილება, ერთგულად და სასოებით აღსრულება ყოვლის საღმრთო ჩვეულებისა და წესისა, არის დედა-ბოძი, როგორათაც სულიერის, ზნეობითის წარმატებისა, ეგრე მსგავსადვე ამ სოფელში მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრებისა. სჯულის დამორჩილება და პატივის ცემა მისთვის არის საძირკველი და ბოძი სულიერი წარმატებისა, რომელ იგი აღვირს უსხამს ვნებათა და ცოდვათა ჩვენთა. მით კაცი მიეჩვევა წესიერებას, რიგიანობას, სიტყვაში და საქმეში. თუ შენ, ძმაო, ერთგულებით აღასრულებ ყოველთა ქრისტიანულ წესთა, დღესასწაულებს არ შეურაცხყოფ, არამედ საყდარში მოხვალ და წირვა-ლოცვას მოისმენ, მარხვებს არ დაივიწყებ, თავის დროზედ ეზიარები, თავის დროზედ სხვათა მოთხოვნილებათა სულიერთა და წესთა აღასრულებ, მით შენ გამაგრდები და განმტკიცდები ქრისტიანულსა ცხოვრებასა შინა. ყოველი ქრისტიანული წესი, მარხვა, წირვა-ლოცვის მოსმენა, აღსარება, ზიარება, მონათვლა, ზეთის კურთხევა, სასოებით აღსრულებულნი, განაახლებენ და განამტკიცებენ შენს გულში ღვთის მადლსა, სასოებასა, და თუ ესენი არ მიგაჩნია, ან უსასოდ აღასრულებ, ანუ გვიან, გვიან გაგახსენდება, შენ, სასოება მოგაკლდება, გული გაგიცივდება, მაშასადამე, ცოდვა განძლიერდება შენს გულში, უმჯობესი კერძო შენი ბუნებისა დასუსტდება, ხოლო უარესი განძლიერდება.

მსგავსივე ამისა ითქმის თვით სოფლიურის, ხორციელის ცხოვრებისათვის, რომელიც კაცი პატივის-მცემელია სამოქალაქო სჯულისა, ეშინია და არ უყვარს მათი დარღვევა, რაც ჰმართებს მას სჯულით, კანონით, იმას ყოველთვის აღსრულებს ერთგულად, იმ კაცის ცხოვრება რიგიანია და წესიერი და სასარგებლო ქვეყნისათვის. ის ქვეყანა, რომელშიაც ჰსუფევს საზოგადოებაში პატივის-ცემა და მორჩილება სჯულისა, უფრო მშვიდობიანი და წარმართებულია. იქ მძლავრი კაცი ვერ დასჩაგრავს სუსტს; სიმართლე არაოდეს არავის დაეკარგება. მაგალითებრ, სამოქალაქო სჯულით, წესით, ყოველი საქმე და სიმართლე უნდა დამტკიცდეს ფიცით. ახლა თუ რომელიმე ქვეყანაში ყოველთა მცხოვრებთა აქვსთ პატივი ამ კანონისა, ფიცს არაოდეს არ დაარღვევენ, იქ ყოველი კაცი მოსვენებულია, იცის, რომ მისი სიმართლე არ დაიკარგება, იმას ვერავინ ვერ დასჩაგრავს. გარნა წარმოიდგინე მეორე სახე, წარმოიდგინე, რომ რომელიმე ქვეყანაში ისე გაფუჭდა ზნეობა, რომ ფიცი აღარაფრად მიაჩნიათ, ერთს და იმავე საგანზედ და კითხვაზედ ხუთი ანუ ექვსი დაფიცებული პირი ანბობს - „ჰო"! და სხვები დაფიცებული პირნი ანბობებ - „არა"! რაღა მშვიდობა უნდა იყოს იმ ქვეყანაში და წარმატება? თუ ამისთანა ჩვეულება თანდათან განმტკიცდა, იმ ქვეყანაში პატიოსანს და მართალს კაცს ცხოვრებაც აღარ შეუძლია. უმჯობესია ტყეში იცხოვროს კაცმა პირუტყვებთან, ვიდრე ამისთანა საზოგადოებაში.

ამისთვის გახსოვდეს, ძმაო, ჩემო მსმენელო, რა დიდი მაგალითი გვაჩვენა დღეს მაცხოვარმან: ერთგულებით უნდა ვასრულებდეთ სჯულსა, პატივი და მორჩილება გვქონდეს ყოველი კანონისა. თვით ჩვენი სულიერი და ქვეყნიერი, ხორციელი წარმატება და ბედნიერება მოითხოვს ამას. ამინ.

შვილების მოვალეობა...
ბზობის დღესასწაულზ...
წმიდა მოწამენი: იო...
წმიდა ალექსანდრე, ...
ღირსი ალიპი, პეჩორ...
წმიდა მოწამენი: ევ...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელის მადლი და ძალა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მიქაელ მთავარანგელოზი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს ცხოველსმყოფელი ჯვარი უფალისა

დათვალიერება...

შობას გილოცავ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

წიგნი – წმიდა იოანე ოქროპირის დარიგებანი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...