მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ფანატიზმს რწმენა და სიყვარული უნდა დავუპირისპიროთ
სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება სულთმოფენობის დღესასწაულზე

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 11 ივნისი 2006 წელი

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ სულიწმიდა
გარდამოვიდეს ჩვენზე და დაემკვიდროს ჩვენ შორის!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

მართალია, დღეს გრძელი ღვთისმსახურება შესრულდა, მაგრამ ჩვენ ყველანი ბედნიერნი ვართ, რომ ლოცვით დავიღალეთ და მადლით აღვივსეთ.

ყველას გილოცავთ სულიწმიდის დღეს. სულიწმიდა, რომელიც „ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა", დღეს განსაკუთრებით შემოვიდა ჩვენს სულიერ სამყაროში, ჩვენს გულში, ჩვენს გონებაში და ღმერთმა ინებოს, რომ დიდხანს შევინარჩუნოთ მისი მადლი.

გუშინ ცისკრის სახარებაში მოვისმინეთ, რომ ორჯერ ეუბნება მაცხოვარი მოციქულებს: „მშვიდობა თქვენთანა", მერე კიდევ ერთხელ მიმართავს და ამის შემდეგ შეჰბერავს მათ და ეტყვის: მიიღეთ სული წმიდა!

მოციქულები მზად იყვნენ სულიწმიდის მისაღებად. მაგრამ მზად ვართ თუ არა ჩვენ ამისათვის? ადამიანი რომ იყოს მზად სულიწმიდის მადლის მისაღებად, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიწესრიგოს თავისი შინაგანი სულიერი სამყარო. მის გულში უნდა დაისადგუროს მშვიდობამ. იქ არ უნდა იყოს არც შური, არც შურისძიება, არც ღვარძლი, არც განკითხვა, მხოლოდ _ დიდება და მადლობა უფლისა და, აგრეთვე, „განცდაი თვისთა ცოდვათა". ამ შემთხვევაში ადამიანი მზად არის სულიწმიდის მისაღებად.

ვფიქრობ, რომ ის განსაცდელი, რომელიც ჩვენმა ერმა გამოიარა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ელოდება დიდი მადლი სულისა წმიდისა და ჩვენი ერი უნდა მოემზადოს მის მისაღებად. თითოეული ჩვენგანი მზად უნდა იყოს, რომ სულიწმიდა გარდამოვიდეს ჩვენზე და დაემკვიდროს ჩვენს შორის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს! თქვენ დღეს სავსენი ბრძანდებით მადლითა სულისა წმიდითა და ვინც მიიღო მადლი სულისა წმიდისა, მან აუცილებლად უნდა გაუზიაროს იგი სხვასაც. თქვენ მიხვალთ თქვენს ახლობლებთან, თქვენს სახლში, თქვენს ნათესავებში, ნახავთ თქვენს ნაცნობებს და იმათაც გაუზიარეთ ეს მადლი!

დღეს წმიდა სამებისა და ტაძრის დღესასწაულია და ამ დღესასწაულზე ეპისკოპოსი ზუგდიდისა და ცაიშისა აღყვანილია მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

ღმერთმა მოგცეთ დიდი მადლი და დიდი სიხარული!

ჩვენთან არს ღმერთი!

მადლი სულისა წმიდისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და საქართველო!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №23(376), 2006 წ.

წმიდა ანტონი კონსტ...
ღირსი ალექსანდრე -...
წმიდა მოწამენი ფელ...
წმიდა მოწამენი: იო...
ღირსი ათანასე ათონ...
წმიდა ბასიანე, ლავ...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

გილოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

ქართველი გმირები

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

ქრისტე აღსდგა

დათვალიერება...