მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ქართველებს
სიტყვა ხარების დღესა, თქმული ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
ილია II ქადაგება სულთმოფენობის დღეს

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 30 მაისი, 2004 წელი

„გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, ყველამ ილოცოთ, რომ 23 ნოემბერს,
გიორგობის დღესასწაულზე, როგორც დაგეგმილია,
შედგეს წმიდა სამების დიდი ტაძრის კურთხევა"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ღმერთმა ინებოს თქვენი და საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

წმიდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: „სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა". დღეს, როცა ვდღესასწაულობთ სულიწმიდის გარდამოსვლას მაცხოვრის მოწაფეთა ზედა, შევთხოვთ უფალს, რომ სულიწმიდა ჩვენც გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა. ქვეყანა წრფელი არის სასუფეველი; ნეტარებისა და სასუფევლისთვისაა დაბადებული ადამიანი. შევთხოვთ უფალს, რომ გული წმიდა დაჰბადოს ჩვენ თანა და სული წრფელი განგვიახლოს გვამსა ჩვენსა, რადგან ყოველ ადამიანზე გადმოდის მადლი სულისა წმიდისა, უფრო სწორად, მათზე, ვინც მზად არის ამ მადლის მისაღებად, ოღონდ ამათუ იმ პიროვნებამ თავად ადამიანმა უნდა გაუღოს უფალს გულის კარი, მას უნდა ჰქონდეს სურვილი განწმენდისა, რადგან შეუძლებელია, რომ სიწმიდე და სიბილწე ერთად იყოს ადამიანის გულში. ამიტომ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვმადლოს გული წმიდა და სული წრფელი.

დრო იცვლებოდა და ადამიანებიც მასთან ერთად. შუა საუკუნეებში საზოგადოების წიაღში წარმოიშვა ლიბერალიზმი, რომელმაც მიიყვანა კაცობრიობა სოციალისტურ და კომუნისტურ იდეებთან და ფაქტიურად, - ათეიზმთან. ამავე დროს ძალიან საშიშია უკიდურესი კონსერვატიზმიც, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. ყველას სიფრთხილე მართებს, რომ გაიკვლიოს გზა ჭეშმარიტი და გახდეს მკვიდრი სასუფეველისა. XIX-XX საუკუნეებში საქართველოს, რუსეთის თუ ევროპის დიდი ფილოსოფოსები კომუნისტური და სოციალისტური იდეების გავლით მივიდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე. თავდაპირველად მათ გაიზიარეს სოციალისტური და კომუნისტური იდეები, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდნენ, რადგან დაინახეს მათში სიყალბე და შემდეგ მოიძიეს ჭეშმარიტება.

უკანასკნელ პერიოდში მრავალი ადამიანი დაეწაფა აღმოსავლურ რელიგიებს, ბუდიზმს, ინდუიზმს და სხვა, მაგრამ სული ვერ დაასვენეს და ბოლოს მართლმადიდებელ სარწმუნოებამდე მივიდნენ. დიახ, რთულია ადამიანის გზა, მთავარია, იგი მივიდეს ჭეშმარიტებასთან, უფალ იესო ქრისტესთან, რომელიც არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე."

შეგახსენებთ, რომ ხვალ არის სამებობა. სადღესასწაულო წირვა შესრულდება წმიდა სამების სახელობის ვაკის ტაძარში. სამწუხაროდ, წმიდა სამების დიდი ტაძარი ჯერ კიდევ მშენებარეა და გთხოვთ, ყველამ ილოცოთ, რომ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შედგეს მისი კურთხევა (როგორც დაგეგმილია).

1 ივნისს ნინოობაა, ამასთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდება სიონის საპატრიარქო ტაძარში; გამობრძანებული იქნება წმიდა ნინოს ვაზის ჯვარი და თქვენ გექნებათ საშუალება, ემთხვიოთ მას. საზეიმო წირვა კი შესრულდება მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში, წმიდა ნინოს სახელობის ტაძარში.

ღმერთმა ინებოს საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე!

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს!

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №20(278), 2004 წ.

ღირსი ანთუსა ქალწუ...
წმიდა მოწამე ბაბილ...
წმიდა სიდონია და ა...
მოწამე ასკალონი
წმიდა მოწამე აითალ...
წმიდა მოწამენი: აფ...

უფალმა დაიფაროს სრულიად საქართველო

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

გფარავდეს ღვთისმშობელი მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ დიდ ხუთშაბათს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გრიგოლ ხანძთელი

დათვალიერება...