მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




მეზვერისა და ფარისევლის კვირა
სიტყვა თქმული ახალწლის დღესა, ჩყბ-ს, ქუთაისის სობოროში

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიტყვა ამაღლების დღესა

და აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა
და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მატ. კჱ, კ.).

წმიდა მოციქული და მახარებელი ლუკა მოგვითხრობს სახარებასა შინა თვისსა, რომელ ოდეს უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მეორმოცესა დღესა შემდგომად მკვდრეთით აღდგომისა თვისისა გამოიყვანა მოციქულნი თვისნი იერუსალიმიდგან ბეთანიამდე, მისცა მათ უკანასკნელი დარიგება, აღუთქვა მათ მოვლინება ნუგეშინისმცემლისა, აკურთხა იგინი და ამაღლდა მათ წინაშე ზეცად. მაშინ მოციქულნი მისნი თაყვანის-ჰსცემდეს მას და მოიქცენ იერუსალიმად სიხარულითა დიდითა, აქებდეს, აკურთხევდეს და ადიდებდეს ღმერთსა (ლუკ. კდ, მუხ, ნგ.). რას ნიშნავს ძმანო ქრისტიანენო, ესრეთი სიხარული მოციქულთა? იგინი მოაკლდენ ხილვასა საყვარელისა თვისისა მოძრვრისა, დარჩენ სოფელსა შინა გარემოცულნი მრავალთა მტერთა და განსაცდელთა მიერ, მათ უთუოდ არ დაავიწყდათ სიტყვა მაცხოვრისა, რომელ იგინი დარჩებიან ვითარცა ცხოვარნი შორის მგელთა და იქმნებიან მოძულებულნი და დევნულნი სოფელსა შინა; გარნა არა მიმხედველნი ამისა, იგინი გაეყარნენ რა მოძღვარსა თვისსა და დარჩენ რა ობლად, ნაცვლად შეწუხებისა, სიხარულითა დიდითა მოიქცევიან იერუსალიმად და მარადის აქებენ და ადიდებენ ღმერთსა. რამ გააჩინა მათ გულში ეს სიხარული? ესრეთი სიხარული იგრძნეს მისთვის, რომელ უფალმან მისცა მათ აღთქმა: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა. მოციქულთა ცხოვლად იგრძნეს, რომელ უფალი არა თუ განეშორა მათგან, არამედ უმეტესად მიეახლა მათ. თვალნი მათნი აღარა ხედვიდენ მაცხოვარსა, გარნა გული მათი გრძნობდა, რომელ იგი არის მუნ, მათ შორის. ეჰა სასწაული ღვთაებრივისა სიყვარულისა და მადლისა! მაცხოვარი, უფალი ამაღლდა ზეცად, გარნა არა განეშორა მოწაფეთა თვისთა; იგი მიეფარა თვალთა მათთაგან; გარნა მიეახლა გულთა მათთა. ესრეთი თვისება აქვს კაცის გულსა, თუ იგი არის აღვსებული წმიდა უმანკო სიყვარულითა! როდესაც პირი, ანუ საგანი, მისგან შეყვარებული, მარადის არის მის წინაშე, ყოველ დღე მასთან იქცევა, მაშინ მას არა აქვს ესოდენი ფასი; გარნა, ოდეს იგი განეშორება მისგან, მაშინ კი გული მისი შეიტყობს, რა ძვირფასი იყო იგი მისთვის, მაშინ უმეტესად შეიყვარებს იგი მას, და ესრეთ ხორციელი განშორება სულიერად დაახლოებს მათ, - ესრეთვე შეემთხვია მოწაფეთა ქრისტესთა. როდესაც უფალი ამაღლდა და მიეფარა თვალთა მათთაგან, მაშინ უმეტესი იგრძნეს მათ სიყვარული მისდამი, მაშინ უმეტესად დააფასეს მათ, ვინ იყო იგი, და ესრეთი სასოება მისდამი გაჩნდა გულთა შინა მათთა, რომელ იგინი არათუ სწუხდენ, არამედ იხარებდენ და ადიდებდენ ღმერთსა.

ესრეთი გულითადი გრძნობა მოციქულთა იესო ქრისტეს მათ შორის მყოფობისა და არსებისა განამხნევებდა და მოათმენინებდა ყოველთა მათ საშინელთა ჭირთა და განსაცდელთა, რომელი შეემთხვეოდა მათ. მოციქულნი ცხოვლად გრძნობდენ, რომ უფალი იყო მათთანა, იგი თანა მავალი იყო ყოველთა შინა მოგზაურობათა, იგი ხედვიდა მათსა შრომასა და მოღვაწეობასა.

გარნა, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, სანუგეშო იგი სიტყვა: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ, არა იყო თქმული მხოლოდ მოციქულთა მიმართ, ვინაიდგან მოციქულნი აღასრულებდნენ თავის დროზედ: გარნა უფალი იტყვის: მე თქვენთანა ვარ, ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა; მაშასადამე აღთქმა იგი მაცხოვარმან მისცა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტიანეთა, რომელნი იქმნებიან ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. და ჭეშმარიტადცა იგივე უფალი ახლაცა არის ჩვენთანა, მისი მადლი, მისი სიტყვა, მისი ქადაგება. მისი სიყვარული ახლაც არის და მოქმედებს ჩვენ ქრისტიანეთა შორის; თვითონ მან სთქვა: მამა ჩემი მოაქომამდე იქმს და მეცა ვიქმ. გარნა თუ შენ არ გრძნობ მისსა მყოფობასა, თუ გული შენი არ არის მოხარული, ვითარცა გული მოწაფეთა იყო გახარებული, როდესაც ესმა მათ ეს სიტყვა: მე თქვენთანა ვარ, მაშასადამე ერთი რომელიმე მიზეზი გაბრკოლებს შენ. იგი მახლობლად შენდა არს, გარნა შენ არ ფიქრობ მასზედა, არ გიყვარს იგი და მისთვის არ იცი მისი დაახლოება. გარნა არ მომხდარა ესრეთი მაგალითი, რომელ რომელიმე შენი მოყვასი ჰსცხოვრობს შენთან ერთს სახლში, მარადის შენ წინაშე არს, გარნა შენ მას ზედა არ ფიქრობ, თვალყურს არ აძლევ და თითქმის არ ფიქრობ, რომ ის დაახლოებულ არს შენთან? სულიერი სიყვარული გაჩნდება თავის უფლებით და არა იძულებით. შენ თვითონ უნდა მოინდომო, ისურვო დაახლოება იესო ქრისტეზედ; გული შენი თავისუფლად უნდა ეძიებდეს მას, და მაშინ იგრძნობ მისსა მყოფობასა.

რა სახით უნდა შევიდეს უფალი იესო ქრისტე შენს გულში, როდესაც იგი არის აღვსებული ყოვლითა ამაოებითა და ადგილი აღარ არის თავისუფალი, რომ განისვენოს მუნ უფალმან. ამისთვის, ძმაო, თუ გსურს, რომ უფალი იყოს შენთანა, ხშირად უნდა ფიქრობდე მას ზედა, ხშირად უნდა წარმოიდგენდე ღვთაებრივსა მისსა ხატსა. ყოველთა ღვთის მოყვარეთა წმიდათა კაცთა ჰქონდათ და ახლაც აქვსთ ის ჩვეულება, რომელ ერთ დღეს ვერ გაატარებდენ იგინი, რომ არ ეფიქრათ უფალსა იესო ქრისტესა ზედა და არ გაეხსოვნათ რომელიმე მისი სიტყვა და სწავლა. მათ ყოველთვის თან დაჰქონდათ სახარება ქრისტესი და ყოველ დილით და საღამოთი წაიკითხვიდენ თითოსა ანუ ორ-ორსა თავსა და მით გააცხოველებდენ მათ გულში ხატსა მაცხოვრისასა. შენ კი, ძმაო, არა თუ არ ზრუნავ, რომ იშოვო სახარება და კითხულობდე მარადდღე, არამედ კვირაში ერთხელ რომ მოხვალ საყდარში, იქაც ყურადღებით არ ისმენ მოკლე სახარების კითხვასა, სახარებაში არის, ძმაო, იესო ქრისტეს სული, სიყვარული და მადლი. სახარების კითხვას ესოდენი მადლი და მოქმედება აქვს კაცის გულზე, რომ ხშირად თვით ურწმუნონი, განდრეკილნი და ქრისტეს წინააღმდეგნი კაცნი რომ წაიკითხვენ, იძულებულნი უნებლიეთ აღიარებენ, რომელ იგი სწორედ არის სიტყვა ღვთისა და არა კაცისა, და თუ ესრეთი მოქმედება აქვს სახარებას გულთა ზედა თვით ურწმუნოთა კაცთასა, წარმოიდგინე რა მადლი და სარგებლობა მიეცემა კაცსა, რომელი სარწმუნოებითა და სასოებითა იწყებს კითხვასა მისსა. ამისთვის თუ გსურს, ძმაო ჩემო, რომ სული ქრისტესი მიეახლოს სულსა შენსა, ხშირად წაიკითხავდე სახარებასა ქრისტესსა. მაშინ შეიტყობ, რომ უტყუელ არს აღთქმა მისი: აჰა ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა. ამინ.

უფლის ტაძრად მიყვა...
ღირსი ანასტასია (+...
პოვნა ნაწილთა წმიდ...
წმიდა მოციქული ანდ...
იგავი უძღებ შვილზე
ყოვლადწმინდა ღვთის...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

წმიდა გიორგი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სოფიო

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნიკოლოზი

დათვალიერება...