მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიხარულისათვის
აღდგომა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


ვასილი ეგზემპლიარსკი

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო,
რაჲსათვის დამიტევე მე?" (მათე 27,46)

სამი საათი ტანჯვის. გამოუთქმელი ტანჯვის სამი საათი. მიყუჩდნენ მტრები, დაიქანცნენ მცველნი, უსიტყვოდ იტანჯებოდნენ მეგობრები. ცა ჩამობნელდა, განილეოდა სიცოცხლე, უტანჯველი ადგილი აღარ იპოვებოდა ჯვარცმულის სხეულზე.

უფლის მიწიერი ცხოვრება ადამიანებისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. მათ კი უარყვეს, ჯვარს აცვეს. „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქუენ, ანუ რა განგარისხენ თქუენ, ბრმანი თქუენნი განვანათლენ, კეთროვანნი განვსწმიდენ, და განრღვეულნი ცხედარსა ზედა მდებარე აღუადგინენ, მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის წილ ძმარსა, სიყვარულისა წილ ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალავთ..." (ტრიოდიონი, დიდ პარასკევს ცისკრად. აღსავალი 12).

ამგვარად გადმოგვცემს ეკლესია უფლის სიტყვას. ალბათ, იგივე კითხვები და აზრები აწუხებდათ სინდისდამძიმებულ იუდეველებს, როცა სირცხვილეულნი, მკერდში მჯიღის ცემით გოლგოთიდან ბრუნდებოდნენ.

უფალმა ყველას მიუტევა. მტრებსაც. მაგრამ ეს სოფელი მარტოოდენ პატიებას არ საჭიროებდა. ქრისტეს მიწიერი ცხოვრება განილეოდა. თავისი საქმე ვინმესთვის უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ვისთვის? რჩეულმა ერმა ჯვარს აცვა მესია. თავისიანებმა არ მიიღეს უფალი. უახლოესი მეგობრებიც შემოეფანტნენ. ჯვართან მხოლოდ რამდენიმე ახლობელი დარჩა, გარდაცვალების ჟამს ყველა ადამიანთან რომ რჩებიან. „შეწუხებულ არს სული ჩემი, ვიდრე სიკუდილამდე; დაადგერით აქა და იღვიძებდით ჩემ თანა" - სთხოვდა უფალი უახლოეს მოწაფეებს გეთსიმანიის ბაღში, მაგრამ მათ თხოვნა ვერ შეუსრულეს... იტანჯებოდა მაცხოვარი მარტოობისაგან, გამცემლობისგან, ამ სოფელში ბოროტის ზეობისგან. „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე?" - ასე ლოცულობდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი და ამგვარადვე შეჰღაღადა ჯვარცმულმა ძემ კაცისამ ზეციურ მამას მთელი კაცობრიობის სახელით, რომელთა საუკეთესო წარმომადგენლებს - სიმართლის მაძიებელთ და ღმრთისმოყვარეთ ყოველთვის ტანჯავდათ კითხვები, თუ რატომ მიეცა დედამიწა უსჯულოებს; რატომ იდევნებიან მართალნი; რატომ აფარებენ უდაბნოებსა და ქვაბებს თავს ისინი, რომელთა ღირსიც არაა მთელი ქვეყანა; რატომ არიან აღზევებულნი ბოროტისმქმნელნი და რატომ ზეიმობენ უსამართლონი?

უწინ მამამ პასუხად მოსცა ძეს: „ვადიდე და კუალადცა ვადიდო" (იოან. 12,28). ხოლო ჯვარცმისას ზემორე სიტყვებზე პასუხი არ ყოფილა. ძე ღმრთისამ განკაცებით უკიდურესად დაიმდაბლა თავი, ადამიანური ნებით ბოლომდე დაემორჩილა ღმრთაებრივს და სრულად გაითავისა კაცობრიობის გზა.

ჩვენთან არს ღმერთი
ღირსნი მამანი მიქა...
პატერიკული მოთხრობ...
ღვთისმშობლის კვართ...
წმიდა ამფილოქე - ი...
წმიდა აღმსარებელი ...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ქსენია პეტერბურგელი

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინო

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

წმიდა სალოცავები

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალო დაიფარე სრულიად საქართველო

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის ანდერძი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნოე მართალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დავით გარეჯელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...