მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა წმ. მოწამე აბოს ხსენების დღეს
სიტყვა მესამესა კვირიაკესა დიდისა მარხვისასა, თქმული ქუთაისს

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

სიონის საპატრიარქო ტაძარი, 19 თებერვალი, 2006 წ.

„ყოველი ჩვენგანი ამსოფლად იმისთვისაა მოსული,
რომ სასუფეველისთვის მოემზადოს!"

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი არის გვირგვინი ქმნილებისა და ამავე დროს არის ისეთი არსება, სადაც შერწყმულია სიკეთე და ბოროტება. როგორც ერთი მეცნიერი ამბობს: ქვეყანა გაიპო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე. ეს ბრძოლა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანში, მის გულში ხდება. და ამ ბრძოლაში ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს!
დღეს არის კვირა, რომელსაც ეწოდება უძღები შვილის კვირიაკე. სლავურად ცოტა სხვაგვარად ჟღერეს - მეძავი შვილის კვირიაკე ეწოდება.

სახარებაში ნათქვამია, რომ მამას ჰყავდა ორი შვილი და უმცროსმა განიზრახა წასვლა სახლიდან. გამოითხოვა თავისი წილი, მიუხედავად იმისა, რომ მას წილი არ ეკუთვნოდა, რადგან სახლისთვის არაფერი ჰქონდა გაკეთებული, - ყველაფერი მამამისისა იყო. მამამ მაინც მისცა შვილს წილი და სახლიდან გაუშვა. ეს იგავი არის წინასწარმეტყველება თანამედროვე კაცობრიობაზე, ანუ იმაზე, რომ მრავალი დარჩება მამასთან და მრავალი განუდგება მას. ადამიანი ძალიან ხშირად ტყუვდება, ხშირად იგი საკუთარ ძალას, გონებასა და საქმეს ეყრდნობა და ფიქრობს, რომ ღვთის გარეშე უფრო თავისუფალი იქნება, უფრო ბევრს გააკეთებს.

წავიდა უმცროსი ვაჟი და თავისი ქონება მეძაობაში განაბნია. შიმშილი იყო იმ ქვეყანაში, სადაც ის იმყოფებოდა. გაკოტრებული ჭაბუკი მეღორე გახდა. მამამისი კი ამ დროს მდიდარი ადამიანი იყო. და წერია სახარებაში, რომ უძღებ შვილს ღორების სალაფავიც კი ენატრებოდა. ამ დროს დაეუფლა მას სინანული, განცდაი თვისთა ცოდვათა. და გაუჩნდა აზრი, - დაბრუნებულიყო მამასთან და ეთქვა: მამაო, არ ვარ ღირსი, მერქვას შენი შვილი, მიმიღე, როგორც ერთი შენი მუშაკთაგანი.

და როცა მიუახლოვდა თავის სახლს, დაინახა, რომ მამამისი იდგა და გზას გასცქეროდა თავისი დაკარგული შვილის მოლოდინში. როცა გზად მომავალი შვილი დაინახა, გამოეგება, მოეხვია და გულში ჩაიკრა. შვილი მუხლებზე დავარდა და შეჰღაღადა: მამაო, არა ვარ ღირსი, მერქვას შენი შვილი; მიმიღე, როგორც ერთი შენი მუშაკთაგანი. მამამ მიიღო, როგორც თავისი საყვარელი შვილი და თავის მსახურთ უბრძანა, მოეტანათ მისთვის საუკეთესო შესამოსელი და შეემოსათ იგი და ასევე მოეტანათ მისთვის ბეჭედი და ჩამოეცვათ მისთვის თითზე. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ მამა უბრუნებდა მას შვილის წოდებას. და წერია სახარებაში, რომ მამამ უბრძანა, დაეკლათ ზვარაკი ჭამებული და იყო დიდი ზეიმი.

იგავში შემდეგ საუბარია იმის შესახებ, რომ სახლში დაბრუნებულმა უფროსმა შვილმა როცა ნახა ეს ზეიმი, იწყინა და მამას უთხრა: მამაო, ჩემთვის არაფერი გაგიკეთებია, ყურადღება არ მოგიქცევია, ერთი თიკანიც არ დაგიკლავს, რათა ჩემს მეგობრებთან ერთად მემხიარულა; ამან კი მთელი შენი ქონება განაბნია, შენ კი მას ასეთი ზეიმი მოუწყვეო. მამა პასუხობს: ყოველივე ჩემი შენ გეკუთვნის, ხოლო შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და დაბრუნდა - სწორედ ამას ვხარობ და ვდღესასწაულობო.

აი, ასეა, დიდი ზეიმია ზეციურ სამყაროში, როცა ადამიანი სინანულით ბრუნდება უფალთან, როცა ადამიანი განიცდის თავის ცოდვას და სინანულით მიდის შემოქმედთან.

ეს იგავი არის წინასწარმეტყველება იმისა, რომ ის დაკარგული ნაწილი კაცობრიობისა, რომელიც უფალს განუდგა, ღვთის მადლითა და წყალობით კვლავ დაბრუნდება მამაზეციერთან და კვლავ მისი მფარველობის ქვეშ იქნება.

ჩემთან ერთი მონაზონი იყო, რომელიც ასე ამბობდა: „სცოდავ? მოინანიე და მოემზადე სამოთხისათვის!" მართლაც, ყოველი ჩვენთაგანი ამსოფლად იმისათვისაა მოსული, რომ სასუფეველისთვის მოემზადოს. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, სულიერად უნდა განვიწმიდოთ და ასე მოვემზადოთ სასუფეველისათვის. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა. ღმერთი სიყვარულია და მამაზეციერი მიგვიღებს ჩვენ, როგორც მოწყალე მამა.

ღმერთმა ძალა მოგვცეს სულიერი განწმენდისათვის! ღმერთმა მოგვცეს განცდაი თვისთა ცოდვათა და ღირს გვყოს სასუფეველისა!

ამ ორი, მოსამზადებელი კვირის - ხორციელი და ყველიერი კვირის შემდეგ იწყება დიდი მარხვა.

ღმერთმა ბედნიერი და მშვიდობიანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი" №8(361), 2006 წ.

ყოვლადწმიდა ღვთისმ...
წმიდა მოწამე აშოტ ...
მღვდელმოწამე ხარლა...
წმიდა კოზმან აღმსა...
ღირსი აღაპი
წმიდა მოწამენი ადრ...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა საბა განწმენდილი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოსე ღვთისმხილველი

დათვალიერება...

ნათლისღებას გილოცავ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნატალია

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ბერი პაისი მთაწმინდელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ლევანი

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა სერაფიმე ვირიცელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ირინეს მადლი და ძალა

დათვალიერება...

შობა ახალი წელი

დათვალიერება...

გფარავდეს უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ნინოს მადლი

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აღაპიტ პეჩორელი

დათვალიერება...