მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა თქმული ქუთაისის სობოროში, დღესა სულის წმიდის მოფენისასა
სიხარული მხოლოდ სიყვარულით განიცდება

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


მარიამობის მარხვა

ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება, რამეთუ იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესია და სერაფიმებზე აღმატებული. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთიმშობლის შობა, მიძინება (რომელსაც ეკლესია მარხვით ხვდება) და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.

მარიამობის მარხვა 1(14) აგვისტოდან იწყება და 15(28) აგვისტოს მთავრდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია აგრეთვე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.

წმინდა მამათა ნაშრომები, სადაც ღვთისმშობლის მიძინებაზეა საუბარი, IV საუკუნის ბოლოს არ სცილდება. ამ უკანასკნელთაგან ერთ-ერთი ნეტარ იერონიმეს მიეწერება. სხვა ცნობა, რომელიც VII საუკუნით თარიღდება, იერუსალიმის ეპისკოპოს მოდესტის ეკუთვნის. მიძინების დღესასწაულისადმია მიძღვნილი საეკლესიო საგალობლები, რომლებიც კოზმა მაიუმელსა (VII ს.) ად იოანე დამასკელს (VIII ს.) მიეკუთვნება. შემორჩენილია V საუკნეში მოღვაწე ანატოლი პატრიარქის ერთი საგალობელიც.

საეკლესიო მოღვაწე ნიკიფორე კალისტას ცნობით, მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა მავრიკიოსის მეფობის დროს დაწესებულა (უნდა ვიგულისხმოთ, რომ იმ დროს უკვე არსებული დღესასწაულის აღნიშვნა დაკანონდა).

როგორც საისტორიო წყაროები და სამართლებრივი ძეგლები გვაუწყებენ, საუკუნეების მანძილზე მარიამობის მარხვის შენახვა ყველა ავტოკეფალური ეკლესიის ტრადიცაის არ წარმოადგენდა. მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.

ჯერ კიდევ  მე-12 საუკუნეში კონსტანტინოპოლის ცნობილი პატრიარქი ბალსამონი სამწყსოსადმი მიძღვნილ ეპისტოლეში მიძინების მარხვის შენახვის აუცილებლობის შესახებ წერდა.

ანასტასი კესარიელის ცნობით კი, მარიამობის მარხვა საყოველთაო მას შემდეგ გამხდარა, რაც საყოველთაოდ იქცა მიძინების დღესასწაულის აღნიშვნა (ეს დაახლოებით VI საუკუნეში, ლეონ ფილოსოფოსის მეფობის დროს მომხდარა), ე.ი. რაც ამ დღესასწაულმა საეკლესიო კალენდრებში კუთვნილი ადგილი დაიკავა.

უფრო ადრე ქრისტიანულ ეკლესიაში, მათ შორის ანტიოქიაშიც, ამ მარხვას კი ინახავდნენ, მაგრამ იგი სავალდებულო არ იყო, ამასთან, ხშირად განსაზღვრული არც მარხვის აღნიშვნის ზუსტი კალენდარული დრო გახლდათ - იგი ინდივიდუალურად, მწყემსმთავართა ლოცვა-კურთხევით აღესრულებოდა. იერუსალიმის კანონში მარიამობის მარხვა რვადღით შემოიფარგლება, სტუდიის მონასტრის ტიპიკონით კი ოთხი დღე გრძელდებოდა.

რაც შეეხება დღეისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულ მარხვას, იგი 1166 წელს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებაზე „ძველ განწესებათა თანახმად" დაკანონდა. კრების თავმჯდომარე პატრიარქი ლუკა ყოფილა. ამ კრების შესახებ ბალსამონი წერს: „იმ დროისათვის ორჭოფობდნენ, თუ რამდენი დღე უნდა გაგრძელებულიყო მიძინებისა და შობის მარხვები, რაზეც წმიდა პატრიარქმა დაამოწმა: „მართალია, წერილობით არსადაა დაფიქსირებული ამ მარხვების ხანგრძლივობა, მაგრამ გადმოცემის საფუძველზე ერთი - პირველ (15) აგვისტოს, მეორე კი თხუთმეტ (28) ნოემბერს უნდა დაიწყოს".

ჟურნალი „კარიბჭე", აგვისტო, 2004 წ.

ყოველდღიური ლოცვებ...
ღირსი აქილა აღმსარ...
წმიდა მოწამენი: და...
ღირსი ქსენოფონტე, ...
წმიდა არსენი კერკი...
მოწამენი: ანტონი, ...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

დათვალიერება...

გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი

დათვალიერება...

მე მიყვარს საქართველო

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა პირველმოწამე თეკლა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მამა გაბრიელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

გფარავდეს ღმერთი მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა აბიბოს ნეკრესელი

დათვალიერება...

გილოცავ მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...