მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




ასისთავი
მოძღვრება პარასკევს დიდ-მარხვის პირველ კვირიაკესა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


წვნიანი კერძები

ლობიოს წვნიანი (1)

გადარჩეული, გარეცხილი ლობიო მოათავსეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, ნახარში წვენი გადაღვარეთ. ბლომად დაასხით ცივი წყალი და ადუღეთ ლობიოს მოხარშვამდე. შემდეგ დაუმატეთ: სიგრძეზე ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ნიორი, მაკარონი, ორად გაჭრილი კარტოფილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, როცა კარტოფილი მოიხარშება, შეურიეთ კერძს. (თუ წვენი სქელი გამოვიდა, დაუმატეთ ცხელი წყალი). დაუმატეთ ტომატი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი პამიდორი. შეაზავეთ მარილით და წიწაკით. 1-2 წუთის შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კაკალი ლობიო - 2 ჩაის ჭიქა
კარტოფილი - 2-3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 2 თავი
მაკარონი (სამარხვო) - 50-60 გ.
დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
ზეთი - 100-150 გ.
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
ნიორი - 3-4 კბილი
ტომატი - 1 სუფრის კოვზი ან პამიდორი - 2-3 ცალი
ქინძი, ნიახური, ოხრახუში - 3-3 ძირი

 

წვნიანი ყვავილოვანი კომბოსტოთი (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი და მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო მოშუშეთ ზეთში. შეურიეთ გახეხილი პამიდორი ან ტომატი. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით). ჩაყარეთ პატარა კონებად დანაწევრებული ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭრილი ნიორი. როცა კომბოსტო მოიხარშება, შეაზავეთ მარილით, წიწაკით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 1 პატარა თავი
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
ოხრახუში, კამა - თითო პატარა კონა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით

 

წვნიანი ბარდით (1)

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში, შეურიეთ ღერებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა (შეიძლება უამისოდაც), მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და ორად გაჭრილი კარტოფილი. ქვაბს დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, გახეხილი პამიდორი ან ტომატი და მოურიეთ. დაასხით მდუღარე წყალი (სასურველი რაოდენობით), მაშინვე ჩაყარეთ ბარდა და ადუღეთ კარტოფილის სრულ მოხარშვამდე. შეაზავეთ მარილით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

ზეთი - 100-150 გ.
ხახვი - 2 თავი
სტაფილო - 2 ცალი (საშუალო)
ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ნიორი - 3-4 კბილი
კარტოფილი - 3-4 ცალი
დაკონსერვებული ბარდა - 1,5 ჩაის ჭიქა
პამიდორი - 2-3 ცალი ან ტომატი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
ოხრახუში, კამა, ნიახური - სამ-სამი ღერო

 

კარტოფილის ჩაქაფული

წვრილად დაჭრით მწვანე ხახვი, ახალი ნიორი ფოჩებიანად, მწვანე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და ცოტაოდენი წიწმატი. კარტოფილი გათალეთ და გაჭერით ოთხად. საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით ზეთი და ფენებად ჩაალაგეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ წინასწარ დაჭრილი მწვანილეული, სასურველია თუ ამის საშუალება იქნება ერთ-ერთ ფენად მოხარშული მწვანე ლობიო ან ქამა სოკო გამოიყენოთ (შეიძლება დაკონსერვებული სახით). ამის შემდეგ დაასხით წყალი დაახლოებით ქვაბის ნახევრამდე, შედგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ. როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება დააყარეთ ახალი ტყემალი და მარილი გემოვნებით. როდესაც კარტოფილი სრულად მოიხარშება დაასხით ერთი ჭიქა თეთრი ღვინო, ადუღეთ კიდევ 5 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კარტოფილი - 1 კგ.
მწვანე ლობიო ან სოკო - 0,5 კგ.
ზეთი - 150 გ.
ახალი ტყემალი -1 ჭიქა.
თეთრი ღვინო - 1 ჭიქა.
მწვანე ხახვი - 4-5 კონა.
ახალი ნიორი - 1 კონა.
ტარხუნა - 4-5 კონა.
წიწმატი - 1 კონა.
ქინძი, კამა, რეჰანი, ოხრახუში - თითო კონა.
წიწაკა, მარილი - გემოვნებით

 

კარტოფილის სოუსი

გაფცქვნილი კარტოფილი სიგრძეზე ოთხად დაჭერით. ღრმა ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შეურიეთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილით. 1-1,5 ჩაის ჭიქა წყალში გახსენით ტომატი, მოასხით კარტოფილს, ტაფას დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე გააჩერეთ გამზადებამდე. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

კარტოფილი - 1 კგ.
ხახვი - 2 თავი
ზეთი - 2-3 სუფრის კოვზი
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
ტომატი - 1-2 სუფრის კოვზი
კამა, ოხრახუში - თითო პატარა კონა
მარილი - გემოვნებით

მოწამენი: ანანია ხ...
წმიდა მოწამე აღაპი...
ღირსი ბარლაამ და ი...
ბავშვთა აღსარება
ღირსი ანთუსა ქალწუ...
დედის წყევლა

გილოცავ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი იესო ქრისტე და ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე ბარბარე

დათვალიერება...

გფარავდეს წმ. მეფე მირიანი და წმ. ნანა დედოფალი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა გიორგი მთაწმინდელი

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გილოცავ მარიამობას

დათვალიერება...