მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი




სიტყვა წარმოთქმული მირქმა-მიგებების დღესასწაულზე
სიტყვა კვირიაკესა ყველიერისასა

მარჯვნივ
მარცხნივ



ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები


როკ-ენ-როლის დამანგრეველი ზემოქმედება

უარყოფითი შედეგები:

1) სტატისტიკის მონაცემებით -

დიდი უმრავლესობა როკ-ენ-როლს განიხილავს როგორც გართობის უწყინარ ფორმას, ან - ვითარცა თავქარიანი ახალგაზრდობის წარმავალ გატაცებას... მაგრამ „ბითლზის" მაგალითი ცხადყოფს საპირისპიროს: როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს ემოციური გაუწონასწორებლობა, პათოლოგიური ქცევა, თვით ამბოხება და რევოლუციაც კი; როკ-ენ-როლი განყენებულ მუსიკაზე მეტია - ეს არის ახალი კულტურისა და მსოფლიო რევოლუციის ენერგეტიკული ცენტრი...

1981 წელს აშშ-ში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მეტად დამაფიქრებელი სურთი: მოზარდების 87% დღეში 3-7 საათს უსმენს როკ-მუსიკას; პორტატიული აუდიო-აპარატურის გამოჩენის შემდგომ ისინი უკვე დღეში 7-8 საათს უთმობენ აღნიშნულ საქმინაობას („მოსეირნე მსმენელი"); ერთი წლის განმავლობასში გაყიდული გრამფირფიტების 90% მოდიოდა როკ-დისკებზე (130 მილიონი, თუ არ ჩავთვლით 100 მილიონ როკ-ალბომს) - ნუთუ საჭიროა სტატისტიკის კიდევ მოშველიება იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს ფენომენი ყოვლისმომცველია და ეხება უკლებლივ ყველა მოზარდს დედამიწის ორივე ნახევარსფეროში?! განა შესაძლებელია, რომ მუსიკალური ბორგნეულობის ამ მოზღვავებამ არანაირი გავლენა არ მოახდინოს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, გონებრივმა ზნეობრივ და სულიერ პლანში, როგორც - ინდივიდუუმზე, ასევე - მასაზე?!

მაშ, რა მონაცემები იძლევა საშუალებას, რომ ზუსტად შეფასდეს როკ-ნ-როლის მოქმედება ახალგაზრდობაზე - კერძოდ, და მთელს აუდიტორიაზე - საზოგადოდ?

2) სამედიცინო თვალსაზრისით -

ა) ფიზიკურ ასპექტში:

უკვე ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ როკ-მუსიკა თავის ერთგულ თაყვანისმცემლებს მძიმე ტრავმებს აყენებს სმენითი აპარატის, მხედველობის, ენდოკრინული და ნერვული სისტემების არეში; ბობ ლარსონმა, თავისი სამედიცინო გუნდითურთ კლივლენდიდან, 200-ზე მეტ პაციენტში რამოდენიმე სავსებით დამაჯერებელი სიმპტომი გამოავლინა ამ მიმართულებით; მათ აღნიშნეს, რომ როკ-მუსიკას ძალუძს გამოიწვიოს უცნაური ეფექტები ადამიანის სხეულში, როგორიცაა: სუნთქვის რიტმისა და პულსის ცვლილება; ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეციის მომატება, კერძოდ კი - ლორწოვანი ჯირკვლისა, რომელიც ორგანიზმში სასიცოცხლო პროცესებს არეგულირებს; როდესაც მელოდია მაღლდება - საყლაპავი უკუმშება, ხოლო როცა დაბლდება - იგიც დუნდება; მოსმენის პროცესში ძირითადი მეტაბოლიზმი და სისხლში შაქრის შემცველობა ცვლილებას განიცდის; ამ კუთხით შეინიშნება ერთგვარი „დაკვრა" ადამიანის ორგანიზმზე, ვითარცა - მუსიკალურ ინსტრუმენტზე, - და მართლაც, ელექტრონული მუსიკის ზოგიერთი კომპოზიტორი უკვე შეუდგა ადამიანის ტვინზე მანიპულირებას იმგვარად, რომ ჩაიკეტოს მისი ცნობიერებითი შესაძლებლობანი, მსგავსად ნარკოტიკის მოქმედებისა; როკ, თუ პოპ-მუსიკაში დომინანტი რიტმი ჯერ იპყრობს სხეულს, შემდეგ კი ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი ჰორმონალური ფუნქციის სტიმულირებასაც ახდენს, ეს ეფექტები ძლიერდება ბგერის ინტენსივობის ზრდასთან ერთად; 80 დეციბელზე უფრო მაღალი დონის დროს მუსიკა მსმენელში უსიამო შეგრძნებებს იწვევს; 90 დეციბელზე უფრო მაღალი დონის შემთხვევაში ის ორგანიზმისთვის მავნე შეიქმნება; როკ-კონცერტებზე 106-108 დეციბელამდე დაუფიქსირებიათ დარბაზის ცენტრში და თითქმის 120 დეციბელამდე-ორკესტრთან სიახლოვეში, - ამიტომაცაა, რომ სპეციალისტები ახალგაზრდებში ხშირად აწყდებიან ყურთასმენასთან დაკავშირებულ იმ პრობლემებს, რაც ჩვეულებრივ, ჭარმაგთათვისაა დამახასიათებელი; ახალგაზრდებში იმატა, ასევე, გულსისხლძარხვთა დაავადებებმა და ორგანიზმის წონასწორობის ცენტრის მოშლამ...

რაც შეეხება მხედველობას, - სპეციალური განათების ინტენსივობამ და ლაზერული სხივების გამოყენებამ როკ-კონცერტების ზოგიერთ ხშირ სტუმარში მხედველობის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვია - ამის თაობაზე პორფესორი პოლ პიმერი შემდეგ განმარტებას იძლევა; „ზოგიერთი დისკოთეკა განათების ლაზერული სისტემებითაა აღჭურვილი, თვალში მოხვედრისას ასეთი სხივი იწვევს ბადურას დამწვრობას მუდმივი ლაქის წარმოქმნით; გარდა ამისა, მუსიკის რიტმში ხშირად თავბრუსხვევას, გულისრევასა და ჰალუცინატორულ მოვლენებს აღძრავს; ზოგ ქვეყანაში თვით ხელისუფლებამ ამხილა ამგვარი პრაქტიკის საფრთხე ჯანმრთელობისათვის - კერძოდ, ბრიტანეთის მთავრობამ გაფრთხილება ამის თაობაზე გამოაქვეყნა სასკოლო გარემოს უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ბროშურაში...";

ცნობილი მუსიკალური თერაპევტი ადამ კნისტი როკ-მუსიკის ზემოქმედებისადმი მიძღვნილი თავისი ათწლიანი გამოკვლევის საანგარიშო მოხსენებაში იტყობინება: „როკ-მუსიკის ზემოქმედების პრობლემა, ეჭვგარეშეა, მომდინარეობს ამ მოვლენის ხმაურის დონიდან, რაც პაციენტებში მატერიალიზდება სხვადასხვა სიმპტომით, როგორიცაა; გაუცხოება, გამოფიტვა, ნარცისიზმი, პანიკა, საკვების მონელების მოშლა, ჰიპერტონია და უცნაური ნარკოტიკული მდგომარეობა (არგოტიული - „კაიფი"; ამ ჟარგონულ სიტყვას მეტყველებაში ხშირად ხმარობენ რუსულენოვანი როკ-არტისტები - მთარგ.); როკი არ გახლავთ უწყინარი დროსტარება - ის ნარკოტიკია, თანაც - უმეტესად სიკვდილმოსილი, ვიდრე - თვით ჰეროინი, რომელიც სიცოცხლეს ეგრერიგ უწამლავს ჩვენს ახალგაზრდობას..."

სექსუალური ასპექტთან დაკავშირებით კი ბობ ლარსონის სამედიცინო გუნდი კატეგორიულად ამტკიცებს: „ბას-გიტარით გამოწვეული დაბალი სიხშირის რხევები, რასაც ზედ ერთვის სინათლის განმეროებადი ზემოქმედება, მნიშვნელოვანწილად გავლენას ახდენს ზურგის ტვინის სითხის მდგომარეობაზე; ეს სითხე, თავის მხრივ, უშუალოდ ზემოქმედებს სეკრეციის მარეგულირებელ ლორწოვან ჯირკვლებზე, რის შემდეგადაც ირღვევა წონასწორობა სქესობრივი და თირკმელზედა ჰორმონებისა, აგრეთვე - ხდება სისხლში ინსულინის დონის არსებითი ცვლილება იმგვარად, რომ ზნეობრივი დამუხრუჭების კონტროლის სხვადასხვა ფუნქცია, ან - შეწყნარებადის ზღვარს ქვემოთ ეშვება, ანდა - მთლიანად ნეიტრალიზდება..."

ბ) ფსიქოლოგიურ ასპექტში:

როგორი დამღუპველიც არ უნდა იყოს როკ-ნ-როლის ფიზიოლოგიური ზემოქმედება მსმენელზე, - მისი ფსიქოლოგიური ზეგავლენის შედეგები კიდევ უფრო საშინელია; შეუძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაუქვემდებაროს ადამიანმა საკუთარი პიროვნება როკის დენორმალიზებელ მოქმედებას ისე, რომ არ მიიღოს ღრმა ფსიქო-ემოციონალური ტრავმები; აქ საკმარისი იქნება ჩამოთვლა ათი მათგანისა, რაც ექიმების სამედიცინო-ფსიქიატრიულ ანალიზებში ყველაზე ხშირად ფიგურირებს:

1) ემოციონალური რეაქციების ცვლილება, მომდინარე არაკოტნროლირებადი ძალადობისაკენ სწრაფვის გამუდმებული შეკავებიდან;

2) როგორც ცნობიერი, ასევე - რეფლექტორული, დაკარგვა კონცენტრირების უნარზე კონტროლისა;

3) მნიშვნელოვანი შესუსტება კონტროლისა გონების მუშაობასა და ნებელობაზე, რომელნიც ქვეცნობიერი იმპულსების ზემოქმედებას განუწყვეტლივ ექვემდებარებიან;

4) ნერვულ-გრძნობითი ზეაღგზნება, რაც იწვევს ეიფორიას, შთაგონებითობას და თვით ჰალუცინაციებსაც კი;

5) მეხსიერების, ტვინის ფუნქციებისა და ნერვულ-კუნთური კოორდინაციის სერიოზული დარღვევა;

6) ჰიპნოტიური და კატალეპტიური მდგომარეობა, რაც პიროვნებას „ზომბი"-სა, თუ - რობოტს, მიამსგავსებს;

7) დეპრესიული მდგომარეობა, მისული ნევროზამდე და ფსიქოზამდეც კი, განსაკუთრებით მუსიკისა და ნარკოტიკის შეთავსების შემთხვევაში;

8) მკვლელობისა და თვითმკვლელობისადმი მიდრეკილება;

9) სადო-მაზოხისტური აქტების ჩადენის მძაფრი მოთხოვნილება, განსაკუთრებით - დიდ თავყრილობებზე;

10) როკ-კონცერტებისა და როკ-ფესტივალების შემდგომ ნგრევის, ვანდალიზმისა და ამბოხებისაკენ აღვირახსნილი მისწრაფება.

3) ზნეობრივი თვალსაზრისით -

როკ-მუსიკის სისტემატური მოსმენის უარყოფითი შედეგები დაკავშირებულია მსოფლიო როკის ხუთ მთავარ თემასთან - ესენია: სექსი, ნარკოტიკები, ბუნტი, ცრუ რელიგია და ეშმაკისეული ზეგავლენა.

აზროვნება, ნებისყიოფა, ნებელობის თავისუფლება და ზნეობრივი ცნობიერება განიცდიან ეგზომ ძლიერ ზეწოლას გრძნობების ყველა ორგანოდან, რომ სულის ზემორე ჩამოთვლილი თვისებებიდან მომდინარე, საღი განმსჯელობისა და წინააღმდეგობის უნარი ერთობ დაბლაგვებული, ზოგჯერ კი მთლიანად ნეიტრალიზებული აღმოჩნდება ხოლმე; ზნეობრივი და გონებრივი დაბნეულობის ამ მდგომარეობაში „მწვანე შუქი ენთება" თარეშს მეტადრე ველური, მანამდე შეკავებული, იმპულსებისა, როგორიცაა: სიძულვილი, მრისხანება, ეჭვიანობა, შურისგმებლობა და სექსუალური აღვირახსნილობა - უფრო მეტიც: როკ-ვარსკვლავები შეიქმნებიან არა მარტო მისაბაძ მაგალითად, არამედ - გაღმერთებულ კერპებადაც; მათში კერპთაყვანისმცემლობის მაპროვოცირებული ეს შტრიხები ხშირად ისეთ მძიმე შედეგებს იწვევს, როგორიცაა: ფენომენი - „გრუპიზ", თვითმკვლელობიანი, განპირობებული საყვარელი როკ-ვარსკვლავის გარდაცვალებით; ზოგჯერ კი მკვლელობებიც, რის ყველაზე გახმაურებულ მაგალითსაც ჯონ ლენონის მოკვდინება წარმოადგენს; ყოველივე წინარეთქმულს თუკი დავუმატებთ ქვეცნობიერში შეჭრას, რაზეც საუბარი უკვე გვქონდა და რაც შეადგენს ცნობიერებაზე ნამდვილ ძალადობას, აგრეთვე - თავისუფალ ნებაზე მანიპულაციას, - ფრიად მძიმე საერთო სურათი იკვეთება; თვით საუკეთესო ზნეობრივ და სულიერ აღზრდასაც კი არ ხელეწიფება დიდი ხნის განმავლობაში გაუძალიანდეს ცნობიერების, გულისა და სულის გარდაუვალ ეროზიას, რომელიც გამოიწვევა როკ-მუსიკის ყოველდღიური, ჩვევადქცეული მოსმენით.

4) სოციალური თვალსაზრისით

ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, რომ როკ-რევოლუციის მიზანია მსმენელი გაათავისუფლოს შემაკავებელი ფაქტორებისაგან; შექმნას მასაზრდოებელი გარემო ახალგაზრდობის ამბოხებისთვის ყველა სახის შეზღუდვათა წინააღმდეგ, როგორიცაა: რელიგია, ოჯახური, ადმინისტრაციული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ბარიერები; ამასთანავე, როკ-კონცერტები და როკ-ფესტივალები ისეთ მასობრივ ისტერიას იწვევს ბრბოში, რომ ბუნტი და შფოთი თვით მათი მიმდინარეობისას სტიქიურად ვითარდება ხოლმე;

„ბითლზის" კონცერტზე ვანკუვერში (კანადა) 10 წუთის განმავლობაში 100-მდე ადამიანი გაითელა და მძიმედ დაიჭრა;

მელბურნის (ავსტრალია) როკ-ფესტივალზე 1000-მდე ადამიანი სერიოზულად დაშავდა;

ბეირუთში (ლიბანი) როკ-ფანატების უკონტროლო ბრბო დაშლილ იქნა 5 ბრანდსპოიტის მეშვეობით;

„როლინგ სთოუნზის" ფესტივალმა ელტემონტში (აშშ) მიიზიდა 300000-მდე მსმენელი, რომელთაგანაც ზოგიერთი სულხეთვისა და ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღებისაგან დაიღუპა;

ცინცინატში (აშშ), რივერ ფრანტის კოლოზეუმში, 1075 წლის 25 დეკემბერს 11 ადამაინი სასიკვდილოდ გაითელა ფეხქვეშ ათიათასკაციანი ბრბოსი, რომელმაც „საშობაო" როკ-ფესტივალზე მოსახვედრად ხელოვნური ღობურები გაარღვია და არეულობაში ჭყლეტა წარმოიქმნა;

650-მა ხალგაზრდამ თავიანთი სიცოცხლის დასასრული ჰპოვა ერთ-ერთი „უიკენდის" დროს ღია ცის ქვეში გამართულ როკ-ფესტივალზე, ლოს-ანჟელოსში; ამ ტრაგედიის შესახებ ტელესტუდია „40"-მა (კალიფორნია) გადასცა რეპორტაჟი, რომელშიც აღნიშნა, რომ მუნიციპალური მორგის უკვე გადატვირთულობის გამო, დაღუპულთა 650-ვე ცხედარი დერეფნის ორთავე კედლის გაყოლებით მწკრივულად იქნა დასვენებული; სიკვდილის საშინელი სუნი მთელს შენობაში დატრიალდა; გვამების ამოცნობა ვერ მოხერხდა, ვინაიდან მსხვერპლს ძირითადად შეადგენდნენ მოზარდები, რომელთაც თავიანთი ოჯახები მიატოვეს ჯგუფ-ჯგუფად უსახლკაროდ ცხოვრობდნენ - ისინი ფესტივალზე ლოს-ანჟელოსის გარეუბნებიდან მოედინენ; პასტორი გრინვალდის მოწმობით, ჟურნალისტ ქალ ჯუდი არგაზონის, რომელსაც ადგილიდან რეპორტაჟი მიჰყავდა - სატანა ყურში ჩასჩურჩულებდა: „აი, ისინიც! დააკვირდი ჩემს ნადავლს! ამ დარბაზში ჩემი ნადავლის გამოფენაა!"...

დასასრულს მოგვაქვს ციტატა ფრენკ ჰარლოკის ნაშრომიდან - „დიდი ბიტი": „ქაოსისა და უწესრიგობის ინსპირატორინი ვერ იპოვიდნენ როკ-ნ-როლზე უკეთეს შუამავალს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდობისთვის საკუთარი იდეებისა და ფილოსოფიის გადასაცემად; ასე, მაგალითად, ორ ქვეყანაში, სადაც როკ-მუსიკა განსაკუთრებით პოპულარულია, აშშ-სა და ინგლისში არა მარტო ახალგაზრდობის ზნეობრივი დეგრადაცია აღინიშნება, არამედ მოზარდების მიერ ჩადენილ კრიმინალურ დანაშაულთა რაოდენობის ზრდაც, ქორწინების გარეშე ნაშობი ბავშვების რიცხვის მატებაც და სხვადასხვა სახის ძალადობის აქტების, მკვლელობებისა და თვითმკვლელობების მომრავლებაც..."

ზემოთ მოტანილი ფაქტების ერთობლიობა თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში როკ-რევოლუციამ მოზარდი თაობის ისეთი ღრმა ხრწნილება გამოიწვია, როგორსაც აქამდე ისტორიაში ადგილი არ ჰქონია; იმ დროს, როდესაც მთავრობები მილიარდებს ხარჯავენ ეკოლოგიის სასარგებლოდ, - მათ არ აღმოაჩნდათ არც რესურსები, არც საშუალებანი და არც კეთილი ნება „თინეიჯერთა" სულიერი, ზნეობრივი და ხორციელი დაბინძურების წინააღმდეგ საბრძოლველად - იმ ყმაწვილთა გადასარჩენად, რომელნიც ახალი გამალენილი ფლეიტისტის მსხვერპლნი შექმნილან; ამ საყოველთაო გულგრილობის პირობებში განა გასაკვირია, რომ ბოლოს თავად ხელისუფლება და საზოგადოება სავსებით უმწეო აღმოჩნდეს ხოლმე როკ-სატანიზმით გამოწვეული სხვადასხვა უბედურებების წინაშე?! როგორც ამბობს ძველი ანდაზა: „გახრწენით ახალგაზრდობა და თქვენ სძლევთ მთელს ერს!"...

წმიდა მოწამე ალექს...
მღვდელმოწამე აბრაა...
წმიდა ექვთიმე ღვთი...
ღირსი ანთუსა ქალწუ...
წმიდა ანტონი კონსტ...
ღირსი ალიპი, პეჩორ...

გფარავდეს წმიდა თამარ მეფე

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

გილოცავ შობა ახალწელს

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს ყველგან და ყოველთვის

დათვალიერება...

წმიდა მამა გაბრიელის 10 რჩევა

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა დიდმოწამე ბარბარე

დათვალიერება...

ღვთისმშობელი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

უფალი გფარავდეს

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა ილია წინასწარმეტყველი

დათვალიერება...

გფარავდეს წმიდა მარიამ მაგდალინელი

დათვალიერება...

ქრისტეს შობა

დათვალიერება...

გილოცავ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს

დათვალიერება...

წმიდა ნინო გფარავდეს მუდამ

დათვალიერება...