მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა სვეტი-ცხოვლობის დღეს
სიტყვა ღირსისა მამისა ჩვენისა სტეფანე ხირსელისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სამცხე-საათაბაგო
სამცხე-საათაბაგო

სამცხე-საათაბაგო — ფეოდალური სამთავრო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში XIV საუკუნის I ნახევრიდან XVII საუკუნის 20-იან წლებამდე.

წარმოიქმნა ადრინდელი სამცხის სამთავროს გაზრდისა და გაფართოების საფუძველზე. (სამცხის გამგებლებს ერისთავობასთან ერთად მინიჭებული ჰქონდათ სპასალარობაც). მონღოლებმა საქართველოს დაპყრობის შემდეგ აღნიშნული მხარე ერთ დუმანში მოაქციეს და ჯაყელთა გვარის ძველ ერისთავებს დაუმორჩილეს. 1266 სამცხის სამთავრომ სამეფო კარისაგან შეუვალობა მოიპოვა, იგი ყაენის სახასო მამულად ანუ "ხასინჯუდ" აღირიცხა — ულუსიანი გახდა. სამცხის სამთავრომ მოახერხა განვითარების მაღალი დონის შენარჩუნება და ტერიტორიის შემდგომი გაზრდაც. მისი სოციალურ-პოლიტიკური წყობა და საზოგადოებრივი ურთიერთობა ძირითადად საქართველოს ბარის სხვა მხარეთა მსგავსი იყო.

XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის სამთავროს ფარგლებში შედიოდა: ტაო, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, კარნიფორი, აჭარა, "კარული ქვეყანა", (ყარსის რეგიონი) და სპერი. სამთავროს საზღვრები ტაშისკარიდან არზრუმამდე და შავ ზღვამდე ვრცელდებოდა. ძირითადი რეზიდენცია იყო ქ. ახალციხე. "ხასინჯუდ" ყოფნის დროს სამცხის მთავრები ფორმალურად საქართველოს სამეფოს სამოხელეო ტიტულებსაც ატარებდნენ (მანდატურთუხუცესობა და სხვა). საქართველოდან ფაქტობრივად გათიშული სამთავრო შემოიერთა მეფე გიორგი V-მ, რომელიც სამცხის მთავარ ბექას (1285-1306) შვილიშვილი და მისივე აღზრდილი იყო. გიორგიმ სარგის ბექას ძეს (1306-1334) სპასალარობა დაუბრუნა, ათაბაგობის პატივიც უწყალობა და ამგვარად შემოიმტკიცა. 1334, სარგისის სიკვდილის შემდეგ, როცა სამცხის სამთავროს ტახტზე გიორგი მეფემ ყვარყვარე I დაამტკიცა, ათაბაგობაც მასვე უბოძა. სამცხე-საათაბაგო საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდა. ჯავახეთის შემოერთების შემდეგ (XV საუკუნე) იგი მთელი მესხეთის ტერიტორიზე გაიშალა. თუ ადრე სამცხის ერისთავები თავიანთ უფლებას "სრულიად სამცხე-კლარჯეთზე"სპასალარობით ახორციელებდნენ, ახლა "ყოველთა მესხთა" ათაბაგობით ფლობდნენ. ტერმინი "ათაბაგმა" შინაარსი იცვალა. იგი ამ მხარის თავადი გახდა, სამცხე-საათაბაგო კი — მთელი მესხეთის სინონიმი.

თემურლენგის ურდოებმა ივანე ათაბაგის (1391-1444) დროს სამცხე-საათაბაგო რამდენჯერმე აიკლეს. შემდეგ თანდათან ივანემაც გამოამჟღავნა სეპარატული ტენდენციები. თურქების მხრივ საფრთხის მომიზეზებით მესხეთის ლაშქარი არ მიაშველა. მეფე ალექსანდრე I-ს, რომელიც 1415 დასავლეთ საქართველოში სალაშქროდ მიდიოდა. ურჩი ათაბაგი მეფემ დაატყვევა, მაგრამ შემდეგ ფიცი დაადებინა და შეიწყალა. სამთავროს გამოყოფისათვის ენერგიულად იბრძოდა ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498). მეფემ 1465 ურჩი ქვეშევრდომის დასჯა გადაწყვიტა, მაგრამ სამცხეში გიორგი VIII დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ასევე დამარცხდა 1483 არადეთს ყვარყვარე II-თან ბრძოლაში მეფე კონსტანტინე II. სეპარატისტ ათაბაგთა მიერ წამოწყებული ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. XV საუკუნის დასასრულს სამცხე-საათაბაგო დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა.

ათაბაგ მზეჭაბუკ ყვარყვარეს ძემ (1500-1515) არ იკმარა პოლიტიკური სეპარატიზმი და ეროვნულ-კულტურულ ერთიანობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. მისი წყალობით მესხეთი თანდათან თურქთა ფოროპოსტად იქცა. 1510 სამცხის გზით თურქებმა იმერეთი დალაშქრეს. 1535 იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ ლუარსაბ I-თან შეთანხმებით ილაშქრა მესხეთში. ქვეყნის ერთიანობის მომხრე ძალების მხარდაჭერით ბაგრატმა ათაბაგი ყვარყვარე III სოფ. მურჯახეთთან (ახალქალაქის ახლოს) ბრძოლაში დაამარცხა, დაატყვევა და სამცხე-საათაბაგო გააუქმა. სამთავროს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს შეუერთა, ჯავახეთი ლუარსაბ I-ს დაუთმო. ამ დროს სამცხე-საათაბაგოს ფეოდალმა ოთარ შალიკაშვილმა ტახტის ახალგაზრდა პრეტენდენტი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე სტამბოლში გააპარა. ოსმალებმა ისარგებლეს გართულებული მდგომარეობით და საათაბაგოს სამხრეთ პროვინციების დაპყრობას შეუდგნენ. აქეთკენ გამოემართა ირანის შაჰი თამაზიც 1543. სულთანმა სულეიმანმა სამცხე-საათაბაგოს დასაპყრობად 22 000 მეომარი გაგზავნა. ქართველებმა მტერი ქარაღაქთან დაამარცხეს. 1545 სულთანის დიდმა ლასქარმა სოფ. სოხოისთან (ბასიანში) დაამარცხა ქართველთა ჯარი და ქაიხოსრო II (1545-1573) ათაბაგი გახდა. ამის შემდეგ (1547) ქაიხოსრო II-მ ოსმალებს ზურგი შეაქცია. ირანში ჩავიდა და ლუარსაბ I-ის მიერ დაკავებული ჯავახეთის დაბრუნება ითხოვა. ამ საბაბით შაჰმა თამაზმა ჯავახეთში ილაშქრა. ლაშქრობებმა სამცხე-საათაბაგოს დიდი ზიანი მიაყენა (ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გაძარცვეს ვარძიის მდიდარი მონასტერი). საპასუხოდ 1549 საათაბაგოში ოსმალი დამპყრობლები შეიჭრნენ, ციხესიმაგრეები აიღეს და ქვეყანა აიკლეს. ათაბაგთა სპარსული ორიენტაცია იმით იყო გამოწვეული, რომ ირანი მაშინ მესხეთის ვასალობას მეხარკეობის საფუძველზე სჯერდებოდა, ოსმალეთი კი საათაბაგოს შეერთებისათვის იბრძოდა.

1555 ქ. ამასიაში დადებული ზავით საფუძველზე ირანმა და ოსმალეთმა სამცხე-საათაბაგო შუაზე გაიყვეს. მისი დასავლეთი ნაწილი — ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი) ერგო ოსმალეთს, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე-ჯავახეთი, არტაანი (მტკვრის აუზი) — ირანს. ზავის მიუხედავად, ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაკარგვას. 1578 დაიწყო ირან-ოსმალეთის მეორე ომი. საქართველოსკენ დაიძრა ოსმალთა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა. ჩილდირთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ. მალე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება ქართლის მეფე სიმონ I. თურქებმა მესხეთი დაიპყრეს, მერე კი მთელი კავკასიაც დაიმორჩილეს. სამცხის დაპყრობილ ტერიტორიაზე ახალციხის საფაშო შექმნეს. გამაჰმადიანებულ მანუჩარ ქაიხოსროს ძეს ფაშობა მისცეს. 1590 ზავით ირანმა ცნო ოსმალთა უფლება ამიერკავკასიაზე. 1625 სამცხე-საათაბაგომ, როგორც პოლიტიკურმა ერთეულმა, არსებობა შეწყვიტა. ოსმალთა აგრესიის შედეგები ყველაზე მძიმე სამცხე-საათაბაგოსთვის აღმოჩნდა. 1595 დაპყრობილი მხარე აღწერეს და გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი შეადგინეს მიწის მფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეცვალეს. მიწის დროებით მფლობელად სამხედრო ვალდებული გამოცხადდა. სამხედრო ვალდებული კი მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო. დაპყრობილ სამთავრო სანჯაყებად (სადროშოებად ) დაყვეს.

სამცხე-საათაბაგო თავისი ტერიტორიით საქართველოს ერთ მესამედ ნაწილს შეადგენდა. კულტურული თვალსაყრისით მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თემურლენგის შემოსევების შემდეგაც კი კულტურულ-აღმშენებლობითი მუშაობა არ შექყვეტილა. XIII-XIV საუკუნეებში საათაბაგოში შეიქმნა ქართული ფეოდალური სამართლის ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლი "წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე", რომელიც დაიწყო ბექა მანდატურთუხუცესმა და დაამთავრა მისმა შვილიშვილმა აღბუღამ. ძეგლს შემოკლებით ბექა-აღბუღას სამართალსაც უწოდებენ. მასში აისახა ეპოქისათვის დამახასიათებელი ყველა ძირითადი მოვლენა. ამ ძეგლს მთელი შუა საუკუნეების მანძილზე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

საყურადღებო ძეგლია "მესხური დავითნის ქრონიკა". ისეთ დიდ საკათედრალო მონასტრებში, როგორიც იყო: იშხანი, ბანა, ოპიზა, ტბეთი, საფარა, კუმურდო, წყაროსთავი და სხვა. XVII საუკუნის II ნახევრამდე (ზოგან შემდეგაც) არ შეწყვეტილა ტრადიციული მწიგნობრული საქმიანობა. აქ შეიქმნა მნიშვნელოვანი ძეგლები. საფარის მონასტრის ანსამბლებში აგებული წმ. საბას ეკლესია და სამრეკლო (XIII ს.) აღსანიშნავია სახელგანთქმული ანჩისხატის კარედის მოჭედულობა (XIV ს.). სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე გამოირჩეოდნენ ქალაქები: ახალციხე, ართვინი, ოლთისი (Oltu), ახალქალაქი, არტანუჯი, არდანი, ერეშეთი და სხვა. ესენი იყვნენ ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრები ხელოსანთა სპეციალობის მიხედვით არსებობდა ცალკეული გაერთიანებები, რომელთა სათავეში "უხუცესები" იდგნენ (კალატოზთუხუცესი, მკერავთუხუცესი და სხვა). ხელოსნური დარგებიდან განსაკუთრებით დაწინაურებული იყო მეთუნეობა, მჭედლობა, კალატოზობა, დურგლობა, მეხმალეობა, ოქრომჭედლობა და სხვა. მესხ ვაჭრებს ურთიერთობა ჰქონდათ როგორც საქართველოს, ისე უცხოეთი ბაზრებთან (სტამბოლი, თავრიზი, თეირანი, ინდოეთი, ასტრახანი და სხვა), მსხვილი ვაჭრები ბექას და აღბუღას სამართლის ძალით გათანაბრებული იყვნენ აზნაურებთან.
დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0