მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა მიგებების დღესასწაულისა
მზაკვარებისათვის

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წყლის რესურსები
^
მდინარე ბზიფის სათავე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის ქედის სამხრეთ კალთაზე, უღელტეხილ ადანგეს მიდამოებშია. იგი შავ ზღვას ბიჭვინთის კონცხთან ერთვის. მისი სიგრძე 110 კმ-ია, წყალშემკრები აუზის ფართობი - 1510 კმ2. ბზიფის შენაკადებია გეგა და ბავიუ. იგი შერეული საზრდოობის მდინარეა. მას შავ ზღვაში ყოველწლიურად 3 კმ3-ზე მეტი წყალი და, დაახლოებით, 1 მლნ. ტ. ნატანი შეაქვს.

წყლის რესურსები

საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. მის ტერიტორიაზე მიედინება 26060 მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს. ამ მდინარეების დაახლ. 99.4% ძალიან მცირე სიგრძისაა (25 კმ-ზე ნაკლები). შავი ზღვის აუზს მიეკუთვნება 18109 მდინარე, ხოლო კასპიის ზღვის აუზს - 7951. საქართველოს მდინარეთა მთავარი წყალგამყოფია ლიხის ანუ სურამის ქედი. აღსანიშნავია, რომ დასავლეთ საქართველოს მდიანარეთა უმრავლესობას დამოუკიდებელი წყალშემკრელი აუზი არ აქვს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედით დასავლეთ საქართველოს მდინარეები მდ. ყუბანის აუზისგან და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები მდინარეების - თერგისა და სულაკის აუზებისგან არის გამოყოფილი.

საქართველოს მდინარეებიდან წყლიანობით გამოირჩევა მდ. რიონი (13.2 კმ3), ჭოროხი (8.58 კმ3), მტკვარი (თბილისთან 6.5 კმ3), კოდორი (3.97 კმ3), ალაზანი (3.23 კმ3) და სხვ. საქართველოს უგრძესი მდინარეა ალაზანი - 406 კმ, შემდეგი ადგილები უკავია მდ. იორსა (343 კმ) და რიონს (327 კმ). მტკვარი (1384 კმ) სამხრეთ კავკასიის უგრძესი მდინარეა. მისი სიგრძე საქართველოს ტერიტორიაზე 351 კმ-ია.

საქართველოს მდინარეები წვიმის, მიწისქვეშა, თოვლისა და მყინვარის ნადნობი წყლებით საზრდოობენ. მდინარეთა საზრდოობაში თითოეული ამ წყაროს მონაწილეობა და წვლილი განისაზღვრება წყალშემკრები აუზის სიმაღლის, ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების, რელიეფისა და ჰავის შესაბამისად. მაღალმთიან ადგილებში მდინარეები, ძირითადად, თოვლისა და მყინვარების ნადნობი წყლებით საზრდოობენ, საშუალომთიან ზონაში - წვიმისა და სეზონური თოვლის ნადნობი წყლებით, კოლხეთის დაბლობსა და მის მიმდებარე გორაკ-ბორცვებზე მდებარე მდინარეები კი - წვიმისა და, ნაწილობრივ, მიწისქვეშა წყლებით. ბევრი მდინარის საზრდოობაში ამა თუ იმ წყაროს წვლილი იცვლება მდინარის სიგძისა და წელიწადის დროის მიხედვით. გაზაფხულზე საქართველოს მდინარეთა უმეტესობა თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოობს, საფხულსა და ზამთარში კი - მიწისქვეშა წყლებით.

^

ბაზალეთის ტბა დუშეთის რიაონში, ზ. დ-დან 878 მ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ზედაპირის ფართობი 1.22 კმ 2-ია, მაქსიმალური სიღრმე - 7 მ. მასში, საშუალოდ, 5.6 მლნ მ3 წყალია. ტბა ძირითადად ატმოსფერული ნალექებით საზრდოობს. იანვარ-თებერვალში იგი ყინულით იფარება; ტბის სანპირო ზოლში საკმაოდ ბევრია წყალმცენარე. ტბაში ბინადრობს ქაშაყი, ნაფოტა, ხრამული, წვერა და სხვ. ტბა ტურისტულ-რეკრეაციული მიზნებისთვის გამოიყენება

საქართველოს ტერიტორიაზე მყინვარები, ძირითადად, გავრცელებულია კავკასიონის ქედზე. ქვეყანაში 786 მყინვარია. მათი საერთო ფართობი 556 კმ2-ია, რაც საქართველოს მთერი ტერიტორიის 0.73%-ს შეადგენს. მყინვარები საქართველოს ფარგლებში არათანაბრადაა განაწილებული. მათი უმრავლესობა ოთხი მდინარის: კოდორის, ენგურის, რიონისა და თერგის აუზებშია თავმოყრილი.

საქართველოს მყინვართა უმეტესობა მცირე ზომისაა და მათი ფართობი 1 კმ2-ზე ნაკლებია. ისეთი მყინვარები, რომელთა ფართობიც 10 კმ2-ს აღემმატება, ცხრაა. ესენია: ლეხზირი (35,9 კმ2), წანერი (28,7 კმ2), ტვიბერი (24,7 კმ2), ყვითლოდი (12,1 კმ2), ჭალაათი (12,3 კმ2), ხალდე 10,5 კმ2), ადიში (10,2 კმ2) და ქვიში (19,3 კმ2) მდინარე ენგურის აუზში - სუათისი (11,1 კმ2)- მდინარე თერგის სათავეებში.

მყინვარების მდებარეობა ზღვის დონიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ იცვლება. მდ. ბზიფის ხეობაში მყინვარები 2600 მ სიმაღლეზე, მდინარეების: ენგურისა და იორნის ხეობებში მყინვარები კი ზ. დ-დან 2970-2990 მ-ზე მდებარეობენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებში მყინვარები 3000-32000 მ-ზეა განლაგებული.

მუდმინი თოვლის საზღვარი, ანუ ფირნის ხაზი ზღვის დონიდან, მყინვარების ანალოგიურად, მაღლდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. დასავლეთ საქართველოში ფირნის ხაზი 2550-2800 მ-ზე გადის, ხოლო აღმოსავლეთით 3200-3600 მ-ზე.

საქართველოს ჭაობები, ძირითადად, კოლხეთის დაბლობის დასავლეთ, ზღვისპირა ნაწილში გვხვდება და მათი საერთო ფართობი, დაახლოებით, 627 კმ2-ია. საქართველოს ჭაობები, ძირითადად, დაბლობის ჭაობებს მიეკუთვნება.მაღლობის ჭაიობების მცირე ფართობები წარმოდგენილია ჯავახეთის ზეგანსა და მდ. ქვია-ხრამის აუზის ზემო ნაწილში. მცირე ზომის ჭაობები გავრცელებულია მტკვრის, ალაზნისა და ზოგიერთი სხვა მდინარის აუზში.

საქართველოს წყალსაცავებში დაგროვილია საერთო წყლის რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეისათვის ექსპლუატაციაში 44 წყალსაცავია, რომელთა მოცულობა 0.5 მლნ მ3-ს აღემატება. წყალსაცავების წყლის ზედაპირის საერთო ფართობი 163 კმ2-ია, რაც საქართველოს ტერიტორიის 0.23%-ს შეადგენს. დასავლეთ საქართველოს წყალსაცავები, ძირითადად, ენერგეტიკული დანიშნელებისაა, აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავთა უმეტესობის დანიშნულება კი ირიგაციაა.

კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავები რამდენიმე ფუნქციას ასრულებენ, მაგალითად: ჟინვალის წყალსაცავის დანიშნულებაა ელექტროენერგიის გამომუშავება, მორწყვა, სასმელი წყლით მომარაგება და, ნაწილობრივ, თბილისის წყალსაცავის წყლით უზრუნველყოფა. წყალსაცავები, ძირითადი დანიშნულების გარდა, ასევე, გამოიყენება თევზის მეურნეობისთვის, რეკრეაციისა და წყალდიდობის შედეგების შესასუსტებლად. მათი უმეტესობა შექმნილია მდინარის ჩამონადენის სეზონური და მრავალსყლიანი რეგულირების მიზნით.

წყალსაცავის მშენებლობა გარკვეულწილად ცვლის ბუნებრივ გარემოს: წყლით იფარება ხეობის ნაწილი, ჩნდება მეწყრული პროცესების ახალი კერები, მატულობს ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა, ირღვევა მდინარის დამონადენის რეჟიმი და სხვა, ამიტომ ამთი პროექტირებისას აუცილებელია მრავალმხრივი ანალიზის ჩატარება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სავარაუდო ეკოლოგიური ცვლილებები.

საქართველოს მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი რესურსები მარაგი 21,7 კმ3-ს შეადგენს, რაც მთელი ტერიტორიის ზედაპირული ჩამონადენის 41%-ია. უმეტესად, ეს წყლები დაბალი მინერალიზაციისა და სასმელად გამოსადეგია. ძირითადად გვხვდება ორი ტიპის სასმელი მიწისქვეშა წყლები. პირველ ტიპს მიეკუთვნება მიწისქვეშა წყლები, რომელთა მინერალიზაციის ხარისხი 0,2-0,3 გრ/ლ-ია. ამ წყლების მარაგი სამხრეთ საქართველოში 0.63 კმ3-ს შეადგენს. მეორე ჯგუფს წარმოადგენს 0.3-1.0 გრ/ლ მინერალიზაციის სასმელი მიწისქვეშა წყლეები, რომელთა მარაგი 2.52 კმ3-ია.

საქართველოში, ასევე, მრავლადაა ჩანჩქერები. ისი გვხვდება სამეგრელოში (ოჩხომურის, აბაშისა და ტობას ჩანჩქერები), აფხაზეთში (გეგის, კლიჩის), ყაზბეგის რაიონში (არშის, გველეთის), კახეთში (ლაგოდეხის ნაკრძალი) და სხვ.

საქართველოში ზედაპირული წყლების დაბინძურების ძირითადი წყაროებია წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი, თბოენერგეტიკა და მრეწველობა. სექტორების მიხედვით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაწილდება შემდეგნაირად:

    წყალმომარაგება-კანალიზაციის სექტორი - 344,1 მლნ.მ3/წელ. (67%)
    თბოენერგეტიკა - 163,8 მლნ.მ3/წელ. (31%)
    მრეწველობა - 9,6 მლნ.მ3/წელ. (2%)

ამდენად, ზედაპირული წყლების ძირითადი დამბინძურებელი არის კომუნალური სექტორი (ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების კანალიზაციის ჩამდინარე წყლები). დღევანდელი მდგომარეობით წყლის გამწმენდ არცერთ ნაგებობას არ შეუძლია უზრუნველყოს ჩამდინარე წყლების გაწმენდა საპროექტო ხარისხის შესაბამისად. წყლის ბიოლოგიური გაწმენდა არ ხდება არცერთ ქალაქში. პირველადი მექანიკური გაწმენდა ხორციელდება მხოლოდ ქ.თბილის-რუსთავის რეგიონულ გამწმენდ ნაგებობაზე. შედეგად, ზედაპირული წყლის ობიექტებში აღინიშნება მნიშვნელოვანი დაბინძურება.

დაამატა: Sarcmunoeba


html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0