მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ურთიერთდამოკიდებულებისათვის
იერუსალიმში ვიზიტის შესახებ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ყოველდღიური ლოცვები

ყოველდღიური ლოცვები

დღის განმავლობაში ვასრულებთ სხვა მოკლე ლოცვებსაც, კერძოდ, დღეში შვიდგზის ლოცვას, ლოცვებს ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ, და იესოს ლოცვას.

ა) შვიდგზის ლოცვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით 1989 წლის შობის დღესასწაულიდან მოყოლებული დღეში შვიდჯერ ვასრულებთ მოკლე ლოცვას. ეს ლოცვები სრულდება დილის 6-სა და 9 საათზე, დღის 12-სა და 3-ზე, საღამოს 6-სა და 9-ზე და ღამის 12 საათზე. მათი ტექსტი იყიდება ეკლესიებში.

ამ ლოცვების მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მის შესავალშიც წერია, აქ კი იმას დავუმატებთ, რომ ყველა ქრისტიანმა, ვისაც როგორ შეუძლია, უნდა მიიღოს მონაწილეობა და ამა თუ იმ მიზეზით უარი არ უნდა თქვას ამ ლოცვა-კურთხევაზე. შეიძლება ადამიანს უჭირდეს მისი მთლიანად შესრულება, შეიძლება დილით ადრე ადგომა არ შეეძლოს, ან გვიან ვერ დაწვეს, ან კიდევ დღისით დაავიწყდეს, მაგრამ როცა შეძლებს, როცა გაახსენდება, მაშინ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოს. და თუ ასე მოიქცევა, ეს ლოცვა თანდათანობით ჩვევად ექცევა და შემდეგ ღმერთის შეწევნით, იქნებ აღარც დაავიწყდეს და სრულადაც მოახერხოს მისი შესრულება.

ბ) საყოველდღეო ლოცვები

დღის განმავლობაში აღვავლენთ სხვა მოკლე ლოცვებსაც ჭამის, საქმის კეთების, სწავლის წინ და შემდგომ. ყველა ეს ლოცვა, აგრეთვე სხვა მოკლე ლოცვები წერია „ლოცვანში" სათაურით „საყოველდღეო ლოცვები".

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ჭამის წინ, ლოცვის თქმის შემდეგ საჭმელს ჰაერში გადავსახავთ ჯვარს მარჯვენა ხელის სამი შეკრული და ორი მოკეცილი თითით ჯერ ზემოთ, შემდეგ ქვემოთ, შემდეგ ჩვენგან მარცხნივ და ბოლო მარჯვნივ.

მსუბუქი ჭამის, ხილის მიღების წინ, წყლის დალევის წინ ლოცვას არ ვამბობთ სრულად, არამედ გადავიწერთ პირჯვარს და პროდუქტსაც ჯვარს გადავსახავთ.

აგრეთვე, თუ ადამიანი მთელი დღე საქმიანობს, მაგალითად სახლის საქმეებს აკეთებს, საქმის დაწყების (ასევე დამთავრების) ლოცვას იტყვის ერთხელ და არა ყოველი კონკრეტული ქმედების წინ.

გ) იესოს ლოცვა

იესოს ლოცვას ქრისტიანი სულ უნდა იმეორებდეს. იგი შემდეგნარიად გამოითქმის:

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი".

მისი გამეორება შეიძლება ნებისმიერ მდგომარეობაში: ვზივართ და ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.

ამ ლოცვას ორი ათასი წლის ისტორია აქვს; მას ჯერ კიდევ მოციქიულები იმეორებდნენ. მასში მისტიური აზრია ჩადებული. წმიდა მამების თქმით, იგი ქრისტიანული სარწმუნოების მთელ შინაარსს გადმოგვცემს. სხვა რომ არა იყოს რა, თავისთავად უფლის სახელის - იესოს ხსენებასაც კი უდიდესი ძალა აქვს.

ჩვენთვის ამ ლოცვის ხშირი განმეორება არის გახსენება ღმრთისა, ვინც ჩვენ გვიფარავს ცოდვის ჩადენისაგან, გვიცავს ხილული თუ უხილავი მტრებისაგან.

ეპისკოპოსი ნიკოლოზი „წესი ქრისტიანის ცხოვრებისა", თბილისი, 1998 წ.




ნანახია: 900 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0