მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



დეკანოზ ღამბაშიძის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე
უმოქმედო ეკლესიების მოვლა-პატრონობა დღეს ღვთისათვის ყველაზე დიდი შესაწირია

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი

წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი (+830)

28 (10.04) მარტი

წმიდა მოწამე ბოიან ბულგარეთის მთავარი (+830). როდესაც ბულგარეთის სამეფო ტახტზე ბონის ძმა, წარმართი მოლომირი (ვლადიმირი) ავიდა, მთავარმა მას ქრისტიანი კონამონის განთავისუფლება მოსთხოვა. კონამონი დიდხანს იტანჯებოდა საპყრობილეში კერპთაყვანისცემაში მონაწილეობაზე უარის თქმისათვის. ძმამ ბოიანს თხოვნა შეუსრულა. განთავისუფლებულ კონამონს მთავარმა კითხა, თუ რატომ იტანჯებოდა. ხანგრძლივი საუბრის დროს განათლებულმა ქრისტიანმა წარმართ მთავარს აუხსნა კერპთაყვანისმცემლობის სიცრუე და ცხონებისათვის ქრისტეს რწმენის აუცილებლობა. საუბრის ბოლოს კონამონმა თქვა: „ქრისტეს გარეშე არ არსებობს ნათელი გონებისათვის, სიცოცხლე – სულისათვის. მხოლოდ ის არის კაცობრიობის მოძღვარი და მაცხოვარი. თუ წარწყმედა არ გსურს, იწამე ქრისტე". მთავარი ბოიანი სიხარულით მოინათლა. ახალმოქცეული კეთილმსახური მთავარი მარხვასა და ლოცვას მიეცა. მალომირმა ძმას მოსთხოვა უარეყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობა მიეღო. წმიდა მთავარმა უდრტვინველად უპასუხა: „ვაღიარებ ქრისტეს, ჭეშმარიტ ღმერთს. არავის ძალუძს განმაშოროს მაცხოვრის სიყვარულს". მალომირმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ძმას. მოწამეობრივი აღსასრულის წინ კეთილმსახურმა მთავარმა იწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანობა მთელ ბულგარეთში გავრცელდებოდა, აშენდებოდა ქრისტიანული ტაძრები, ხოლო კერპები და სამსხვერპლოები შეიმუსრებოდა. ძმას კი უთხრა: „შენი სისასტიკის გამო სიკვდილით დაისჯები".

წმიდა მოწამის წინასწარმეტყველება ყველაზე ადრე საკუთარ ძმაზე ახდა. მალე მალომირი გარდაიცვალა. მას მემკვიდრე არ დარჩენია, ამიტომ ტახტხე უფროსი ძმა პერსიანე (+836-852) ავიდა. შემდეგ პერსიანეს ძემ, წმიდა მოციქულთასწორმა ბორისმა, ნათლისღებით მიხეილმა (ხს. 2 მაისს), მთელი ბულგარელი ხალხი განანათლა. ასე აღსრულდა წმიდა მოწამე ბოიანის ეს წინასწარმეტყველებაც.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 671 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0