მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოძღვრება თქმული წმ. ნინოობას დაისად
იერუსალიმში ვიზიტის შესახებ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი, მოსკოველი საკვირველთმოქმედი

ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი, მოსკოველი საკვირველთმოქმედი (+1557)

2 (15) აგვისტო

ნეტარი ბასილი, ქრისტესთვის სალოსი 1468 წელს დაიბადა მოსკოვის მახლობლად მდებარე სოფელ ელიხოვოში. როცა ყმაწვილი წამოიზარდა, მშობლებმა იგი ოსტატს მიაბარეს ხარაზობის შესასწავლად. ერთხელ, როცა წმიდანი თექვსმეტი წლისა იყო, სახელოსნოში ვაჭარმა შემოიარა და ჩექმები შეუკვეთა. ბასილის ცრემლები წასკდა, ვაჭარი ჩექმების ჩაცმას ვერც მოასწრებს, გარდაიცვლებაო. რამდენიმე დღეში მისი წინასწარმეტყველება ახდა. ამის შემდეგ ნეტარმა მოსკოვს მიაშურა და სალოსობის ღვაწლი იტვირთა. ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სუსხში იგი ნახევრად შიშველი დადიოდა. უცნაური იყო მისი საქციელი: ხან პურის კვერებიან ხონჩას ააყირავებდა, ხან ბურახით სავსე დოქს ჰკრავდა ხელს. გაბრაზებული გამყიდველები უყვიროდნენ და სცემდნენ, შემდეგ კი ირკვეოდა, რომ პურის კვერები ცუდი გამომცხვარი იყო და ბურახიც უვარგისად შემზადებული. თანდათან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ნეტარი ბასილი ღვთისკაცი იყო, უსამართლობის მამხილებელი.

ერთხელ ერთმა ვაჭარმა მოსკოვში ტაძრის აგება გადაწყვიტა, მაგრამ განზრახვა სისრულეში ვერ მოჰყავდა: თაღები სამჯერ ჩამოიქცა. შეშფოთებულმა, წმიდა სალოსს მიმართა რჩევისათვის, რომელიც ღარიბულ ქოხში იჯდა და ცარიელ აკვანს არწევდა. „ვის არწევ?" - იკითხა მან. „მშობელ დედას ვუხდი გადაუხდელ ვალს ჩემი შობისა და აღზრდისათვის", - იყო პასუხი. მხოლოდ მაშინ მოაგონდა ვაჭარს, რომ დედა სახლიდან გაგდებული ჰყავდა და მისთვის ცხადი შეიქნა, თუ რატომ ვერ ამთავრებდა მშენებლობას. იგი დაბრუნდა მოსკოვში, მშობელი სახლში დააბრუნა და კეთილი საქმეც ბოლომდე მიიყვანა.

ნეტარი, უწინარეს ყოვლისა, მათ ეხმარებოდა, ვინც სხვებზე მეტად საჭიროებდა დახმარებას, მაგრამ მოწყალების თხოვნა ერცხვინებოდა. იყო შემთხვევა, როცა მეფის მდიდრული ძღვენი მან უბოძა უცხოელ ვაჭარს, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, სამი დღე ლუკმაც არ ჩასვლოდა პირში, მაგრამ წყალობას ვერ თხოულობდა, რადგან კარგი სამოსი ეცვა. მოყვასის სიყვარულის გამო უფლის რჩეული სამიკიტნოებშიც დადიოდა, სრულიად განადგურებულ ადამიანებშიც ეძებდა სიკეთის მარცვლებს. ბევრი ამჩნევდა, რომ, როცა ნეტარი ბასილი ჩაუვლიდა ხოლმე სახლებს, სადაც უაზროდ ლოთობდნენ და მხიარულობდნენ, მათ კუთხეებს კოცნიდა, კეთილმსახურთა სახლებს კი ქვებს ესროდა. როცა ამ საქციელის ახსნას სთხოვეს, წმიდანმა უპასუხა, იმ სახლებთან, სადაც თავაწყვეტილად ღრეობენ, მწუხარე ანგელოზები დგანან და ჭმუნავენ ადამიანთა უსჯულოების გამო. მე ცრემლებით ვევედრები მათ, ილოცონ ცოდვილთა მოსაქცევად. ღვთისმოშიშთა სახლებში კი ეშმაკებს ადგილი არა აქვთ - გარეთ დგანან, მე კი მათ ვდევნიო.

წმიდა ბასილი 1552 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა. მის კუბოს წმიდა სამების ტაძართან გამზადებულ საფლავამდე სხვებთან ერთად თავად ივანე მრისხანეც მიაცილებდა. 1554 წელს ნეტარის საფლავზე აიგო ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ტაძარი. 1558 წელს მოხდა წმიდანის კანონიზაცია და ნაწილთა აღმოყვანება.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 820 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0