მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უძღები შვილის კვირა
სიტყვა კვირიაკესა სამარიტელისასა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

რატომ ვიწერთ პირჯვარს?

რატომ ვიწერთ პირჯვარს?

პირჯვრის გადასახვით ჩვენ აშკარად ვაღიარებთ რწმენას ჯვარცმული უფლისადმი, ვადიდებთ მას ჩვენი სხეულით (1 კორ. 6, 20) მოციქულთა დროსაც რომ არსებობდა წეს-ჩვეულება ლოცვის დროს ხელების გამოყენებისა, რწმენის გამოხატვის საშუალებად, მოწმობს პავლე მოციქული: „მსურს რომ ყველგან ილოცონ, და აღაპყრან სუფთა ხელები რისხვისა და ეჭვის გარეშე" (1 ტიმ. 2, 8) ფსალმუნშიც წერია: „ხელთა აღპყრობა – შესაწირავად მწუხრის ჟამისა" (ფს. 140, 2).

ჩვენი შესაწირავი – ქრისტეა, რომელიც ჯვარს ეცვა ჩვენთვის (1 კორ. 5, 7; ებრ. 9, 28), ე.ი. როდესაც აღვაპყრობთ ხელებს ჯვრის გამოსახვისას, გამოვხატავთ რწმენას ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს მიმართ. ძველი ქრისტიანები ლოცვის დროს მარჯვენა ხელით გადაისახავენ ხოლმე ჯვარს. ამაზე მოწმობს წმ. იუსტინე წამებული (165 წ.) „ქრისტიანები უნდა ლოცულობდნენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ხოლო ჯვარი უნდა გადასახონ მარჯვენა ხელით, და არა მარცხენათი, რათა უკეთ აღავლინონ ლოცვა ღმრთისადმი".

ტერტულიანე, რომელიც გარდაიცვალა 220 წელს, წერს: „მოციქულთა სწავლების თანახმად, ყოველი კეთილი საქმის დაწყებისას და დამთავრებისას, ყოველი გასვლისა და შემოსვლის დროს, ჩაცმისას, ბანაობისას, მაგიდასთან, კანდელთან, საწოლთან, სავარძელთან მისვლისას, მოკლედ, ყოველთვის ჩვენ უნდა ვიცავდეთ თავს ჯვრის გადასახვით. ამით ისინი შთააგონებენ თავის მოწაფეებს, ხოლო მათი მეშვეობით – ყველა მორწმუნეს, რათა სარწმუნოების აღიარების ნიშნად, ჯვრის გადასახვით დაესვათ ბეჭედი სახეზე და მკერდზე".

მარჯვენა ხელის სამი თითის (ცერა, საჩვენებელი და შუათითი) ერთად დაწყობით ჩვენ ვაღიარებთ წმიდა სამებას, ხოლო დარჩენილი ორი თითის ხელისგულზე დადებით – იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას – კაცობრივს და ღვთიურს. პირჯვრის გადაწერისას ხელს მივიტანთ პირველად შუბლზე, მეორედ მუცელზე, მესამედ მარჯვენა მხარზე, მეოთხედ კი - მარცხენაზე, ამით გამოისახება ჯვარი, რომელზეც ეცვა ჩვენთვის უფალი იესო ქრისტე. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ პირჯვრის გადაწერისას ჯვრის ქვედა ბოლო ზედაზე მოკლე არ გამოვიდეს, რომ ამობრუნებული ჯვარი არ გამოვისახოთ, როგორც ეს ქვემოთ ნახატზეა ნაჩვენები:

პირჯვრის წერით, ჩვენ ასოებივით ვიწერთ სხეულზე ჩვენს სარწმუნოებას. ასეთი წეს-ჩვეულება უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა ქრისტეს ეკლესიაში, რაზეც მოწმობს კირილე იერუსალიმელი (IV ს.): „დიაღ არ გვრცხვენია ჯვრის გადასახვისა შუბლზე და ყველაფერზე".

და რაც მთავარია, ჯვრის გადასახვისას, სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა", ჩვენ ვაკურთხევთ ყოველს ჩვენს კეთილ საქმეს და ვიცავთ თავს ბოროტისაგან.

ამიტომაც ცდილობს ეშმაკი, სხვადასხვა სექტების მეშვეობით დაგვაეჭვოს ჯვრის გადასახვის მართებულობაში და ამით გაგვაგდებინოს ხელიდან ის მძალვრი იარაღი, რომელიც არ აძლევს მას საშუალებას ჩვენი მოჯადოებისა და შეპყრობისა.

„მახარებელი" N 8
ჭულევის მონასტრის გამოცემა

„ღვთივსათნო ქცევის წესები ტაძარში"




ნანახია: 913 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0