მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმიდათა მოწამეთა ბიძინა, შალვა და ელიზბარის დღესა
უყურადღებო ლოცვაზე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ანგელოზთა შესახებ

ანგელოზთა შესახებ

სასულიერო ლიტერატურაში სიტყვა მთავარანგელოზი და ანგელოზი გამოიყენება ორი (კერძო და ზოგადი) მნიშვნელობით:

1) ბიბლიურ ტექსტებში ანგელოზები (ბერძნული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს მაცნეს) სულები არიან, ღვთის სიტყვის მაცნეები ადამიანებისთვის. ეს სიტყვა ეკუთვნის ყველა ზეციურ უხორცო ძალებს. აქედან მომდინარეობს გამოთქმა - ანგელოზთა სამყარო. მთავარანგელოზი (ბერძნული არხე - ნიშნავს საწყისს) - უზენაესი, ანუ ანგელოზთა მთავარი, ასე მოიხსენიება იგი ახალ აღთქმაში (იუდ. 1,9; 1ეფეს. 4,16). ეკლესიის სწავლებით მთავარანგელოზი რვაა: მიქაელ მთავანგელოზი - ზეცის ძალთა მთავარი, ნიშნავს - ვითარცა ღმერთი (დან. 10,13; იუდ. 1,9), გაბრიელი - ძალი ღვთისა (დან. 8,16; ლუკ. 1,26), რაფაელი - ღვთიური შემწე (ტობ. 3,16), ურიელი - ღმერთი, ნათელი ჩემი (1ეზდრ. 4,1), სელაფიელი - ღვთისადმი ლოცვა (1 ეზდრ. 4,1), იერომიელი - ღვთისაკენ ამაღლება (3 ეზდრ. 4,36). მთავარანგელოზებს მიეკუთვნებიან ასევე იეგუდიელი (ღვთის დიდება) და ვარახიელი (ღვთის კურთხევა), რომლებიც წმინდა წერილში არ მოიხსენებიან.

2) სიტყვა ანგელოზი და მთავარანგელოზი გამოიყენება წმინდა დიონისე არეოპაგელმა თავის ნაშრომში ზეციური იერარქია, კერძოდ, როცა ის საუბრობდა ზეციური იერარქიის 9 დასზე. წმინდა დიონისე არეოპაგელის მიხედვით ზეციურ იერაქრიას აქვს სამი საფეხური, ხოლო ყოველ საფეხურზე არის სამი დასი: 1) სერაფიმები, ქერობიმები, საყდარნი; 2) უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი; 3) საწყისნი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი.

„მიუხედავად იმისა, რომ ზეციური სულები უხორცონი და უკვდავნი არიან, უფალმა ინება, რომ მათ თანაც ყოფილიყო საწყისი, ძალი და ხელმწიფება" - წერდა წმინდა ეფრემ ასური.

ანგელოზები არიან ღვთის მაცწეები და იმისათვის, რომ განახორციელონ თავიანთი მისია, მათ ებოძათ აზრი, ნება და ყოვლისშემძლეობა.

წმინდა წერილი ამოწმებს, რომ ანგელოზთა სამყარო ღმერთმა შექმნა: თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა (დაბ. 1,1). წმინდა მამები და საეკლესიო გარდამოცემა ცაში მოიაზრებენ სულიერ სამყაროს, მიწაში - მატერიას, ფიზიკურ საწყისს. ეკლესიის ამ რწმენას გამოხატავს I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე (325 წელი, ნიკეა) შემუშავებული მრწამსი (რწმენის სიმბოლო), რომელიც იწყება სიტყვებით: მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულითა ყოველთა და არა ხილულთა... აქ საუბარია ღვთის მიერ არამიწიერი სამყაროს - ანგელოზური, ზეგრძნობადი ძალების შექმის შესახებ.

წმინდა მამები ამბობენ, რომ საღვთო განგებულების შესახებ ვიცით მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭიროა ჩვენი ხსნისათვის. მოციქული პავლე ამბობდა: რამეთუ ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ - პირსა პირისპირ; აწ ვიცით მცირედ, მერმე ვიცნა, ვითარცა შევემენცე (1კორ. 13,12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანებს არ მიეცათ სრული ცოდნა ზეგრძნობადისა; ამგვარი სრულყოფილი ცოდნა ფიზიკური სამყაროსთვის არ არის განკუთვნილი. ადამიანები შეიმეცნებენ მას და ეზიარებიან მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ. და მაშინ იქნება უკვე არა გამჭოლი, დაბინდული მინა, არამედ უშუალო გამოცდილება და განცდა, პირისპირ შეხვედრა და შეცნობა ზეციური რეალობისა.

ბიბლიური ენა ეკუთვნის სხვადასხვა ერს, ეპოქას, კულტურას, გეოგრაფიულ გარემოს. ამიტომ ზეციურ რეალობების აღწერაში ანგელოზთა სამყარო გამოიხატება ამა თუ იმ ენისათვის დამახასიათებელი ალეგორიით, მეტაფორით და ანტროპომორფიზმებითაც კი, მაგალითად, ზეციური სამყაროს წარმომადგენლებს უწოდებენ: „მრავალთვალ ქერობიმებს", „ექვსფრთიან სერაბიმებს" და სხვ. „მრავალთვალი ქერობიმები" - ესენი არიან სულიერი არსებები, მფლობელნი განსაკუთრებული გამჭრიახობისა, გასაოცარი სულრერი ხედვის ძალისა. ხოლო „ექვსფრთიანი სერაფიმები" - არსებები, „ცეცხლოვანი" სიყვარულით ანთებული ღვთის მიმართ და მასთან ახლოს მდგომნი და ეს ახლომდგომობა ზოგიერთ ძველ ფრესკაში ექვსი ფრთის სახით არის გამოხატული.

ანგელოზები - რეალური სულიერი არსებებია, ფლობენ პიროვნულობას, გონებას, ნებასა და ძალას. ისინი თავისუფალნი არიან ფიზიკური მყოფობის შემოსაზღვრული კანონებისაგან; შეიქმნენ დროისა და სივრცის მიღმა; ხან ხილულნი არიან ადამიანებისათვის, ხან უხილავნი. ჩვენ, აქაურ სამყაროს მიკუთვნებულთ, არ შეგვიძლია თვითნებურად შევიცნოთ ამ ზეცის მკვიდრთა ჩვენთან მყოფობა.

ღვთისაგან შექმნილი ანგელოზები არიან შუამავალები ჩვენსა და უფალს შორის, რათა განახორციელონ უზენაესი ნება ზოგადად და თითოეული ადამიანისათვის, პიროვნულად. ამის გარდა, ანგელოზები არიან ადამიანების შუამდგომელნი ღვთის წინაშე. ამას ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა (მათ. 18,10).

რად სჭირდება უფალს ვინმეს შუამავლობა? ხომ არ ცხადდება ანგელოზთა მსახურება ერთგვარად ღვთის ყოვლისშემძლეობის შემოფარგვლად? რა თქმა უნდა, არა. ამის ახსნა შეიძლება ჩვენი ცხოვრების მაგალითით. ღმერთი - წყაროა სრული სიკეთისა და ამას იგი ადამიანთა ჩარევის გარეშე აკეთებს. მაგრამ ჩვენს სამყაროში სიკეთე ადამიანთა საშუალებითაც აღესრულება. ესენი არიან ღვთისთვის სათნონი (წინასწარმეტყველნი, წმინდანები, მოწამენი და ა.შ), რომლებიც ცხადდებიან საღვთო ნების განმცხადებლად და აღმსრულებლად დედამიწაზე. ამგვარად, ადამიანის მიერ სიკეთისა და მოწყალების ღვაწლი არაფრით აბრკოლებს საღვთო ყოვლისშემძლეობას.

ანგელოზები - თავისუფალი არსებები არიან. მათ აქვთ თავისუფალი ნება. ამის მაგალითია - ლიუციფერი (ითარგმნება, როგორც „დილის ვარსკვლავი"), რომელიც უფალთან ყველაზე ახლომდგომი ანგელოზი იყო და ამპარტავნების გამო, საკუთარი ნებით ღმერთს იმდენად განეშორა, რომ გახდა თავისი შემოქმედის მტერი, ბოროტების წყარო, რომლის ადგილი ზეცად აღარ არის. მას შემდეგ განუწყვეტელი ბრძოლა მიმდინარეობს სიკეთესა და ბოროტებას შორის, მასში ჩართულია ხილული და უხილავი, მიწიერი და ზეციერი სამყარო. და ამიტომ ყოველ ჩვენგანის გვერდით ხან კეთილი ძალაა, ხან ბოროტი. ყოველთვის, როცა ჩვენ აღვასრულებთ სიკეთეს, ჩვენს გვერდით ჩვენი მფარველი ანგელოზებია, ხოლო როცა პირიქით ხდება, ბოროტს მივეცემით.


გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი", №35 (522), 2009 წ.




ნანახია: 907 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0