მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა დიდ პარასკევს ჯვარცმის გარდამოხსნაზე
შევუნდოთ ერთმანეთს შეცოდებანი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

იგავი ცბიერ მნეზე

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

იგავი ცბიერ მნეზე

გავი ცბიერ მნეზე ბევრს ამღვრევს. ბევრისთვის განსაკუთრებით გაუგებარია, თუ რად გვისახავს მაცხოვარი, თითქოსდა მაგალითად, ცბიერ მნეს, რად აქებს და ეუბნება მოწაფეებს: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა". მაგრამ, თუკი ყურადღებით განვიხილავთ მონათხრობს, ახსნასაც ვიპოვით.

პირველ ყოვლისა, მაცხოვარი ამ ადამიანს მაგალითად როდი გვისახავს, არამედ მის არასწორსა და უპატიოსნო საქციელს წარმოაჩენს, როგორც გაფრთხილებას მათთვის, ვინც იმავე ცოდვისკენაა მიდრეკილი. მერმე მიგვანიშნებს, თუ რამდენად არიან „ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს უფროჲს ძეთა ნათლისათა ნათესავსა შორის მათსა", ანუ მთელი ძალების დაძაბვით ხელსაყრელი შემთხვევიდან სარგებლობის მისაღებად ისინი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წინდახედულობით გადადებენ თანხას შავი დღისთვის და სინათლის ძეებთან შედარებით მეტ მიხვედრილობას იჩენენ.

სიტყვით მრავალნი ამბობენ, რომ დრო არაფერია მარადისობასთან შედარებით, მაგრამ სინამდვილეში მათი ყურადღება დროზე, წარმავალ სიკეთეზეა კონცენტრირებული. საუკუნო სიკეთეთა მიმართ სწრაფვაში ისინი არ იჩენენ ისეთ გულმოდგინებას, რითაც ცბიერი მნე იყო აღსავსე თავისი ცხოვრებისეული მიზნებისაკენ სწრაფვისას. აი, რისი თქმა სურდა უფალს, და არავითარ შემთხვევაში ამ ადამიანის გამართლება.

ხშირად ამბობენ, რომ მაცხოვარმა ცბიერი მნე შეაქო, მაგრამ თუ ყურადღებით წავიკითხავთ მერვე სტრიქონს, ვნახავთ, რომ პატრონმა იგი მიხვედრილობის გამო შეაქო. რჩება მესამე პუნქტი, რომელიც მაცხოვრის სიტყვებში მოიაზრება: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა" - რას გულისხმობს მაცხოვარი ამ გამოთქმაში? იგი მამონასა მას სიცრუვისასა, ანუ სიმდიდრეს, უწოდებს ფულს, რომელიც ასე ხშირად, და უმეტეს შემთხვევაშიც კი, ცთუნებას ემსახურება და ცოდვის მახეა.

„ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუს საფასე" (მარკოზი 10, 23). სთვლის რა ყოველგვარ მიწიერ სიმდიდრეს უმართებულოდ, მაცხოვარი იმ ერთადერთ გზაზე მიგვითითებს, რომლითაც შეიძლება ის ჩვენს ცხონებას შეეწიოს: გლახაკებსა და უპოვარებზე ზრუნვით ჩვენ ისეთი მეგობრები უნდა შევიძინოთ, რომელნიც იმქვეყნიურ ცხოვრებაში სიხარულით შეგვხვდებიან და საუკუნო სავანის კარს განგვიღებენ. უფალი ამ იგავში გვასწავლის, შევხედოთ სიმდიდრეს, როგორც ტალანტს, რომელიც მოყვასის სარგებლობისთვის მოგვეცა, და რომლის მოხმარებისთვისაც მკაცრი ანგარიში მოგვეთხოვება. მაშ, ამ თვალთახედვით სავსებით გასაგები ხდება იგავი და მაცხოვრისაგან თქმული არც ერთი სიტყვა არ უნდა იყოს ლოდი დაბრკოლებისა. ყოველგვარი სულიერი ამღვრევა ჩვენ შეგვიძლია მოვიშოროთ ლოცვა-ვედრებით, რომ უფალმა „განგვიხვნას გონებანი ჩვენნი გულისხმის-ყოფად წიგნთა" (ლუკა 24, 45).




ნანახია: 879 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0