მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უწმინდესის და უნეტარესის მიერ დაწერილი სინას მთაზე დაწერილი ლოცვა
მოძღვრება კვირიაკესა უძღებისა

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და სამნი მოწაფენი მისნი - მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და სამნი მოწაფენი მისნი - მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი (+დაახლ. 273)

30 (12.08) ივლისი

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი, სამნი მოწაფენი მისნი - წმიდა მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი ცხოვრობდნენ III საუკუნეში. წმიდა ვალენტინე ქალაქ ინტერმანის (იტალია) ეპისკოპოსი იყო. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის მას სნეულებათა კურნების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. იმ ხანებში ათონიდან რომში სასწავლებლად ჩავიდა სამი წარმართი ჭაბუკი: პროკული, ეფიბი და აპოლონი. მათ მოძღვარიც ჰპოვეს, სახელად კრატონი და მის სახლში დამკვიდრდნენ. მოხდა ისე, რომ კრატონის ძე, ქერიმონი მძიმედ დასნეულდა: წელში ისე მოიხარა, რომ თავი მუხლებს შორის მოექცა. სასოწარკვეთილმა მამამ ეპისკოპოს ვალენტინეს თხოვა დახმარება. ღვთისმოყვარე მღვდელმთავარმა თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა: რომში ჩავიდა, ავადმყოფ ჭაბუკთან ერთად ოთახში გამოიკეტა და მთელი ღამე ლოცულობდა. დილით ბედნიერმა მშობლებმა იხილეს, რომ მათ შვილს ძველი სნეულების კვალიც არ ეტყობოდა, ირწმუნეს ქრისტე და მთელ სახლეულთან ერთად მოინათლნენ. ნათელიღეს პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმაც და ქერიმონთან ერთად ვალენტინეს დაემოწაფნენ. საკვირველ მოძღვარს მალე გაუვარდა სახელი, და მის მიერ ბევრი ჭაბუკი და ყრმა შეუდგა ქრისტეს. მათ შორის იყო ქალაქის თავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. იმ დროს, როცა მთელ სამყაროში წარმართული მრავალღმერთიანობა ბატონობდა, ქრისტიანობა კი იდევნებოდა, ეს საოცრად გაბედული საქციელი იყო. ხელისუფალთა რისხვა სულიერ მამას, ვალენტინეს დაატყდა თავს. იგი შეიპყრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმიდა მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმიდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ჭაბუკები მთელი დღეების მანძილზე დაუდუმებლად ლოცულობდნენ ძვირფას საფლავთან. როცა ყოველივე ეს ქალაქის ხელისუფალთათვის გახდა ცნობილი, ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოკვეთეს. როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ჭაბუკმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმიდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი III, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 839 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0