მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა ბზობის კვირიაკესა
ჩვენს საქმეს ჩვენვე ვაფუჭებთ, სხვებს ნუ ვაბრალებთ!

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ხოლო პეტრე მისდევდა მას (უფალს) შორით

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

„ხოლო პეტრე მისდევდა მას (უფალს) შორით"

ეტრე მისდევდა, მაგრამ ამ მიყოლამ იგი მიიყვანა უარყოფამდე, რამეთუ იგი „მისდევდა" შორით. იგი განშორდა ქრისტეს, ამაში იყო ბოროტების დასაბამი; იგი ჩამორჩა მას და მასსა და მოძღვარს შორის ერთობ დიდი მანძილი გაჩნდა. იგი ერთგვარ ლტოლვას გრძნობდა, იგი მიჰყვებოდა მას, მაგრამ შორიახლოს.

სწორედ შორიახლოს მიჰყვება ჩვენს დროებაშიც ბევრი ქრისტეს: ისინი სავსებით არ ტოვებენ მას, ურწმუნოთა არ უერთდებიან, მაგრამ არც უფალთან არიან მჭიდრო კავშირში, არ მიჰყვებიან ფეხდაფეხ, „შორით" მისდევენ. რამდენი ადამიანი ეძლევა საერო საზრუნავს, ამქვეყნიურ სიამოვნებებს და ამგზით კარგავს ქრისტესთან თანაზიარობას; ისინი ქრისტეს ჩვეულებისდა მიხედვით მხოლოდ კვირაობით მიეახლებიან, მაგრამ კარგავენ მას მხედველობიდან მთელი შვიდეულის განმავლობაში.

მათი ლოცვები მოკლე და იშვიათი ხდება, თავს ანებებენ ღვთის სიტყვის შესწავლას, სარწმუნოება მათი ცივდება, ყველაფერი სულიერი მკვდარი და უსულო ხდება. მხოლოდ გარეგნულად ისინი ჯერ კიდევ მისდევენ ქრისტეს, მაგრამ სინამდვილეში ისინი ძალზედ შორს არიან მისგან და ახლოს უარყოფასთან.

მოდით, ჩვენს თავსაც დავეკითხოთ, როგორ მივდევთ ქრისტეს? მოშურნეობით, სიყვარულით, თუ ჩვენც პეტრესავით ჩამოვრჩენილვართ, გარეგან საგნებს გავუტაცნივართ? ამგვარი გზა ყოველთვის სახიფათოა: მას, ვინც ქრისტეს ჩამორჩენია, ხვალ მაცხოვრის სავსებით უარყოფა ემუქრება - რაც მწარე ცრემლებად დაუჯდება, რამდენად აზიანებს თავის თავსაც და სხვებსაც!




ნანახია: 819 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0