მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ასისთავი
ქართველებს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

სამარიტელ დედაკაცზე

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

სამარიტელ დედაკაცზე

ამარიტელი ვერ მიხვდა, რომელ წყალზე საუბრობდა მასთან მაცხოვარი... ადამიანს კვლავ შია და წყურია, როგორც არ უნდა იკლავდეს შიმშილ-წყურვილს... რაც უფრო მეტად ვემონებით ვნებებს, მით უფრო გაუმაძღარნი ვხდებით... არის ადამიანში სხვაგვარი წყურვილიც... სული მიელტვის თავის პირველ წყაროს, ეძიებს ღმერთს, მასთან ურთიერთობას... ესევითარი წყურვილი, რაოდენ მწველიც არ უნდა იყოს, საუკუნოდ იქნება მოკლული (დაკმაყოფილებული)... უფლის მსმენელთა გულები გადაბუგული უდაბნო იყო, სადაც სიცოცხლის ნიშან-წყალი აღარ სჩანდა... სიტყვანი ქრისტესნი - მადლიანი წვიმის წვეთებია, წყაროსთვალი ცოცხალი წყლებისა... ეკლესია - დაუშრეტელი წყარო ღვთიური მადლისა... „უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ".

ამარიტელი აშკარა ცოდვილიდან მაცხოვრის მოწაფედ იქცა, რამეთუ არათუ მხოლოდ თვითონ ირწმუნა უფალი, არამედ პირველი მქადაგებელი შეიქმნა სამარიტელთა შორის. რამაც ის იხსნა, იგივეს ძალუძს ჩვენი ცხონებაც... აუცილებელია გული ცრურწმენებისაგან გავათავისუფლოთ და ვეძებოთ არა გარეგანი ბრწყინვალება, არამედ შინაგანი სიცხადე... მაცხოვარი სულის წყურვილზე საუბრობდა: არა გრძნობისმიერ სიამოვნებათა წარმავალ წყალზე, არამედ ღვთიური მადლის ცხოველი წყლის წყურვილზე... დედაკაცი წარემართა სიკეთისა და უმაღლესისაკენ... მაგრამ აუცილებელია, ამას გარდა, დაინახო შენი ცოდვა... სახარების კიდევ ერთი სწავლება: არავისზე არ იმსჯელო გარეგნობით... სამარიტელი, რომელიც ცოდვით იყო მოწყლული იმ გარემოს გამო, რომელშიაც ცხოვრობდა, შინაგანად ღირსეული აღმოჩნდა და რწმენისმიერ სრული განწმენდა მიიღო.

უდეველთა წინაშე უფალმა მრავალი სასწაული აღასრულა... და ისინი, ვინც ჩინებულად იცნობდნენ წმ. წერილს, მისგან ნიშ-სასწაულებს ითხოვდნენ, რათა ჭეშმარიტ ღმერთად ერწმუნათ... სამარიტელმა კი, რომელიც უმეცარი იყო, ერთბაშად ირწმუნა მაცხოვარი. რატომ?.. როდესაც უფალმა მას ცოდვიანობაზე მიუთითა, მანაც აღიარა თავი ცოდვილად... აღიარო თავი ცოდვილად - სინანულის დასაბამია... სწორედ ამან აუხილა თვალი, რამეთუ სინანულია, რომელიც ღვთიური შემეცნების კარს გაგიხსნის... ღვთის ცოდნა შეიძლება მხოლოდ შინაგანი იყოს, გულითადი... ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა არანაირ გარეგან ცოდნას არ მიჰყავს ადამიანი ღმერთთან... მხოლოდ სინანული მიგვაახლებს ღმერთთან.




ნანახია: 720 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0