მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



რწმენისა და სიყვარულისათვის
იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი, მეორე მოსე და დამიანე, სირიელი მეუდაბნოე (V)

ღირსი იოანე, ანტიოქე, ანტონინე, მოსე, ზევინი, პოლიქრონი,
მეორე მოსე და დამიანე, სირიელი მეუდაბნოე (V)

23 (07.03) თებერვალი

ღირსი იოანე, წმიდა ლიმნეის (ხს. 22 თებერვალს) მოწაფე, V საუკუნეში ცხოვრობდა, სირიაში. მან „მიუსაფარი ცხოვრების" ღვაწლი იტვირთა. ღია ცის ქვეშ, მთის მწვერვალზე დაემკვიდრა და აქ 25 წელი დაჰყო. ღირსი მამა მხოლოდ პურითა და მარილით იკვებებოდა და სხეულს მძიმე ბორკილებით ითრგუნავდა. მასთან სტუმრად მოსულმა ერთმა მოსაგრემ მთაზე ნუშის ხე დარგო, რომ პაპანაქების დროს ჩრდილში თავის შეფარება შესძლებოდა, მაგრამ წმიდანმა ბრძანა, ხე მოეჭრათ – სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა.

ღირსი მოსე წმიდა იოანეს მიბაძვით მთის მწვერვალზე დაემკვიდრა, სოფელ რამის მახლობლად.

ამგვარივე ღვაწლი იტვირთეს ღირსმა ანტიოქემ და ანტონინემ, რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე ახოვნად მოსაგრეობდნენ და სულის სიმტკიცის მაგალითს იძლეოდნენ.

ღირსი ზევინიც იმავე მთაზე მოღვაწეობდა. მან ღრმა სიბერემდე იცხოვრა, ღირსი მამის სავანის ახლომახლო მკვიდრნი დიდ პატივს მიაგებდნენ წმიდანს და მისი ლოცვებით განსაცდელებში შეწევნას ღებულობდნენ.

წმიდა პოლიქრონი, ზევინის მოწაფე, ბაძავდა მოძღვარს - მანაც მარხვისა და ღამისთევის ღვაწლი იტვირთა. წმიდა პოლიქრონი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან. ერთხელ, გვალვის დროს, წმიდა მამის ლოცვით წვიმა მოვიდა, ქვის ცარიელი ჭურჭელი კი, გლახაკთა შესაწევნად ზეთით აავსო. ღირს პოლიქრონთან ერთად ცხოვრობდა მისი მოწაფე – მოსე, რომელიც ცდილობდა, ყველაფერში მიებაძა მოძღვრისთვის და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

წმიდანის მეორე მოწაფე – ღირსი დამიანე იერად წოდებულ სავანეში დაემკვიდრა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. წმიდა მამას კელიაში მხოლოდ ერთი მომცრო ყუთი ჰქონდა ოსპით, რომელიც მის ერთადერთ საკვებს წარმოადგენდა.

ეს წმიდა მამები მშვიდობით მიიცვალნენ V საუკუნეში, სირიაში.

წმიდანთა ცხოვრება", ტომი I, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 831 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0