მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ადამიანი და კულტურა
სულს ნუ დაივიწყებთ

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695)

ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695)

20 (03.05) აპრილი

ღირსი ანასტასი, სინაელი იღუმენი (+695) დაიბადა VI საუკუნის ბოლოს, მიიღო ბრწყინვალე საერო განათლება, რომელიც ღვთისმეტყველების შესწავლით დაასრულა.

ღირსი ანასტასი სიყრმეში აღიკვეცა ბერად, შემდგომ იერუსალიმს გაემგზავრა და სინას მთაზე დაეყუდა. ამ დროს სინას მთის იღუმენი იყო ღირსი იოანე კიბისაღმწერელი (ხს. 30 მარტს), რომელსაც შეენაცვლა მისი ძმა, გიორგი. გიორგის შემდეგ საძმოზე ზრუნვა ღირს ანასტასის დაევალა.

ნეტარმა მამამ დიდი ღვაწლი გასწია აკათელიტების ერესის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც IV მსოფლიო კრების (451) მიერ დადგენილ ქრისტეს ორ ბუნებრიობას უარყოფდა. მართლმადიდებლობის ქადაგებით ღირსმა ანასტასიმ მოიარა ეგვიპტე, არაბეთი, სირია. მონოფიზიტებთან საბრძოლველად მან თავის მოწაფეებს დაუტოვა კითხვა-მიგების ფორმის, 24 თავისაგან შემდგარი სახელმძღვანელო სახელწოდებით - „გზამკვლევი". ღირსი ანასტასი პაექრობდა ებრაელებთანაც. ჩვენამდე მოაღწია წმიდა მამის თხზულებამ „თარგმანებანი ექვსთა დღეთა" (12 წიგნი), სიტყვებმა, სწავლებებმა, წმიდანთა ცხოვრებებმა და საღვთო წერილის ადგილთა განმარტებებმა.

ღირსი ანასტასი სინაელი გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (+დაახლ. 695).

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 717 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0