სარწმუნოება - როგორ უნდა მოვემზადოთ აღსარებისათვის?
მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



რა არის ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
წმიდა ილია მართლის დაბადების დღე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

როგორ უნდა მოვემზადოთ აღსარებისათვის?

საკუთარი თავის გამოკვლევით, ძიებით მიდის ადამიანი აღსარებამდე. აღსარება არის იმ საიდუმლოს გარეგანი გამოვლინება, რომელსაც ეკლესია სინანულის საიდუმლოდ იცნობს.  სინანულის უმთავრესი თვისება ისაა, რომ ადამიანის სულში იწყება ეს მდგომარეობა და აღსარება არის უკვე მისი გარეგანი გამოვლინება. ზოგადად, მართლმადიდებლურ საიდუმლოთა და მთელი ჩვენი ეკლესიური ცხოვრების შინაარსი გახლავთ ის, რომ ადამიანი უნდა გამთლიანდეს, გამთლიანდეს იმ მდგომარეობიდან, რომელშიც იგი ცოდვამ ჩააგდო. დავაკვირდეთ, რას იწვევს ცოდვა ჩვენში? იწვევს რაღაც შინაგან გაუცხოებას, ეჭვებს, შინაგანად გვანგრევს, გვამსხვრევს ძალიან ბევრ ნაწილად. ეს შინაგანი დამსხვრეულობა უნდა გამთლიანდეს ადამიანში. მთელი ეკლესიური ცხოვრება და აზროვნება ამისკენაა მიმართული, ამ გაჯანსაღებისა და გამთლიანებისაკენ. ამის მკაფიო მაგალითია სინანულის საიდუმლო, რომელიც შიგნით, სულში იწყება, გარეგანად კი ფიზიკური სხეულის მიერ აღსარებით მთავრდება. აღსარება და აღიარება ერთი და იგივე ცნებაა. აღსარებით, ანუ საკუთარი მდგომარეობისა და იმის აღიარებით, რაც ადამიანმა დააშავა და ინანა, პიროვნება ღვთისგან იღებს მიტევებას. სინანულს აქვს აუცილებელი, წარუვალი თვისება, რომ აღარ გვინდა გავიმეოროთ ის, რასაც ვნანობთ, აღარ გვინდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, რისაც შეგვრცხვა.

 

ვთქვათ, სიგარეტის მოწევა. ამ მავნებელ ჩვევას შეიძლება მთელი წელი ვერ დაანებოს ადამიანმა თავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ამას უნდა შეეგუოს, რომ მან მაინც იგივე უნდა ჩაიდინოს და აღსარებას არ იტყვის ამიტომ. ვერც ერთი ოჯახისშვილი ვერ დამიმტკიცებს, რომ რაღაც განსხვავებული ჭუჭყი ყრია მასთან სახლში, მაგრამ ყოველ დღე იქნება, თუ კვირაში ერთხელ, ყველა მაინც ალაგებს თავის სახლს. ვინმე მეტყვის, რომ განსხვავებულად ისვრება, რომ მიდის სახლში და აბაზანას იღებს? არა! ამიტომაც შეიძლება არაფერს განსხვავებულს და ახალს ჩვენ არ ჩავდიოდეთ, მაგრამ ის აღსარება მაინც უნდა ვთქვათ, კვლავაც უნდა დავაფიქსიროთ ღვთის წინაშე, რომ მე ამას ისევ ვნანობ, ისევ ვცდილობ და ვიბრძვი, რომ ეს გამოვასწორო. თუ ის დაიცალა იმ შინაგანი მდგომარეობისგან, რაცაა, მართლაც, სინანული და დარჩა მხოლოდ რაღაც გარეგან კონსტატაციად ფაქტებისა, ეს უკვე სინანული აღარ იქნება. სინანული არის ბრძოლა და სიხარული, რადგან ქრისტე ამბობს: მე ვარ ანი და ჰოე, სინანული არ არის მხოლოდ წუხილი, სინანული საოცარი სიხარულია, სიხარული იმისა, რომ ღმერთმა მოიღო მოწყალება და დამანახა ჩემი მდგომარეობა. გიორგი მთაწმიდელი ამბობს, რომ ფიცხელ არს სენი, მაგრამ უფიცხლეს უმეცრება სენისაო, ანუ ერთია, რომ ადამიანი ავადაა და მეორეა, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რომ ავადაა და საერთოდ არ მკურნალობს. ასე რომ, ადამიანმა თუ ეს გააცნობიერა, იგი აუცილებლად დიდი სიხარულითაა სავსე და მადლობას უხდის უფალს იმისთვის, რომ მან საშუალება მისცა, დაენახა თავისი მდგომარეობა, მიანიჭა განწყობა, რომ ეს მდგომარეობა გამოესწორებინა, უბოძა სწორი აზროვნება, რომ მან გაიაზრა ამ მდგომარეობის ავი და კარგი და ძალა მისცა, შეეცვალა ის, რისი შეცვლაც სურდა და ა.შ. ანუ სინანული, უპირველეს ყოვლისა, არის სიხარული, რადგან ამ დროს ხდება აღმოჩენა ჩვენში იმ ზედმეტობისა, იმ გაუკუღმართებისა, რაც აუცილებლად უნდა მოვიცილოთ.




ნანახია: 263 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0