მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



უყურადღებო ლოცვაზე
ჩვენი მშველელი მხოლოდ უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

წმიდა მატრონა

წმიდა მატრონა

მატრონას დედას მშობიარობის წინ ჰქონდა წინასწარმეტყველური ხილვა – ზეციდან ჩამოეშვა უზარმაზარი თეთრი ფრინველი ადამიანის სახით, რომელსაც თვალები არ ემჩნეოდა და მას მარჯვენა ხელზე დააჯდა. ბავშვი ზუსტად ასეთი დაიბადა – უსინათლო, დახუჭული ქუთუთოებით.  მატრონას ნათლობას თან ახლდა უფლის სასწაული – როდესაც მღვდელმა ჩვილი ემბაზში განბანა, ემბაზიდან ამოვიდა ორთქლის სვეტი და იქაურობა საოცარი კეთილსურნელებით აავსო. გაკვირვებულმა მღვდელმა თქვა: „უამრავი ბავშვი მომინათლავს, მაგრამ ასეთი რამ პირველად ვნახე; ეს ყრმა წმიდა იქნება!" მართლაც, უსინათლო მატრონას უფალმა მას სულიერი ხედვის უნარი მიანიჭა. 7–8 წლის ასაკიდან გაეხსნა წინასწარმეტყველებისა და ავადმყოფობების კურნების უნარი.ჯერ კიდევ ყმაწვილქალობისას იწინასწარმეტყველა მატრონამ რევოლუცია,  როდესაც „გაძარცვავდნენ და გაანადგურებდნენ ტაძრებს და ყველას გარეკავდნენ იქიდან". ცარიცინოში იყო ერთი პატარა, ლამაზი ეკლესია. როცა ეკლესიას ანგრევდნენ, სურდათ ზარის წაღება. მატრონამ თქვა:" აბა, სცადონ, მაშინვე დაიღუპებიან; ტაძარში კი ვერ შევლენ." მოვიდა სამი კომკავშირელი, შევიდნენ თუ არა ტაძარში, წყალი დახვდათ,  კინაღამ ჩაიძირნენ. ვერავინ ვერაფერი გაიგო. აღმასკომიდან კიდევ ოთხი გამოგზავნეს. მათ კიბე მიადგეს კედელს და ზარის ჩამოსახსნელად აცოცდნენ. უეცრად ფილა მოსწყდა კედელს და ოთხივე გადმოაგდო. იძულებულნი გახდნენ, ეკლესია დაეხურათ.საბჭოთა პერიოდში მატრონას ხშირად  ეკითხებოდნენ: „რატომ დაუშვა უფალმა ამდენი ტაძრის დახურვა და განადგურება?"  მატრონა ასე პასუხობდა: „ყოველივე უფლის ნებაა. ტაძრების რაოდენობა იმიტომ შემცირდება, რომ შემცირდება მორწმუნეთა რიცხვი და არავინ იქნება იქ მომსახურე..."ქალიშვილებს ასე არიგებდა: „თქვენ, ქალწულებს, ღმერთი ყველაფერს გაპატიებთ, თუ მისი ერთგული იქნებით. ვინც თავი გადადო, რომ არ გათხოვდეს, ბოლომდე უნდა გაიტანოს. სამაგიეროდ უფლისგან გვირგვინს მიიღებს – ბოლომდე მოთმინებისათვის!"  ქალებს კი მათი მდგომარეობის შესაბამისად მოძღვრავდა. ერთმა ქალმა შესჩივლა, რომ ძალად გაათხოვეს და უსიყვარულოდ ცხოვრობს ქმართან. ნეტარმა მკაცრად უთხრა: „მერედა, ვინ არის დამნაშავე? შენა ხარ! იმიტომ, რომ ჩვენი თავი უფალია, უფალი კი მამაკაცის სახით არის და ჩვენ, დედაკაცები, მამაკაცებს უნდა დავემორჩილოთ. შენ შენი გვირგვინი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ატარო; თავად ხარ დამნაშავე, რომ ცუდად ცხოვრობ ქმართან!"როდესაც ავადმყოფები მოჰყავდათ მასთან, მატრონა უფლის სახელით კურნავდა მათ.  არაერთი ფსიქიკური და ფიზიკური სნეულებით შეპყრობილი ადამიანი მოურჩენია. თან საგანგებოდ აფრთხილებდა ჭირისუფალთ, არ დაეჭირათ საქმე მჩხიბავებთან და მუცლით მეზღაპრეებთან – აფრთხილებდა ყველას: „ ნუ მიმართავთ შემლოცველებთან და ბოროტ ძალებთან შეკრულ ადამიანებს – ისინი რაღაცას კი განგიკურნავენ, მაგრამ სულს დაგიავადებენ!"ყველას ურჩევდა, არასოდეს განეკითხათ მოყვასი: „რად უნდა განიკითხო სხვა ადამიანები? უფრო ხშირად საკუთარ თავზე იფიქრე. ყოველი კრავი საკუთარი კუდით დაიკიდება. რას ემართლები სხვის კუდებს?"  მოუწოდებდა გამუდმებული მკლოცველობისკენ: „ ლოცვაა ჩვენი დამცველი ბოროტის წინააღმდეგ. მოულოდნელი სიკვდილი მოდის მაშინ, როცა არ ვლოცულობთ!"საგულისხმოა მატრონას მოსაზრება ერისა და ეთნოსის მიმართებაში: „თუ ერი ღმერთის რწმენას კარგავს,  მას უბედურება შეემთხვევა,  ხოლო თუ არ ინანიებს, იღუპება და აღიგვება პირისაგან მიწისა!"თავისი სიკვდილის შესახებ მატრონამ სამი დღით ადრე იცოდა და დატოვა ანდერძი: „მრავალი წლის მერე ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ–გუნდად ივლიან გასაჭირში დახმარებისათვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე. მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები." მართლაც, მოსკოვის დანილოვის სასაფლაოზე მისი მარადიული განსასვენებელი განსაკუთრებული სიწმინდეა, სადაც ყოველი კუთხიდან მოდიან მომლოცველები და ნეტარი არავის აკლებს თავის მეოხმყოფობას!



ნანახია: 1320 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (1)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 1
tamaz samxaraZe 2013-10-08 8:17 PM
ქართულადაა გამოცემული დდედა მატრონაზე შესანიშნავი წიგნი გამომცემლობა cis namis~ mier