მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



ჩვენი მშველელი მხოლოდ უფალი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელია
საქართველოს ეკლესიის ძველი ავტოკეფალიის აღიარება

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ზაქე მეზვერეზე

წმინდა მამათა სახარებისეული მსჯელობანი

ზაქე მეზვერეზე

ერიქონში მრავალი ცოდვილი იყო, რატომ სწორედ ზაქესთან ინება უფალმა შესვლა? რადგან ყველა სხვა ცოდვილი ცოდვილად არ სცნობდა თავს, ზაქე კი სცნობდა.

აქე, ისწრაფე და გარდამოხედ..." გესმის თუ არა გზააბნეულო ცოდვილო, რა ხმამაღლა ღაღადებს შენი სინდისი? ეს იდუმალი სევდაა დაკარგულ სამოთხეზე, რომელსაც ვერანაირი ამქვეყნიური სიხარული ვერ შესცვლის... გრძნობ განა, ამსოფლიური დიდებისა და პატივის დაუღალავო მეძიებელო, მატლივით როგორ ღრღნის შენს გულს შენივ საკუთარი პატივმოყვარეობა? გახსოვს თუ არა, რომ სიკვდილსა და ხსწნილებას ვერავინ გაექცევა?.. შემზარავია ეწინააღმდეგებოდე ღვთის ხმას და გააღრმავო რომელიმე ვნება სინდისი გაქვავებამდე. ყოველი შეწინააღმდეგება საღვთო მადლთან აღრმავებს გულის უგრძნობელობას... ნეტარ არს, რომელიც გამოემხაუროს უფლის ხმას ცოდვათა მიტოვებით... და იესუც, მოსული წარწყმედულთა ხსნისათვის, ეტყვის ასეთს: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის".

აქეში დიდებული სული იყო... იგი, როგორც მთავარი მეზვერეთაჲ უკეთური გზით გამდიდრდა და ცოდვილი ადამიანი იყო, მაგრამ იმავ წუთიდან, როცა კი უფალმა მოუხმო ჭეშმარიტ ქრისტეანად იქცა: ქონების ნახევარი გლახაკებს მისცა, დამცირებულებს ოთხმაგად მიაგო... ძნელია ამგვარი შემობრუნება სიბნელიდან სინათლისაკენ, ბოროტებიდან სიკეთისაკენ?.. ზაქეში, სჩანს, უკვე გაჩენილიყო აზრი საკუთარ უღირს ცხოვრებაზე, და სწორედ ამიტომაც არ შეუშინდა დაცინვას - ოღონდ კი ქრისტე ეხილა... უფლის გავლენით მის სულს, შინაგან ადამიანს, უხვად მოეფინა სინათლის სხივები და გაფანტა წყვდიადი...

ზაქეს მაგალითი მისაბაძად რჩება ყველასთვის.

აქემ უფალი ისტუმრა... ამგვარს ბედნიერებას თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება მიემთხვიოს... ქრისტე თვითონ რეკს ჩვენი გულის კარზედ და გვიხმობს სინანულისა და მოქცევისაკენ... მისი ხმა ისმის წმ. წერილიდან, იგივე გვეზრახება ეკლესიის მამათა პირით; მართალთა მაგალითი ხელს უწყობს ცოდვილთა მოქცევას; განსაკუთრებულად განგვაწყობენ სინანულისადმი მწუხარებანი და ავადმყოფობანი... სიკეთე მას ვინც ამ მოწოდებას გამოეხმაურება! უფალი მზადაა ასეთს მიუტეოს ცოდვანი და მოუახლოვდეს მას... ასეთი სიახლოვე კი გვაქვს ჩვენ ქრისტეს მაცოცხლებელ საიდუმლოებათა გზით... ამგვარი სიხარული მხოლოდ წინაგემოსხილვაა ცათა სასუფევლის დაუსრულებელი სიხარულისა.




ნანახია: 850 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0