მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წარმოთქმული მირქმა-მიგებების დღესასწაულზე
სიტყვა დავით და კონსტანტინობის დღეს

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433)

ღირსი აკაკი მელიტინელი ეპისკოპოსი (+დაახლ. 433)

17 (30) აპრილი

ღირსი აკაკი მელიტინელი (+435) - დაიბადა სომხეთის ქალაქ მელიტინაში. მის მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ისინი უფალს ევედრებოდნენ მემკვიდრის მონიჭებას და ჰპირდებოდნენ, რომ თუ შვილი მიემადლებოდათ, მას ღვთის სამსახურში ჩააყენებდნენ. მართლაც, ყრმა აკაკი მილიტინის ეპისკოპოსს ოტრიას მიაბარეს. როცა მაკედონიუსის ერესი გაჩნდა, ოტრია ეპისკოპოსი II მსოფლიო კრებაზე (381 წ.) იცავდა მართლმადიდებლურ სწავლებას სულიწმიდაზე, როგორც ერთარსება და განუყოფელი სამების მესამე პირზე.

ეპისკოპოსი სიყვარულით ზრდიდა აკაკის: ჯერ მკითხველად დაადგინა, შემდეგ დიაკვნად დაასხა ხელი, ბოლოს კი მღვდლადაც აკურთხა. წმიდა აკაკი ერთგულად ემსახურებოდა ეკლესიას, ხალხს ასწავლიდა წმიდა წერილს, განუმარტავდა მართლმადიდებლურ მრწამსს. მის მოწაფეთა შორის იყო თვით ექვთიმე დიდი (+473; ხს. 20 იანვარს).

ოტრიას გარდაცვალების შემდეგ მრევლის სურვილით მელიტინის კათედრაზე აღიყვანეს წმიდა აკაკი. ის ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. მტკიცე რწმენის, მორჩილებისა და მოღვაწეობისათვის მას უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა: ერთხელ, როცა გვალვიან ზაფხულში ღია ცის ქვეშ ლიტურღიას ატარებდა, ბარძიმში ჩასხმულ ღვინოს მოულოდნელად წვიმის წვეთები შეუერთდა და გამხმარ მიწას სიცოცხლე დაუბრუნდა; მისი ლოცვით წყალდიდობისას ნაპირებიდან გადმოსული მთის მდინარე იმ ადგილას გაჩერდა, სადაც წმიდანმა ქვა დადო. მდინარე აზარის ერთ-ერთ კუნძულზე ეპისკოპოსმა, მიუხედავად წარმართთა წინააღმდეგობისა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგო. მშენებლებმა ბოროტი განზრახვით თაღი ცუდად გააკეთეს. ლიტურღიის დროს თაღმა ჩამოიწია და ის-ის იყო უნდა ჩამონგრეულიყო, შეშინებული მლოცველები ტაძრიდან გასაქცევად მოემზადნენ, მაგრამ წმიდა ეპისკოპოსმა ისინი ფსალმუნის სიტყვებით შეაჩერა: „უფალ ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდეს" (ფს. 26,1). თაღი გაჩერდა და თითქოს ჰაერში დაეკიდა; ჩამოიქცა მხოლოდ მაშინ, როცა ლიტურღია დამთავრდა და ეპისკოპოსი უკანასკნელი გავიდა ტაძრიდან. ამის შემდეგ ტაძარი თავიდან ააშენეს.

წმიდა აკაკი მონაწილეობდა III მსოფლიო კრებაში და მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დოგმატებს.

წმიდა აკაკი მშვიდობით მიიცვალა 435 წელს.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 644 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0