მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



სიტყვა წმ. მოწამე აბოს ხსენების დღეს
წმიდა ილია მართალი

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

ღირსი ათანასია იღუმენია (+860)

ღირსი ათანასია იღუმენია (+860)

12 (25) აპრილი

ღირსი ათანასია (+860) კუნძულ ეგინზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინას ოჯახში. შვიდი წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ საქსოვ დაზგასთან მჯდომმა დაინახა, რომ ზემოდან მანათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო.

როცა წმიდა ათანასიას თექვსმეტი წელი შეუსრულდა, მშობლების თხოვნით გათხოვდა, მაგრამ ჯვრისწერიდან თექვსმეტი დღის შემდეგ მისი მეუღლე ომში წაიყვანეს და დაიღუპა.

დაქვრივებულმა ათანასიამ გადაწყვიტა დიდი ხნის სურვილის განხორციელება, მაგრამ ამ დროს გამოვიდა იმპერატორ მიხეილის ბრძანება (820-829), რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქვრივები მეომრებზე უნდა გათხოვილიყვნენ. წმიდა ათანასია იძულებული გახდა გათხოვილიყო. ქორწინებაში იგი ღვთისმოსავად და კეთილად ცხოვრობდა: საქმიანობდა, ეხმარებოდა ავადმყოფებს და გაჭირვებულებს, ღებულობდა მწირებს და მოგზაურებს, კვირაობით და დღესასწაულებზე სახლში პატიჟებდა ახლობლებს და წმიდა წერილს უკითხავდა მათ. მისი გავლენით ქმარი მონასტერში წავიდა და წმიდა ათანასიასაც უფლება მისცა, მონაზვნად აღკვეცილიყო.

წმიდანმა დაარიგა ქონება და სხვა ღვთისმოშიშ ქალებთან ერთად მყუდრო ადგილას განმარტოვდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, დების თხოვნით, წმიდა ათანასია გახდა ამ მცირე თემის იღუმენია. ის იყო მაგალითის მომცემი სხვა მონაზვნებისთვის.

თუმცა წმიდა ათანასია იღუმენის სახელს ატარებდა, მაინც უმცირესად თვლიდა თავს დებს შორის და ყოველთვის ახსოვდა მაცხოვრის მცნება: „რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი თქუენდა მონა" (მთ. 20,27).

ღირს ათანასიას ძაძები ეცვა, ძაძებს ზემოდან კი - უხეში ცხვრის მატყლის სამოსი; ცოტა ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა, დღისით კი დებთან ერთად მუშაობდა; მხოლოდ საღამოობით ჭამდა, ისიც თითო პურის ნაჭერს და ჭიქა წყალს; ზეთს, ყველს და თევზს იხმევდა მხოლოდ შობას და აღდგომას; მარხვებში ორ დღეში ერთხელ ღებულობდა მწვანილს. ღირსმა დედამ ოთხი წელი გაატარა ამ სავანეში.

კუნძულ ეგინზე ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი, სახელად მათე, რომელმაც აკურთხა დედები, უფრო მივარდნილ ადგილას გადასულიყვნენ. წმიდა ათანასიამ ააშენა მონასტერი კუნძულის ერთ უდაბურ მთაზე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის ძველი ეკლესიის ახლოს.

ღირსი დედა ღვთისაგან სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. მასთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად. შემოწირულობებით წმიდა ათანასიამ ააშენა სამი ეკლესია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედისა.

პატივისა და დიდებისაგან განსარიდებლად წმიდა ათანასია ორ სულიერ დასთან, მარიამთან და ევპრაქსიასთან ერთად მალულად წავიდა კონსტანტინეპოლში და შვიდი წელი ცხოვრობდა ერთ-ერთ მონასტერში უბრალო მონაზვნის ცხოვრებით.

მისმა წმიდა ცხოვრებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. ეგინის მონასტრის დებმა გაიგეს, თუ სად იმყოფებოდა იღუმენია და სთხოვეს, დაბრუნებულიყო. ღვთის განგებულებას დამორჩილებული წმიდანი მონასტერში დაბრუნდა. მალე იგი ღირს იქმნა ღვთაებრივი გამოცხადებისა: ორმა ნათლითმოსილმა არსებამ მიართვა ქარტა, რომელზეც ეწერა: „აი, შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდენ".

უკანასკნელი ოცი დღე ღირსმა ათანასიამ შეუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ დები მოიხმო, უთხრა, რომ მხოლოდ ცხრამეტი ფსალმუნის წაკითხვა შეძლო და სთხოვა, ფსალმუნთა კითხვა ეკლესიაში დაესრულებინათ. დებმა შეასრულეს იღუმენიას სურვილი და დაბრუნდნენ. წმიდა ათანასიამ აკურთხა დები, სთხოვა, ღირსეულად აღენიშნათ მიძინების დღესასწაული, მოეწყოთ ტრაპეზი ღარიბებისთვის, საღვთო ლიტურღიის შემდეგ კი დაემარხათ მისი ნეშტი. ამ სიტყვებით ღირსმა ათანასიამ ღვთივ მიისვენა (+14 აგვისტო, 860 წ).

მეორმოცე დღეს საღვთო ლიტურღიაზე ღვთისმოსაობით გამორჩეულმა დებმა აღსავლის კარებთან მდგარი წმიდა ათანასია იხილეს. ორმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა მას ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავს, ხელთ ბრწყინვალე კვერთხი მისცა და სამეუფო კარებით საკურთხეველში შეიყვანა.

გარდაცვალების წინ წმიდა ათანასიამ ანდერძად დატოვა, ორმოცი დღის განმავლობაში ეკვებათ ღარიბები მის მოსახსენებლად. დებმა მხოლოდ ცხრა დღეს გაშალეს მოსახსენებელი ტრაპეზი. წმიდანი გამოეცხადა რამდენიმე დას და უთხრა: „ორმოცდღიანი მოხსენიება და მოწყალების გაღება ძალზე ეხმარება ცოდვილ სულებს", შემდეგ კვერთხი დაარტყა მიწას და გაუჩინარდა. მეორე დღეს იმ ადგილას წყარო გაჩნდა. ღირსი ათანასიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მის საფლავთან მიიყვანეს ბოროტისაგან გვემული დედაკაცი. როცა მიწა გათხარეს, კეთილსურნელება იგრძნეს და კუბო ამოიღეს. მასთან მიახლოებისთანავე ეშმაკეული განიკურნა. კუბო გახსნეს და იხილეს წმიდანის უხრწნელი მირონმდინარე გვამი. ღირსი ათანასია თითქოს მიძინებული იყო: სახე უბრწყინავდა, სხეული რბილი იყო, თითები ეღუნებოდა. როდესაც წმიდანი ახალ კუბოში გადაასვენეს, დებს უნდოდათ მისთვის ძაძები გაეხედათ და აბრეშუმის კუბასტით შეემოსათ, მაგრამ ღირსი ათანასიას ხელები ისე შემოეჭდო მკერდს, რომ სამოსელი ვერ გამოცვალეს: იგი სიკვდილშიც კი უბრალოების და სიღარიბის მოყვარული დარჩა. მაშინ ერთმა დამ მუხლი მოიყარა წმიდანის ნეშტთან და სთხოვა: „ჩვენო პატრონო, შეისმინე ჩვენი სათხოვარი ისე, როგორც სიცოცხლეში გვისმენდი, მოგვეც ნება, შეგამკოთ ამ სამოსით, შეიწირე ჩვენგან ეს კნინი ძღვენი". ღირსი ათანასიაც ცოცხალივით ზეწამოიმართა და ხელები გაშალა.

„წმიდანთა ცხოვრება", ტომი II, თბილისი, 2001 წ.




ნანახია: 789 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0