მოგესალმებით!კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საიტზე "უფალი გფარავდეთ"
  

  

  

  

  

  

Real Menu
საიტის მენიუ
მთავარი კონტაქტი ფლეშ სიახლეები ხატები და ფრესკები ეკლესია–მონასტრები თქვენი თხოვნები რა არის როკ–მუსიკა სამარხვო კერძები სხვადასხვა მამათა გამონათქვამები საგალობლები ბიბლია მარხვები დღესასწაულები საქართველოს ისტორია ფსალმუნები დასაბეჭდი ლოცვანი ქადაგებანი და წერილები ხატები ფოტოალბომი წმინდა სინოდი ქრისტეს 12 მოციქული პატერიკი სახარება ჩვენი ტაძარი მამათა სწავლებანი
ფეისბუქის ქოვერები

ჩვენთან არს ღმერთი



















ჩვენი გამოკითხვა
როგორი საიტია ?
ჩვენი გამოკითხვა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
საიტის წევრები არ არიან...
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სტუმარი მომხმარებელი
საიტზე ძებნა
მომხმარებლის პროფილი
სტუმარო


სტუმარო გთხოვ დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიცაზია!

ლოგინი:
პაროლი:



აუდიო ბიბლია
ჩვენთან არს ღმერთი



















თქვენი რეკლამა



Top სტატუსი



მოკლე მოძღვრება დიდ მარხვის პირველის კვირიაკის პირასკევს ზიარებად მომზადებულთადმი
წმიდა ილია მართლის დაბადების დღე

მარჯვნივ
მარცხნივ


ყოველდღიური სიახლეები ვიდეო სიახლეები წმიდანთა ისტორიები

იესო ქრისტეს აღდგომა

იესო ქრისტეს აღდგომა

ანგელოსი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო
ქალწულო გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ,
ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და
მკვდარნი აღადგინა, ერნო გიხაროდენ! ქრისტე აღსდგა!

პირდაპირ მინიშნებას იმის შესახებ, რომ მიმადლებულმა მარიამმა თავისი ძე და უფალი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იხილა - სახარებაში ვერსად შეხვდებით. მაგრამ წმიდა მამათა ნაწერები და საეკლესიო საგალობლები ამოწმებენ, რომ სხვა მორწმუნეებზე უწინ ნახა იგი და გაიხარა აღდგომით მისმა ყოვლადწმინდა დედამ.

„აღდგომილი მესამესა დღესა საფლავით იხილე რა ძე და ღმერთი შენი, იხარებდი მოციქულთა თანა ღვთივმიმადლებულო, წმიდაო!"

ამგვარად გვარწმუნებს წმინდა ეკლესიის საგალობელი. ღვთის ძის ჩასახვის და შობის შესახებ ყოვლადწმინდა ქალწულმა ანგელოსის ხარება უფლისაგან მიიღო. აღდგომის სასიხარულო ამბავიც პირველად მანვე მოისმინა. მახარებლები აშკარად ამის შესახებ არ ლაპარაკობენ, რადგან არ სურთ, წარმოაჩინონ მოწმობა დედისა, იმის შიშით, რომ ურწმუნოებს დაეჭვების საბაბი არ მიეცეთ. ამით აიხსნება ამ საკითხზე ცნობების სიმწირე სახარებაში, თუმცა იგრძნობა, რომ მახარებელთა ღვთიური სიტყვები ერთადერთი წყაროდან მომდინარეობს, რადგან „დედასა მისსა დაემარხნეს ყოველნი ესე სიტყუანი გულსა მისსა". ამის გარდა, ყოვლადწმინდა ქალწულის მონაწილოება როგორც ყველა სხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში, ისე იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაში იმდენად ბუნებრივია, რომ ჩანს, ამის შესახებ შეხსენება საჭირო არც იყო, რადგან ღრმა სიმდაბლის გამო დედა ღვთისა მოწაფეებს ნებას არ აძლევდა, მის შესახებ ელაპარაკათ. ძისა და ღვთისადმი სიყვარულით არასოდეს იღლებოდა.

ძის სიახლოვეს მოკლებული ყოვლადწმინდა მარიამი მისი აღდგომის მოლოდინით ცხოვრობდა, ყველაფერს, მაცხოვრის მიერ და მის შესახებ ნათქვამს, გულით ატარებდა, მან, ღვთაებრივი მადლით ცხებულმა, პირველმა ისწავლა, რომ უნდა ერწმუნა მისი სიტყვები, მანვე მოციქულთა წინაშე დაამოწმა, რომ იესო ქრისტე სამუდამოდ არ მომკვდარა, რომ იგი აღსდგებოდა, ადამიანთა მოდგმას სიკვდილისაგან იხსნიდა და მარადიული ცხოვრებისაკენ წაიყვანდა; მის რწმენას აღსრულება ეწერა!

საეკლესიო გადმოცემა მოწმობს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემეგ, უწინარეს ყოვლისა ყოვლადწმინდა დედას მოევლინა. გადმოცემავე გვამცნობს, რომ საფლავად დადების შემდეგ ღვთისმშობელმა მთელი შაბათი და შაბათის წინა დღე საფლავის სიახლოვეს არიმათიელის სახლში გაატარა და აქ აღდგომის შემდეგ მაცხოვარი ყველაზე უწინ მას გამოეცხადა. აღდგომილი მაცხოვარი ყველაზე უწინ იხილა და იცნო ღვთისმშობელმა და იგი მისი მოციქულების მოციქული გახდა. ის პირველად ჩასწვდა აღსრულებული მოვლენების მთელ დიდებულებას: დიდი მიწისძვრა, საფლავთა გახსნა, მზის დაბნელება, მცველების მოკვდინება, ქვის გადაგორება, საფლავის დაცარიელება, ანგელოსის ხარება. ყველაფერი ეს იყო აღსრულება მისი დიდი რწმენისა და მოლოდინისა, რომ მკვდრეთით აღდგომილ ძესა და ღმერთს იხილავდა.

სახარებაში ნათქვამია, რომ, როდესაც იოსებმა ნიკოდიმოსთან ერთად მისი გვამი საფლავში დადო და შესასვლელი ქვით დაფარა, იქ იმყოფებოდა მარიამ მაგდალინელი და სხვა მარიამი (მათ. 27, 61). წმიდა მამათა განმარტებით მახარებელი „სხვა მარიამში" ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გულისხმობს.

აღდგომისა მხილველი ძისა და ღვთისა შენისა მოციქულთა თანა იხარებდ ღვთივმიმადელებულო!..




ნანახია: 993 | დაამატა: Sarcmunoebaკომენტარები (0)



html-კოდი ინფორმაციის
BB-კოდი ინფორმაციის
გაუზიარე ეს ინფორმაცია მეგობარს


 

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია
სულ კომენტარები: 0